-->

რჩევები მასწავლებლებს და მშობლებს




ჯანმრთელობას გისურვებთ

გთავაზობთ მაია მენაბდის მიერ ფეისბუკზე გაზიარებულ რეკომენდაციებს

ჩემი მოკრძალებული აზრით,
ამ კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენ, მასწავლებლებს, გვევალება:
• არ მოვინდომოთ, იმდენივე საათი ჩავუტაროთ ბავშვებს, რამდენსაც სკოლაში ვუტარებდით;
• არ დავგეგმოთ სახელმძღვანელოს ამოწურვა, მხოლოდ საკვანძო და მნიშვნელოვანი საკითხები ამოვკრიფოთ;
• მოვიფიქროთ სახალისო, საინტერესო, აუცილებელი უნარების განმავითარებელი დავალებები;
• არ ვაიძულოთ ბავშვები, ყოველ დღე ისხდნენ 3 და 4 ონლაინგაკვეთილზე გადაბმულად;
• მოვახერხოთ, თითოეული გაკვეთილი დაწყებითი და საბაზო საფეხურისთვის არ აღემატებოდეს 30 წუთს.
• არ გვქონდეს მოლოდინი, რომ ონლაინგაკვეთილებზე სრული დასწრება გვექნება ( ვერდასწრების უამრავი მიზეზი შეიძლება, არსებობდეს);
• არავითარ შემთხვევაში არ ვიყოთ კატეგორიულები დავალებების ჩაბარების დროს;
• დავალების შესასრულებლად უნდა მივცეთ 2-3 დღე მაინც და გავითვალისწინოთ სხვა კოლეგების დავალებებიც;
• დავალება შევაფასოთ კომენტარებით და არა ნიშნებით;
• არ ვიკეკლუცოთ ჩვენი ჩატარებული ონლაინგაკვეთილებით;
• რაც მთავარია, არ დაგვავიწყდეს, რომ ასეთ საყოველთაოდ დაძაბულ სიტუაციაში, ჩვენ, პირველ რიგში, მათი ცხოვრების „გაშინაარსიანება“ მოგვეთხოვება და არა მათი ვალდებულებების მარწუხებში მოქცევა.
და ჩვენ, მშობლებს, გვევალება:
• გადავმალოთ ჩვენი ნევროზები, შიშები და დაძაბულობა შვილებისგან შორს;
• დავეხმაროთ მათ, ერთმანეთს შეუნაცვლონ სხვადასხვა აქტივობა: ხატვა, კითხვა, ფილმების ყურება, თამაში, მეცადინეობა ...
• ვისარგებლოთ უჩვეულო შესაძლებლობით, დიდი დრო გავატაროთ მათთან;
• მაქსიმალურად დავეხმაროთ ბავშვებს, ფეხი აუწყონ ახალ გამოწვევას, მაგრამ არ მოვთხოვოთ მათ, თავები ურტყან დავალებებს;
• არ მოვთხოვოთ მასწავლებლებს, ატარონ ყოველ დღე, საათიანი გაკვეთილები და არ ვაკრიტიკოთ ისინი გამუდმებით - მათთვისაც ურთულესია ამ სიტუაციაში მუშაობა;
• და რაც მთავარია, არ დაგვავიწყდეს, რომ ბავშვებისთვის უფრო დიდი სტრესია დახურულ კარს მიღმა ცხოვრება, ვიდრე ჩვენთვის.
აი, ჩვენ, მასწავლებელ- მშობლები, რა წყალში გადავცვივდეთ, ეგ აღარ ვიცი 
პ.ს. ეს გამომრჩა - შაბათ-კვირა ისევ დასვენების დღეებია😉


წაიკითხეთ დამატებითი მასალებიც
სახელმწიფო ინსპექტორის რეკომენდაციები ფეისბუკში ფოტომასალის გამოქვეყნებსათან დაკავშირებით


სკოლის ვალდებულები

სამინისტროს რეკომენდაციები

ნაწყვეტი: მნიშვნელოვანია, რომ დისტანციური სწავლება განხორციელდეს არა სოციალური ქსელების, არამედ ისეთი საკომუნიკაციო-საგანმანათლებლო არხების გამოყენებით, რომლებითაც სრულად იქნება უზრუნველყოფილი მოსწავლეების უსაფრთხოება
პერსონალური ინფორმაცია

რეკომენდაციები სკოლებს




0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით