-->

SOPA-ს პროტესტს GOOGLE-იც შეუერთდა

51_sopa-google-doodle.jpg

მიუხედავად იმისა, რომ გუგლს ვიკიპედიის მსგავსად გუშინ არ გაუთიშავს ყველა სერვისი მთლიანად, ის მაინც შეუერთდა SOPA-ს წინააღმდეგ დაწყებულ პროტესტს. გუგლმა თავის ლოგოს შავი ოთხკუთხედი წააფარა. ქვევით კი იყო წარწერა: Tell Congress: Please don't censor the web!

გუგლის ტანამშრომელმა თავის ბლოგზე განაცხადა, რომ SOPA და PIPA იქნება ინტერნეტის ცენზურა, რომელიც ინტერნეტ ინოვაციებს მოაშთობს, ხელს შეუშლის ინყტერნეტ ბიზნესის განვითარებას და ამასთან ხელს არ შეუწყობენ მეკობრულ პროდუქციასთან ბრძოლას
 
შეგახსენებთ რომ Stop Online Piracy Act (SOPA ანუ H.R. 3261) — არის კანონპროექტი, რომელიც აშშ წარმომადგენელთა პალატას 2011 წლის 26 ოქტომბერს წარუდგინა ლამარ სმიტმა და 12-მა თანაავტორმა. ამ კანონპროექტის თანახმად ინტერნეტ ქსელის ნებისმიერი მონაწილე  —  იქნება ის პროვაიდერი თუ საძიებო სისტემა ან რეკლამის შემკვეთი, სამართალმემკვიდრის ნებისმიერი მომართვის შემთხვევაში მეკობრეობაში ეჭვმიტანილ რესურსს უნდა შეუწყვიტოს მომსახურება და გაწყვიტოს მასთან ყოველგვარი ურთიერთობა. 

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით