კომპიუტერის და ინგლისურის გამოცდის ტესტები და რჩევები

:) :) ;-)    იკვე არაა საჭირო


ვითვალისწინებ, რა ჩემი მსმენელების აქტიურობას ამ გამოცდებთან დაკავშირებით, გტავაზობთ რამდენიმე რჩევას


მაშ, ასე დათოს რჩევები:


გახსენით Internet Explorer







სამისამართო ზოლში შეიყვანეთ საგამოცდო ცენტრის ვებ გვერდის მისამართი

http://catreg.naec.ge/Integrated


ვინაიდან, ზოგიერტ მსმენელს გაუკვირდა http://  თავსართი, შეგიძლიათ ეს ნაწილი გამოტოვოთ და მხოლოდ  catreg.naec.ge/Integrated  აკრიფოთ. მიაქციეტ ყურადღება, რომ ვებ გვერდის მისამართში წერტილის  შემდეგ ადგილის დატოვება არაა საჭირო., ხოლო ხაზი მარჯვნივ არის დახრილი .





შემდეგ ფანჯარაში  აირჩიეთ save და არა open ან cancel. ფაილი შეინახეთ დესკტოპზე. პიადი მო











ამის შემდეგ Desktop-იდან გახსენით დავალებათა ფაილი.  

რაიმე გაუგებრობის გამოსარიცხად, გირჩევთ შეინახოთ ეს ფაილი. ცოტა მოგვიანებით, როცა  თქვენ ჩასვამთ პრეზენტაციის სლაიდს, დამახსოვრების მცდელობისას მიიღებთ უცნაურ შეკითხვას



თქვენთვისაც და სხვისთვის სამადლოდ, ჰქენით სიკეთე და გამორთეთ (1) ღილაკი. შემდეგ შენახვებზე ეს "არამკითხე მოამბე" არ შეგაწუხებთ. 
დააჭირეთ Continue. (2)
არ დააჭიროთ  Сancel-ს!!!

2. ინფორმაციების მოსაძიებლად გამოიყენეთ Ctrl+F


3. ტექსტში სხვადასხვა სიტყვების მოსანიშნად გამოიყენეთ Ctrl


4. პირველ დავალებაში მოითხოვება რომ პასუხები აკრეფილი იყოს ტაიმსით, ბოლდით და მუქად 
ამისთვის Ctrl კლავიშით შესაძლებელია ტექსტის ნაწილების კომბინირებული მონიშვნა, შემდეგ კი ერთდროულად გაამუქებთ, შრიფტს შეცვლით და 11 ზომსაც აირჩევთ ერთი მოქმედებით

5. პატარა რჩევა ინფორმაციის საიმედოობაზე:  ხდება ხოლმე რომ ერთი და იგივე ინფორმაცია სხვადასხვა საიტზე სხვადასხვანაირადაა მოცემული. მაგალითად თამარ მეფის გარდაცვალების თარიღი სხვადასხვა საიტებზე სხვადასხვანაირა შეიძლეა იყოს.ამიტომ სანამ რაიმე კონკრეტულ პასუხს დაწერდეთ, 3 სხვადასხვა საიტზე გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია.

6. ინსტრუმენტების ლენტი თუ გაქრა, მენიუს ზოლში დააჭირეთ 2–ჯერ სწრაფად


7. პრეზენტაციის კეთებისას რომ არ იწვალოთ ვორდიდან პოვერპოინტში პროწიალით, დაამატეთ ერთი სლაიდი. ამ სლაიდში ჩასვით მესამე დავალების ასლი და იქვე იმუშავებთ


8. ექსელში ყურადღება მიაქციეთ რომ ათობითი (მათემატიკური)  მძიმე, სასვენი ნიშანი მძიმე და წერტილი სხვადასხვა სიმბოლოებია და სხადასხვანაირად გამოიყენება. ათობითი მძიმე ადვილად იკრიფება კლავიატურის ციფრობრივი ნაწილიდან. ციფრობრივი ნაწილის ჩასართავად გამოიყენეთ კლავიშა Num Lock.  როცა ციფრობრივი ნაწილი ჩართულია, ამ ღილაკის ზევით განთავსებული ნათურა ანთია. თუ ეს ნათურა ანტებულია, არ დააჭიროთ Num Lock ღილაკს.





9. რაც მონაცემებიც იყო გრაფიკების ასაგებად, გირჩევთ გამოიყენოთ ბუბლიკის ფორმა (თურმე ასე ეძახიან)  

10.  წრიულ დიაგრამაზე დაიტანეთ რიცხვითი მნიშვნელობები პროცენტული მაჩვენებლებით,
პრეზენტაციაში სურათის ჩასმა არ არის აუცილებელი ( შეფასების რუბრიკაში არ არის მითითებული)

11. დოკუმენტი შეინახეთ ხშირად. მუშაობის დამთავრების შემდეგ მითუმეტეს. გაითვალისწინეთ, რომ ფაილი გაგზავნის წინ თუ არ არის შენახული, გაიგზავნება, მხოლოდ დამახსოვრებული ნაწილი). F12 კლავიში აგრეთვე არის შენახვა

12. დარწმუნდით რომ ფაილი ნამდვილად მიაბით. (მეც ძალიან ხშარდ მავიწყდება ხოლმე, მაგრამ მე 
გამოსწორების საშუალება მაქვს თქვენგან განსხვავებით :) 

13. ფაილის მიბმა ადვილად შეგიძლიათ, თუ დესკტოპზე მოთავსებულ ფაილს გადაათრევთ ოუთლუკის ფანჯარაში 

14. წერილი უნდა გააგზავნოთ მისამართზე main@naec.ge. თუ დაგავიწყდათ ეს მისამართი, წერია კედელზე. 



15. მიაქციეთ ყურადღება, გაგზავნისას წერილი გადადის Outbox-ში, წარმატებით გაგზავნის შემდეგ კი გადაინაცვლებს Sent Mail-ში.


16. სანამ დაასრულებდეთ ტესტირებას, შეამოწმეთ, წერილი ხომ არ ჩარჩა Outbox-ში




დამატებით, გამოიყენეთ სპელჩეკერი. იგივე ფუნქცია აქვს კლავიშა F7 -ს
კლავიატურის გადამრთველი თუ დაიკარგა, გადაამოწმეთ, ზედა მარჯვენა კუთხეში ხომ არ არის?




ზოგიერტი აბნეულობის დაზუსტება

1) გამოცდა ჩატარდება 28 და 29 აპრილს 2012 :) (შაბათ კვირას) ტექნიკურ უნივერსიტეტში
2)    პლასტიკურები დაგირიგდებათ ხვალ (25–ში)
3) გამოცდა 2 საათიანია
4) ოპერაციული სისტემა არის Microsoft Windows 7
5) საოფისე პროგრამა არის Microsoft Office 2007  (დღეს უკვე ვინც იყო გასული გამოცდაზე იმათგან ვიცით)
6) წერილი უნდა გააგზავნოთ Microsoft Outlook 2007–ით ( და არა Outlook Express. მიაქციეთ ყურადღება)
7) კომპიუტერები ნოუთბუკები არ არის, ჩვეულებრივი დესკტოპებია.  (დღეს უკვე ვინც იყო გასული გამოცდაზე იმათგან ვიცით)
8) კომპიუტერები იქნება ჩართული
9) იქნება მაუსები
10) რუსული translate.ru არ იყო დაბლოკილი. მაგრამ მაინც გირჩევთ გამოიყენოთ translate.google.com.
11) ბრაუზერი იქნება Intrenet Explorer
12)



აი კიდევ სასარგებლო ბმულები 





წარმატებებს და 1000 ლარიან ხელფასს გისურვებთ.  იმედია გამოგადგებათ ჩემი რჩევები და კომენტარებს არ დაიშურებთ. კითხვებზე პასუხისგანაც არ დაგზარდებით


მეგრული შეპირება: ვეცდები დავდო ვიდეორჩევებიც, და ტექსტსაც ჩავასწორებ ( დავდე უკვე)  







ვიდეოები: (გაითვალისწინეთ, 2010 ვერსიებია




დავალება 1
დავალება 2
დავალება 3


გადაგზავნა (Outlook) 


ვიდეოები იყო და წავშალე მიზების და გაამო


როცა რაგჭირდებათ, ფოსტაზე შემეხმიანეთ....      




დღეს პირველი ტესტი მენდელეევზე ყოფილა :) ,  ხოლო მეორე ტესტი ადვილად გადაითარგმნაო

უღმესი მადლობა კოლეგებს და თანამშრომლებს. ჩვენ მართლაც ერთი გუნდი ვართ. ერთი გუნდი კი არ ფუტკრის ერთი მოფუსფუსე ოჯახი, რომელიც სითბო-სიტკბოთია გაჯერებული. ხელი მექავება სახელები რომ დავწერო, მაგრამ დაიმორცხვეს  :)

შეაფასეთ:

39 კომენტარი :

kargi postia. bevri kitxva maqvs teqnikur sakitxebze da dagitovebt komentarshi,im imedit,rom mipasuxebt.
p.s. video-tutorialebs tu gaaketebt,dzalian kargi iqneba.

ნინო, დატოვეთ კითხვები, ვეცდები გიპასუხოთ

სოფო, ;)

ბატონო დავით!უღრმესი მადლობა დროული რჩევებისთვის.და ერთი დიდი სათხოვარი მექნება თქვენთან .თუ შეიძლება პრეზენტაციის ნიმუში დადეთ.ძალიან დაგვეხმარებით და თქვენ რჩევას გავითვალისწინებთ.წინასწარ გიხდით მადლობას ტველა დაინტერესებული პედაგოგის სახელით.პატივისცემით თამარ.

დანამდვილებით იცით რომ საოფისეები 2010-ია? დარწმუნებული ვიყავი 2007 იყო, დიდი სხვაობაა? გამოცდაზევე ვერ ავუღებთ ალღოს, როცა 2007 პრობლემა არაა? წინასწარ გიხდით მადლობას

ძალიან მჭირდებოდა ეს ინფორმაცია და რჩევები! უღრმესი მადლობა!!! გისურვებთ წარმატებებს :)

2010 იქნება. დიდი სხვაობა არ არის, პრეზენტაციაში დიზაინის მეტი ფორმებია, მარცხენა მხარეზე მენიუში ერთი ლურჯი დაფაა დამატებული. File. დრო ჯერ კიდევ გაქვთ და გადახედეთ. ოუთლუკზე ცალკეა გამოტანილი Send/Resive დაფა

მე კი 1000 ლარიან წარმატებას გისურვებთ :)

მადლობთ ბატონო დავით დახმარებისთვის!

ხომ ვერ მეტყვით, გამოცდაზე დავალება როგორ უნდა მივიღო?

შეგიძლიათ მითხრათ, გამოცდაზე დავალება როგორ უნდა მივიღო?

1. თქვენ მიერ დადებულ დავალების ნიმუშებში პრეზენტაციას თან ახლას ფოტო, ასევე წრიული დიაგრამაა გამოყენებული. რამდენად დასაშვებია პრეზენტაციის ვიზუალური გაფორმებისას ჩვენი სურვილის მიხედვით ვიხელმძღვანელოთ?დიაგრამის ფორმასაც (სვეტოვანი იქნება თუ წრიული) ჩვენ ვირჩევთ?
2. პრეზენტაციაში პრეზენტატორის სახელი არ უნდა იყოს?
3. მეორე დავალების პასუხები შეიძლება რომ მოკლე იყოს? თუ სრული პასუხი უნდა გავცეთ?
4. მეორე დავალებაში რომელ ენასაც ავირჩევთ ყველა კითხვას იმ ენაზე უნდა გავცეთ პასუხი, თუ შეიძლება ერთ კითხვას ინგლისურად ვუპასუხოთ და მეორეს ქართულად?

მადლობა წინასწარ

1. ფოტო დავურთეთ მხოლოდ იმიტომ რომ ვიზულაური ეფექტი ყოფილიყო. შეფასების რუბრიკაში ფოტო არაა ნახსენები. ანუ შეფასებაზე გავლენას ვერ იქონიებს. ტუმცა შინაარსობრივად მისადაგებული ფოტოს გამოყენებას გირჩევთ
2. დიაგრამის ტიპის და სხვა ნებისმიერ არცევანში თავისფლები ხართ

3. პრეზენტატორის სახელი მაინც არ იწერება ხოლმე. პრეზენტაციის ავტორი ზოგადად იწერება ხომე, მაგრამ ამ შემთხვევაში არ უნდა მიაწეროთ. ვისი ნაშრომია გამოცდაა და საიდუმლოდ უნდა დარჩეს :)

4. ალბათ სასურველია სრული იყოს

5. ამ კითხვის პასუხს ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა თუ თვლით, რომ შეიძლება შეცდომა დაუშვათ, ალბათ ყველაზე მარტივი გამოსავალი უნდა აირჩიოთ

ბატონო დავით, დღეს ვიყავი გამოცდაზე. 10 წუთი იყო დარჩენილი, რომ გადავგზავნე, მაგრამ წერილი შეყოვნდა outbox ფაილში კარგა ხანს. 3 ჯერ გავგზავნე და 3-ივე შეფერხდა, მერე როგორც იქნა ერთი წერილი გადავიდა sent items-ში, მაგრამ არ მომსვლია დელივერი,იქ თქვეს junk-email-ში უნდა მოგივიდესო, არც აქ და არც inbox-ში არ მომსვლია არაფერი. ერთი 5 წუთი მაინც ველოდე და არ მოვიდა. ანუ არ მივა ჩემი ნაშრომი და ტყუილად ვიწვალე? :(

იქ სადაც თქვენ წერთ წერილს, Send ღილაკით წეილს ათავსებთ outbox ყუთში, საიდანაც გარკვეული დროსი შემდეგ ავტომატურად ხდება წერილის გაგზავნა და არა დაუყოვნებლივ. თუ გინდათ დაუყოვნებლივ გააგზავნოთ წერილი, უნდა დააჭიროთ Send/Resive ან მხოლოდ Send ღილაკს. ყველა ვარიანტში უკვე გაგზავნილი წერილები Sent items ყუთში აღმოჩნდება.

Sent items არის გაგზავნილი წერილები. ვინაიდან თქვენი წერილი ამ ყუთშ აღმოჩნდა, ე.ი. თქვენი წერილი წარმატებით გაგიზავნა

მაშ წარმატებები

გაიხარეთ. რაც მოვედი გამოცდიდან, ნერვები მეშლება. ნორმალურად არც მცემდნენ იქ პასუხს. ყველას ის ეკერა (დამკვირვებლიან, აიტიშნიკიან, მასწავლებლებიანად) პირზე, რომ აუცილებლად უნდა მომსვლოდა შეტყობინება მისვლის თაობაზე. ზოგს მიუვიდა კიდეც ეგ შეტყობინება (მე თვითონ ვნახე, ჩემს გვერდზე მჯდომს მიუვიდა), მაგრამ ჩემი კომპიუტერიდანაც მაგალითად რომ ვგზავნი, ამ ჯუნკ-მაილ-ში არაფერი არ მოდის ხოლმე და დიდი იმედი მაქვს იქაც ეს შემთხვევა იყო. კარგად დავწერე თან და მენანება, ამ სისულელის გამო რომ არ ჩამეთვალოს. :( გადაგზავნის ოპერაციები სწორად შევასრულე და თუ არ მივა, ე.ი. იმის ბრალია, მაგათი სერვერი რომ გადაიტვირთა. მოკლედ დიდი თავის ტკივილია რა :(
პ.ს. თქვენი პოსტი ძალიან დამეხმარა, გამიმარტივა გამოცდის ჩაბარება და მადლობა ამისათვის :)

პასუხები როდის იქნება იცით ვინმემ???

ბევრს მიუვიდა, მაგრამ არამგონია, არიქა და დიდ პრობლემა იყოს. შარშან არც მოსდიოდათ. + თუ ეს იქნება პრობლემა, მაშინ გაპროტესტების საშუალება გექნებათ....

ესეც პასუხებიო



http://www.naec.ge/images/doc/MASC_SERT/masc-2012-eng-comp-shedegebi.xls

batono dato pasuxebshi ver vpoulob saidentifikacio nomers da ra shemtxvevashi sheidzleba, rom saertod ar iyos?

ბატონო დათო, თქვენი დახმარება მჭირდება. ინგლისურის დაკომპიუტერის გამოცდის გაპროტესტება მინდა. თუ შეიძლება თქვენი ტელეფონი მომწერეთ. თქვენი რჩევა მჭირდება. გთხოვთ.

28 ქულა ავიღე. შოკში ვარ ჯერ კიდევ :D უღრმესი მადლობა თქვენ. თქვენი ბლოგის უდიდესი დამსახურებაა ჩემი შედეგი <3 ხომ არ იცით, რეიტინგულ 25%-ს როდისთვის გამოავლენენ? შარშან საერთოდ არ დაუდიათ 1000 ლარიანი მასწეავლებლების სიები

სია როდის დადგინდება, ნამდვილად არ ვიცი. მიხარია რომ დაგეხმარეთ. შარშან 170 პედაგოგს დაენიშნა 1000 ლარიანი ხელფასი. უნარჩვევების, საგნობრივი და კომპიუტრი–ინგლისურის ქულების დაჯამებით პირველ 25% დაენიშნა ეს ხელფასი. (რამდენადაც მე ვიცი). სია მაქვს მაგრამ აქ ვერ დავდებ გასაგები მიზეზების გამო :)

17–18 შეიძლება გაპროტესტება. დამერწმუნეთ აზრი ყოველთვის აქვს.... წარმატებები თქვენ. გამოხმაურება შეგიძლაით ფოსტაზე

ეტყობა ვერ გაიგზავნა დოკუმენტი. თუ მიიღეთ შეტყობინება, რომ თქვენი ნამუშევარი წარმატებით გაიგზავნა, მაში ნ უნდა გააპროტესტოთ. არის კიდევ სხვა ვარიანტები, და მათ შორის ტექნიკური ხარვეზი

მოკლედ მიმართეთ საპრეტენზიოს

ვიდეოებში იხილეთ ამ კითხვის პასუხი

ვიდეოებში იხილეთ ამ კითხვის პასუხი

ბატონო დათო, გმადლობთ რჩევებისთვის. თქვენი დახმარება ახლაც მჭირდება. იმედია, ფოსტით მიიღეთ ჩემი წერილი.

batono dato tu gaqvt imformacia rodis chatardba 2013 wlis inglisurisa da kompiuteris gamocda?

დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს

როგორც კი რამე გაირკვევა, აქვე დავწერ

გამარჯობათ! მართალია, რომ ინგლისურის ნაცვლად რუსულის ჩაბარებაც შეიძლება უკვე ამ გამოცდაზე?

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით