ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

ახალი მენუი UBUNTU-ში

ამ ვიდეოს კომენატრი არ სჭირდება. ანუ საუბარია ახალი სტილის მენიუს შექმნაზე, სადაც საჭირო არ იქნება ჩადგმული მენიუები. საკმარისია საწყისი ასოების შეყვანა და იქიდან არჩევა. მომავალში ეს ყველაფერი ხმოვან მენიუზე გადავა. მოკლედ გრაფიკული გარსიდან  ისევ კლავიატურაზე გადავდივართ. მგონი ახალ თაობას არ უნდა გაუჭირდეს.



მიზანში ფაცეა

მოკლედ დიდი ამბები იწევა ამ ინტერნეტში, უკვე საათი არ გადის ისე, რომ აღმაშფოთებელი სიახლე არ გაიგო. წინა 3 პოსტი გახსოვთ ალბათ. ახლა კი უკევ ჰაკერებმა წამოყვეს თავი. მართლაცდა ეს პრესტიჟის საქმეა. ხოდა ჰაკერების ბევრისთვის ნაცნობმა ჯგუფმა Anonymous განაცხადეს რომ 28 იანვარს ფაცეს დაბომბავენ. ყოველ შემთხვევაშჳ ასეა გაცხადებული, იმ ვიდეომიმართვაში, რომელიც ყუთუბეზე გამოჩნდა.

თქვენ კი ფიქრობდით, რომ ვიკიპედიიის გარეშე ცხოვრებზე უარესი რა შეიძლება მოხდეს? :) ხეხ....

 ”დაიწყო ომი Anonymous, მოსახლეობას და აშშ  მთავრობას შორის”, ნათქვამია ვიდეოს დასაწყისში. ” მართალია SOPA და PIPAს- განხილვა კონგრესში გადაიდო, მაგრამ ჩვენ ეს გარანტიას სულაც არ გავძლევს, რომ ინტერნეტზე ჩვენი უფლებები დაცული იქნება”.

მას შემდეგ, რაც აშშ მთავრობამ პარასკევს გათიშა ფაილების გაცვლის სიტემა Megaupload-ი, Anonimous-მა შეტევა განახორციელა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის საიტზე.    

ყუთუბზე ატვირთული ვიდეო შეიცავს მიმართვას ამერიკის მოქალაქეებისადმი, სადაც მათ სთხოვენ მონაწილეობა მიიღონ შეტევაში. ამისთვის მათ უნდა ცამოტვირთონ აპლიკაცია Low Orbit Ion Cannon (LOIC). ამ პაკეტს მწყობრიდან გამოყავს საიტები სერვერზე ათასობით პაკეტის ერთდროულად გაგზავნის გზით.

ვიდეო შეიცავს აპლიკაციის ცამოტვირთვის, ინსტალაციის და პროგრამის მუშაობის დეტალურ ინსტრუქციას. აგრეთვე შეტევის დროს - დღის 12 საატი. მაგრამ მითითებული არაა საათობრივი სარტყელი.

”გინდათ იყოთ უდიდესი ინტერნეტ-პროტესტის და პირველი კიბერ ომის მონაწილე?” გეკითხებიან ვიდეოში. მმმმმმმმმმმმ დავფიქრდი,...........  პირველიო

Facebook, რა თქმა უნდა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საიტია, რომელიც  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში გაბნეული ათასობით სერვერის დახმარებით ფუნქციონირებს. ვიდეოში ნათქვამია რომ ასეთ საიტზე შეტევა საკმაოდ რთული იქნება. მაგრამ ფაცეს რომ 60 000 სერვერიც რომ ჰქონდეს, თუ მოქალაქეები დაგვეხმარებიან, ჩვენ შევძლებთ ამოცანის გადაწყვეტას.

ჩოდო ფაცე

P)




შეტევა ინტერნეტზე

როცა წინა სტატიებს ვამზადებდი, ვფიქრობდი, რომ ეს არც თუ მნიშვნელოვანი კანონპროექტი იქნებოდა. უბრალოდ ვიკიპედიის და გუგლის სერიოზულობამ გადამწონა, მაგრამ დღეს განვითარებულმა მოვლენებმა მოლოდინს გადააჭარბა: პანტაპუნტით ითიშებოდა ამერიკული ჰოსტის გიგანტები და დაპატიმრებების სერია. ყოველივე ამან განაპირობა ჩემთვის უჩვეულო ყურადღება და შესაბამისად ერთ კვირაში უკვე მესამე პოსტს ვაქვეყნებ ამ თემის ირგვლივ. ღმერთმა მეტი არ დაგვაჭირვოს :)

მაშ ასე, წინა ოთხშაბათის პროტესტების შედეგად ეს კანონპროექტი კონგრესმა არც კი განიხილა, ამავე კანონპროექტის წინააღმდეგ მისი ყველაზე აშკარა მხრადაამჭერი სენატორებიც კი გამოვიდნენ. იდეაში აქ წერტილი უნდა დაგვესვა, მაგრამ აი რა მოხდა. ფედერალები ისე რომ არც კი დაელოდნენ კანონის მიღებას  დახურეს megaupload.com.   მის მფლობელი კი დააპატიმრეს. აი მის სახლუკა



James Bond hideaway: Kim Dotcom's sprawling mansion in Coatesville, north west of Auckland, can be seen in this image. Police today revealed the extraordinary details behind the arrest of the multi-millionaire

Damage: A broken intercom system can be seen in this image after the police raid at Dotcom Mansion

ამას კი დემოკრატიის კვერთხი მოხვდა.








ესეც ჩვენი გმირები





In the dock: Megaupload executive Bram van der Kolk, left, Finn Batato, second from left, Mathias Ortmann and founder, former CEO and current chief innovation officer Kim Dotcom, right, appear in North Shore District Court in Auckland, New Zealand
In the dock: Megaupload executive Bram van der Kolk, left, Finn Batato, second from left, Mathias Ortmann and founder, former CEO and current chief innovation officer Kim Dotcom, right, appear in North Shore District Court in Auckland, New Zealand


ამ წუთას კი, როცა მე ამ პოსტს ვაცხობ, ეს სურათია გამოფენილი აღნიშნულ ვებ გვერდზე:


http://filesonic.com ვერაფერს გადმოიწერთ, ვერაფერსაც იპოვით. მათ შორის მეპატრონესაც. ალბათ 5 ან 15 წლით, ან რავიცი, უკვე მოსამართლის ცოლზეა დამოკიდებული მათი ბედი....

Rapidshare.com ესენი კი არაიან მაგრა. მაგრამ ეს ქვეყანა ხანგრძლივად ვის გაახარებსო. ჩემთვის მაინც დახურული იყო.

FileServe - გამორთულია ფაილების გაცვლა, FileJungle - ფაილები წაიშალა, დაიბლოკა ამერიკიდან, UploadStation - დაიბლოკა ამერიკიდან, VideoBB - დახურულია, Uploaded - დაიბლოკა ამერიკიდან, მეპატრონეებზე FBI-მ ძებნა გამოაცხადა, FilePost - წაიშლება ყველაფერი, რჩება მხოლოდ .pdf და .txt ფაილები. Videoz - დახურულია ამერიკასა და მის პარტნიორ ქვეყნებში, 4shared - ფაილები იშლება, ელიან FBI-ს შემოწმებას. MediaFire - წაშლილია ბევრი ფაილი, ელიან FBI-ს.

აი წყარონაკადულები
1. http://torrentfreak.com/cyberlocker-ecosys...-action-120123/
2. http://www.dailymail.co.uk/news/article-2089954/Megaupload-founder-Kim-Dotcom-sprang-electronic-locks-Bond-villain-lair-police-swooped.html

რუსები და ქართველები ჯერჯერობით კი არიან მიყუჩებულები. ჩინეთზე საუბარიც არაა. მანდ ტვიტერ ფაცე მიბლოკილი ყავთ.

მოკლედ მალე ჰაერიც ფასიანი გახდება

ახლა ეს სტატია რომ წაიკითხეთ გადამიახადეთ, ბითე



პოლიციის შეჭირის ვიდეოკადრები


SOPA-ს პროტესტს GOOGLE-იც შეუერთდა

51_sopa-google-doodle.jpg
მიუხედავად იმისა, რომ გუგლს ვიკიპედიის მსგავსად გუშინ არ გაუთიშავს ყველა სერვისი მთლიანად, ის მაინც შეუერთდა SOPA-ს წინააღმდეგ დაწყებულ პროტესტს. გუგლმა თავის ლოგოს შავი ოთხკუთხედი წააფარა. ქვევით კი იყო წარწერა: Tell Congress: Please don't censor the web!

გუგლის ტანამშრომელმა თავის ბლოგზე განაცხადა, რომ SOPA და PIPA იქნება ინტერნეტის ცენზურა, რომელიც ინტერნეტ ინოვაციებს მოაშთობს, ხელს შეუშლის ინყტერნეტ ბიზნესის განვითარებას და ამასთან ხელს არ შეუწყობენ მეკობრულ პროდუქციასთან ბრძოლას
 
შეგახსენებთ რომ Stop Online Piracy Act (SOPA ანუ H.R. 3261) — არის კანონპროექტი, რომელიც აშშ წარმომადგენელთა პალატას 2011 წლის 26 ოქტომბერს წარუდგინა ლამარ სმიტმა და 12-მა თანაავტორმა. ამ კანონპროექტის თანახმად ინტერნეტ ქსელის ნებისმიერი მონაწილე  —  იქნება ის პროვაიდერი თუ საძიებო სისტემა ან რეკლამის შემკვეთი, სამართალმემკვიდრის ნებისმიერი მომართვის შემთხვევაში მეკობრეობაში ეჭვმიტანილ რესურსს უნდა შეუწყვიტოს მომსახურება და გაწყვიტოს მასთან ყოველგვარი ურთიერთობა. 

W8-ს უახლესი, შეუფერხებელი ReFS ფაილური სისტემა ექნება


удя 

ალბათ Windows 8-ში(რომლის ფინალური რელიზიც ამა წლის ბოლოსაა დაგეგმილი)  კორპორაცია Microsoft  ახალ ფაილურ სისტემას  ReFS (Resilient File System, ითარგმნება როგორც ”სტაბილური ფაილური სისტემა") შემოგვთავაზებს. როგორც MSDN Building Windows 8 ოფიციალურ ბლოგზეა ნათქვამი, რედმონდელი კომპანიის ეს შემოთავაზება მოიცავს არსებული NTFS ფაილური სისტემის ელემენტებს უკუთავსებადობის შესანარჩუნებლად და ამას გარდა გვთავაზობს ინფორმაციის შენახვის ახალი თაობის ტექნოლოგიების უპირატესობებს.

Windows 8
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ახალ ფაილურ სისტემაში რეალიზებულია დიდი მოცულობის მონაცემებთან, ფაილებთან და დირექტორიებთან (საქაღალდეებთან) 

დომენების აჯანყება


2012 წლის 12 იანვრიდან ორგანიზაცია ICANN დაიწყო განცხადებებების მიღება ნებისმიერი კომბინაციის ახალი დომენური ზონების შექმნაზე. შესაძლებელია ქსელში გამოჩნდეს უამრავი ახალი დომენი – ბრენდი კომპანიების სახელიდან დაწყებული ქალქების დასახელებით ან ჭ-ღ-რ-მ-ღ-რ დასახელებებით. ამ ცვლილებას ICANN-ში ”რევოლუციად” და ”დომენების ისტორიაში მნიშვნელოვან სიახლედ” აღიქვამენ.


ინტერნეტში სახელებისა და ნომერების მიმნიჭებელმა კორპორაციამ 12 იანვრიდან ყველა მსურველისგან ახალი დომენური ზონების განცხადებების მიღება დაიწყო

ICANN-ის ამ სტრატეგიის ფარგლებში კომპანიებს და ორგანიზაციებს საშუალება აქვთ მოითხოვონ ნებისმიერი დომენური ზონის შექმნა, მაგალითად .Apple, .Paris, .IMF და სხვა.

ახალი დომენური ზონების შესაქმნელად განცხადებების მიმღებმა სისტემამ მუშაობა გრინვიჩით 2012 წლის 12 იანვრის დილის 12 სააათზე დაიწყო მუშაობა. ყველა მსურველს პასუხი უნდა გაეცა 50 კითხვაზე, მათ შორის ახალი დომენის დანიშნულება, ორანიზაციის ფინანსური მზადყოფნა და ა.შ.

განცხადებების მიღება გრძელდება ამა წლის 12 აპრილამდე. ხოლო მაისში ICANN წარმომადგენლები ყველა დაინტერესებული პირისთვის თავისუფლად ხელმისაწვდომ ადგილას ღიად განათავსებენ იმ დომენების ჩამონათვალს, რომლებზეც განაცხადი იყო გაკეთებული. ამ პერიოდში ყველა მსურველს აგრეთვე საშუალება ექნება განაცხადოს სავაჭრო მარკის უფლების დარღვევის ან სხვა სახის დარღვევების შესახებ. ერთი ახალი დომენური ზონის შექმნაზე განაცხადის შეტანის ღირებულება $185 ათასია, აქედან $5 ათასი განცხადების შევსების დაწყებამდე უნდა შეიტანო. ამის შემდეგ ახალი დომენური ზონის ადმინისტრატორი-კომპანია ვალდებულია ყოველწლურად $25 ათასი გადაიხადოს დომენური სახელის მომსახურეობისათვის.

ICANN ყველა მიღებულ განაცხადს განიხილავს და მათი დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას გამოიტანს. იმ ორგანიზაციამ, რომელმაც განაცხადი შეიტანა ახალი დომენის შესაქმენლად, წარმოდგენილი უნდა იყოს დომენური ზონის შენარჩუნების ფინანსური გეგმა და გაბანკროტების დაუშვებლობის შესახებ გარანტია. არის აგრეთვე რიგი სხვა საკითხები. ერთიდაიგივე დომენური ზონის მოთხოვნით რამდენიმე განცხადების მიღების შემთხევაში ICANN მხარეებს შესთავაზებს წარმოადგინონ ერთობლივი შეთანხმება ან მათ შორის გამართავს აუქციონს. განაცხადების განხილვა 9 თვეზე ნაკლებ ხანს არ უნდა მიმდინარეობდეს. ამრიგად პირველი ახალი დომენური ზონის ქსელში გამოჩენას მომავალი წლის თებერვლამდე არ უნდა ველოდოთ. რაიმე პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში განაცხადის განხილვა 20 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს- აღნიშნულია სახელებისა და დომენების მიმნიჭებელი კორპორაციის (ICANN) შეტყობინებაში.

ნებისმიერი დომენის რეგისტრაციის იდეა საზოგადოების მიერ არაერთგაროვნად იქნა აღქმული. საერტაშორისო სავალუტო ფონდმა, 25-ზე მეტმა უმსხვილესმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ICANN გაუგზავნეს ერთობლივი განცხადება, სადაც ლაპარაკია ახალი დომენების დახმარებით მომხამრებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობაზე.

ამას გარდა ICANN ამ გეგმის წინააღმდეგ აგრეთვე გამოვიდნენ ამერიკის არაკომერციული ჯგუფები, მათ შორის US Association of National Advertisers და Young Men's Christian Association. მათ კონგრესზე გამოთქვეს თავიანთი შეშფოთება, ვინაიკდა ბოროტი განზრახვის მქონე ადამიანებს საშუალება ექნებათ ეს დომენები თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ.

მაგრამ ICANN ხელმძღვანელები თვლიან რომ დიდი ოდენობით ახალი დომენების შექმნა აუცილებელია, თუნდაც ინტერნეტ აუდიტორიის მზარდი ტემპებით ზრდის გათვალისწინებით. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით ინეტერნეტ მოსახლეობამ 2 მლრდს გადააჭარბა. ICANN მმართველის როდ ბეკსტრომის განცხადებით დომენური ზონების გადანაწილების ახალი წესები იქნება ყველაზე დიდი სიახლე დომენური სახელების სისტემის მთელი არსებობის მანძილზე. ამ დომენებზე რეგისტრირებული საიტების საერთო რაოდენობა კი ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ამ დროისთვის ყველაზე პოპულარულ დოთ კომს. .

ჩემს კომენტარს კი ასე დავამატებდი, $190 ათასად ნეტა რა უნდა იმაიმუნო?

ვიკიპედიას შავი დღე



თუ თქვენ ხვალ ვიკიპედიის ინგლისურენოვანი ვერსია დაგჭირდებათ, ჯობია დღეს დააზუსტოთ საჭირო დეტალები. თორემ თბილისის დროით დილის 9 საათიდან ზუსტად ერთი დღით ვიკიპედიის ინგლისურენოვანი ვერსია ამერიკის კონგრესზე განსახილველად შემოტანილი ანტიპირატული კანონის SOPA (Stop Online Piracy Act) პროტესტის ნიშნად დაიხურება.   

Wikimedia Foundation-სი განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს კანონი ხელს შეუშლის თავისუფალ და ღია ინტერნეტს და  კითვის ჯიშნის ქვეშ აყენებს, თვით ვიკიპედიის არსებობას. ორგანიზაციაში ეს კანონი საკმაოდ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. საიტის 24 საატით გათიშვით ვიკიპედიის ავტორებს სურთ ამერიკელ კანონმდებლებს და  SOPA-ს ლობისტებს დაანახონ თუ რას დაკარგავენ ამ კანონის მიღებით. აღსანიშნავია რომ გადაწყვეტილება კოლეგიალურად, რედაქტორთა კენჭისყრის საფუძველზე გადაწყდა.
ხვალ ამერიკის კონგრესში გაიმართება კანონის განხილვა. ამიტომ 18 იანვარი შემტხვევით არ ყოფილა შერჩეული. ვიკიპედია ერტადერთი საიტი არააა, რომელიც აღნიშნული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან ისეთი გრანდები, როგორიცაა  Google, Facebook, Twitter, eBay დაYahoo. საბოლოო ჯამში კი ბარაკ ობამაც იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ ამ კანონის წინააღმდეგია.
18 იანვარს მართალია 18 საათით, მაგრამ თავის საიტს Reddit-იც დაბლოკავს. ამას გარდა, ამ საიტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ალექსის ოჰანიანი (Alexis Ohanian),  სენატში, სადაც შეაძლებელია მიიღონ კანონი PIPA (Protect IP Act), დებატებზე გამოვა. ექსპერტთა აზრით, ამ კანონს მეტი შანსი აქვს არ იქნეს მიღებული, ვიდრე  SOPA-ს.

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით