ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

კონფიდენციალობის პოლიტიკა გუგლში

ჩემს ტრენინგებზე, როცა ინტერნეტში ინფორმაციის ძებნას ვხსნი, პირველ საძიებო სიტყვად "ლარი პეიჯს" ვიყენებ. ვთხოვ, მოძებნონ დაბადების წელი, ადგილი, თანამდებობა, სურათი.  ცოტან ხანში "განწყობის შექმნის" ვარიანტში ვეუბნები რომ ამ გაბურძგნულ არასიმპაწიურ მამაკაცს მხოლოდ 16 მილიარდ აქვს. და უცებ ყველა სხვის ჯიბეში ფულის თვლას იწყებს. სხვადასხვა კითხვებს შორის "საიდან?" გამოერევა ხოლმე. აქამდე ამ კითხვას "ბანზე აგდებით" ვიცილებდი, მაგრამ პირველი მარტიდან ეს კითხვა ცალკე პოსტს იმსახურებს. 

ანუ, ეს მილიარდები თქვენს მიერ გუგლში დატოვებული ნაკვალევის დეტალური ანალიზის შედეგია. "ვახ, ეს როგორ?" კითხვა ჩვეულებრივი მოძრაობით ისევ ბანზე ავაგდოთ და დღეს გუგლის კონფიდენციალობის ახალი პოლიტიკის შესახებ ვილაპარაკოთ, რომელიც ძალაში სწორედ 2012 წლის პირველი მარტიდან შედის. 




დიახ, თქვენ როცა მონიშნეთ  "ვღებულობ სერვისის პირობებს და ვეთანხმები კონფიდენციალობის პოლიტიკას", ღილაკი, იმავე წუთიდან გუგლს მიეცით უფლება ყოველგვარი კანომდებობის დაცვით განახორციელოს თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვება. ჩვენ აქამდე მიჩვეული ვიყავით გარკვეულ დოკუმენტებზე ყოველგავრი დაკვირვებების გარეშე ხელმოწერას. ვთქვათ, როცა ხელფასს ღებულობთ, მოლარე გთხოვთ გააკეთოთ ხელმოწერა. უმეტეს სიტუაციაში ეს ხელმოწერა მექანიკურია. და არც კი უყურებთ ეს მართლა ხელფასის უწყისია, თუ საარჩევნო ბიულეტენი.    

მოდით წავიკითხოთ ეს დოკუმენტი ალაგ–ალაგ :)
        

1. ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა მომსახურებას და როგორ იყენებთ. ეს ხდება მაშინ, როცა თქვენ იმყოფებით AdWords ან AdMob რეკლამირებულ რომელიმე ვებ გვერდზე, ან ათვალიერებთ და ურთიერთობთ ჩვენს განცხადებებთან ან კონტენტთან.

\\* თითქოს არც არაფერი საშინელება, მაგრამ გუგლი გითვალთვალებთ, თუ რომელ საიტებზე ატარებთ დროს

2. ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს მოწყობილობებზე, მოდელი, ოპერაციული სისტემის ვერსია, მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორი, ასევე მობილური ქსელის მონაცემები და ტელეფონის ნომერი. ამას გარდა მოწყობილობის იდენტიფიკატორი და ტელეფონის ნომერი შესაძლებელია მიებას თქვენს ანგარიშს გუგლში.  

\\* ტელეფონის ნომერი საკმაოდ გაყიდვადი საქონელია. მით უმეტს თუ დიდ ბაზაზეა საუბარი.  

3. როცა თქვენ იყენებთ ჩვენს სერვისებს ან google დახმარებით ათვალიერებთ გვერდებს, თქვენი ზოგიერთი მოქმედება შესაძლებელია შენახულიქნეს სერვერების ჟურნალში. ამ დროს რეგისტრირდება შემდეგ ინფორმაცია: მომსახურების გამოყენების შესახებ დეტალური მონაცემები საძიებო შეკითხვის, სატელეფონო გამოძახებების შესახებ მონაცემების, მათ შორის შემომავალი, გამავალი და გადამისამართებული ზარების ტელეფონის ნომრების, თარიღის, დროის, ტიპის, და ხანგრძლივობის, აგრეთვე SMS მარშრუტის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით.  

IP მისამართი; 
აპარატული მოქმედებების, მათ შორის სისტემაში შეფერხებების და მოქმედებების, ამას გარდა ბრაუზერის ტიპის, ენის და კონფიგურაციის, შეკითხვის თარიღის და დროის,  გადასული დოკუმენტის URL–ის შესახებ;
cookie ფაილები, რომლებიც გამოიყენება თქვენი ბროუზერის ან Google ანგარიშის უნიკალურ იდენტიფიკატორად.


\\* ჯობია უკომენტაროდ დავტოვოთ. SMS-ის მარშრუტი, გამოძახებები, იმ ხალხის ნომრები, ვისაც თქვენ ესაუბრეთ, ეს ყველაფერი როგორ ემსახურება სერვისის გაუმჯობესებას? IP მისამართი კი დიიიიიიიდი განსჯის საგანია.

4. Google  სერვისებში, სადაც გამოიყენება გეოგრაფიული ფუნქციები, ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ მონაცემებს თქვენი ფაქტიური ადგილმდებარეობის შესახებ. მობილური მოწყობილობის მიერ გაგაზავნილი GPS მონაცემების ჩათვლით. ასევე ჩვენ ვიყენებთ კოორდინატების განსაზღვრის სხვადასხვა ტექნოლოგიებს. მაგალითად, შეკითხვას ვუგზავნით მოწყობილობის შესაბამის კომპონენტებს უახლოესი Wi-Fi ჩართვის წერტილებისა და ფიჭური კავშირის ანძების არსებობის დასადგენად.

\\* უფროსი ძმა მაშინაც გაკვირდებათ, როცა თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი GPS გამორთულია.

5. ჩვენ ვაგროვებთ და ვინახავთ მონაცემებს (მათ შორის პერსონალურსაც) თქვენს მოწყობილობებზე ისეთი საშუალებების დახმარებით, როგორიცაა პაკეტების მიერ გამოყენებული ბროუზერის ვებ საცავი (HTML5 ჩათვლით) და ქეშ მონაცემები.

\\* ვაგროვებთ და ვინახავთ, ჰეჰ, აი გამოყენებაზე კი ბუნდოვნადაა საუბარი. როგორ მოგწონთ, თქვენი თანხმობის გარეშე თქვენსავე მოწყობილობაში შენახული მონაცემები?

ალბათ ბევრად უკეთესი იქნებოდა, ბოლოსკენ მეთქვა, რომ ეს მხოლოდ საპირვემარტო ხუმრობაა. არა ეს ასე არაა ჩვენთვის  

დაკომენტარება კი არ დაგავიწყდეთ, რეალური სახელები მიუთითეთ, მაინც ვიცი ვინ ხართ  :)


ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ  პოსტი, რეგისტრაციისას თუ რატომ უნდა მიუთითოთ თქვენი მონაცემები




საინტერესო ფაქტები ინტერნეტის შესახებ


რამოდენიმე საინტერესო ფაქტი ინტერნეტის ცხოვრებიდან

1. ინტერნეტის ანუ უბრალოდ ქსელის შექმნა მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო.
პირველი მესიჯი რომელიც გაიგზავნა იყო LOG. სინამდვილეში უნდოდათ გაეგზავნათ LOGIN მაგრამ ქსელმა გადატვირთვას ვერ გაუძლო და გაითიშა.

2. პირველი გვერდი ინტერნეტში იყო: http://info.cern.ch/hypertext/WWW/TheProject.html გვერდი შეიცავდა ინფორმაციას მსოფლიო ქსელის შესახებ და თუ რა ადვილად შეიძლებოდა ყველას შეექმნა html გვერდები. 

სამწუხაროდ ეს გვერდი არ იქნა დიდი ხნის განმავლობაში შენახული, თუმცა რეკონსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

3.პირველი „სმაილიკი" შეიქმნა 1979 წელს კევინ მაკინზის (Kevin Mackenzie) მიერ და იყო მხოლოდ და არ ქონდა სახის ფორმა. 3 წლის შემდეგ იგი შეიცვალა და მიიღო სტანდარტული :) სახე. იდეის ავტორი იყო სკოტ ფალმანი (Scott Fahlman)

4. პირველი ვებ კამერა შეიქმნა კემბრიჯის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იგი უყურებდა ცარიელ ყავის მადუღარას. აი კადრებიც:  


5.მიუხედავად იმისა რომ mp3 მუსიკის სტანდარტი მიღებული იქნა 1991 წელს, ის გააქტიურდა მხოლოდ 1998 წელს ყველასთვის ცნობილი პროგრამის ნეპსტერის(napster) გამოსვლის შემდეგ

6. ინტერნეტის არსებობის განმავლობაში მთლიანი ტრაფიკის ნახევარზე მეტს იკავებდა და იკავებს ფაილების გაზიარების სერვისები.

7. გუგლის განცხადებით ინტერნეტში დღეს დღეობით არის 5 მილიონი ტერაბაიტის მოცულობის ინფორმაცია რომლის მხოლოდ 0,04% აქ დაინდექსებული მას.

8. თქვენ შეგიძლიათ მთლიანი ინტერნეტის ფაილები მოათავსოთ 200 მილიონblue ray დისკზე.

9. ინტერნეტის ძიების ერთი მესამედი შეიცავს პორნოგრაფიულ მასალას. ხოლო ინტერნეტში მთლიანი სურათების რაოდენობის 80% არის შიშველი ქალების.

10.დაუზუსტებელი ინფორმაციის მიხედვით ამაზონი ონლაინ გაყიდვების ლიდერი გახდა იმიტომ რომ გუგლის გამოჩენამდე იაჰუ იყენებდა ინდექსაციას ანბანის მიხედვით.

11. პირველი სარეკლამო ბანერი გამოჩნდა 1994 წელს. ბანერი ეკუთვნოდა კომპანია ატ&ტ-ს და იდო HotWired  საიტზე.

12. ყოველდღიურად გაგზავნილი 247 მილიარდი მეილიდან 81% არის სპამი.

13.პირველი სპამ მეილი გაიგზავნა 1978 წელს როდესაც ერთ-ერთი კომპიუტერული ფირმის მარკეტოლოგმა გადაწყვიტა გაევრცელებინა კომპანიის მიერ გამოშვებული ოპერატიული სისტემა. სპამი შედგებოდა 600 მეილისგან.

14. იუთიუბზე ერთი წუთის განმავლობაში იტვირთება 20 საათის რაოდენობის ვიდეო მთელი მსოფლიოდან. პირველი ვიდეო ამავე საიტზე აიტვირთა 2005 წლის 23 აპრილს (Jawed Karim  საიტის ერთ-ერთი დამაარსებელი) ეს არის ზოოპარკში გადარებული ვიდეო

15.  ისტორიის მანძილზე რადიოს დაჭირდა 50 წელი რათა ყოლოდა 50 მილიონი მომხმარებელი, ტელევიზროს 13, ინტერნეტს 5.

16.  ქვეყანა სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი ინტერნეტის მომხმარებელია არის შვედეთი, მისი მოსახლეობის 75% სარგებლობს ქსელით.

17.  ბლოგერების უმრავლესობა(51%) მდედრობითი სქესის არის, ხოლო მამაკაცები 49%.
ასაკის მიხედვით: 7.1% არის 51 წელს გადაცილებული.
                        20.2% არის 2 წელზე ნაკლების
                        53.3% არის 21-35 წლის
                        19.4% არის 36-50 წლის

ბლოგინგი ყველაზე მეტად განვითარებულია ამერიკაში 29.22%
              შემდეგ მოყვება ბრიტანეთი 6.75%, იაპონია 4.88%, ბრაზილია 4.19%, კანადა 3.93%

18. ყოველ წამში 28,258 ინტერნეტის მომხმარებელი უყურებს პორნოგრაფიას.

19. ტვიტერის მომხმარებელბი დდღეში 2.5 მილიონ ტვიტს აგზავნიან (5000 ტვიტი დღეში 2007 წელს)

20. მსოფლიოში ჯერ კიდევ არის 18 ქვეყანა სადაც არ აქვთ ინტერნეტი არანაირი ფორმით.

21. საშუალოდ ამერიკელი თინეიჯერი ინტერნეტში ატარებს კვირაში 31 საათს, სწავლაში მხოლოდ 4 საათს.

22. ამერიკის მოსახლეობის ერთი მესამედი არის დარეგისტრირებული იუთიუბზე.

23. ფეისბუქს ყავს 800.000 დეველოპერი

24. ინტერნეტის მომხმარებელთა სრული ციფრი მსოფლიოში: 1,733,993,741

25. პირველი საიტი იყო symbolics.com ხოლო დომენის რეგისტრაცია უფასო იყო 1995 წლამდე.

26. გუგლს აქვს 450.000 სერვერი

27. ბლოგერზე წუთში 270.000 სიტყვა იწერება (ამის ჩათვლით :) )

28. არსებული საიტების 12% არის პორნოგრაფიული (24,644,172)
წამში იხარჯება 3,075,64 დოლარი ინტერნეტში პორნოგრაფიისთვის. ყოველი მესამე პორნოგრაფიის მომხმარებელი არის ქალი. ინტერნეტ პორნოგრაფია ამერიკაში 2.84 მილიარდიანი ბიზნესია წელიწადში, ხოლო მთლიანად მსოფლიოში 4.9 მილიარდი. დღეში ხდება 116.000 ძიება ბავშვების პორნოგრაფიაზე. საშუალო ასაკი როცა ბავშვი პირველად ნახულობს პორნოს არის 11 წელი. 

29.  ყოველ დღიურად 200 მილიონი ქაფჩა კოდის შეყვანა ხდება მომხმარებლების მიერ.

30.  ინტერნეტი არის ერთი გამოუსადეგარი საქაღალდე ჩაკ ნორისის კომპიუტერში რომელსაც მისი წაშლა უბრალოდ ეზარება.

ასევე სხვა სინტერესო ფაქტები ბლოგინგთან დაკავშირებით იხილეთ აქ : 

http://makemoneyonlineng.com/63-internet-lifestyle-facts-blogger-follow/



ნაკადული:  http://pcdesert.blogspot.com/2011/10/blog-post_05.html
გირცევთ გადახვიდეთ, მართლაც საინტერესო საიტია




ინტერნეტ კაბელები წყალქვეშ




ამ საიტზე შეგიძლიათ იხილოთ რუკა, თუ რომელი კაბელი სად ჩადის და სად ამოდის

http://www.submarinecablemap.com/

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით