-->

„ისტ სასწავლო პროცესში“ ტრენინგების პროგრამა





ისტ გამოყენება  სასწავლო პროცესში

კურსის მიზანი
ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგირებას ესგ მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად

სამიზნე ჯგუფი
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები რომლებმაც წარმატებით გაიარეს ისტ საბაზო კურსი პედაგოგებისთვის .

კურსის ხანგრძლივობა
კურსის სრული ხანგრძლივობაა 13 სამსაათიანი ტრენინგი. სულ 39 საათი

მეთოდები
აქტიური ლექცია, DP-P-IP  -- დემონსტრირება-მართული პრაქტიკა, დამოუკიდებელი ვარჯიში, სიმულაცია, პრეზენტაცია, დისკუსია, ბრეინშტორმინგი, საშინაო დავალება და სხვ. ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილები, ჯგუფური მუშაობა.

პროგრამული უზრუნველყოფა
MS Windows 7-8, MS-Office 2010 (2013,), OpenOffice, Google Chrome, VUE, gmail.com, lemill.net. youtube.com, blogger.com, ელექტრონული სიმულაციები. easyquzzy.com. childtopia.com, buki.ge, schoool.ge. drive.google.com 


კურსის შედეგები
კურსის წარმატებით გავლის შედეგად მონაწილე:
გააცნობიერებს ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდირებულ სასწავლო გარემოში;
მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;
მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;
შეძლებს მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით;

შეძლებს ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.


რენინგ-კურსის პროდუქტი
მასწავლებელი შექმნის პერსონალურ ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს:
გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (პრეზენტაცია, ცხრილი,
რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი);
სასწავლო პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (პრეზენტაცია, ცხრილი,
რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი).

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატი.

სერტიფიცირების პირობები: 
  • მინიმუმ 10 ტრენინგ დღეზე დასწრება
  • მოდულის შესაბამისი დავალებების წარმოდგენა ელექტრონულ ფორმატში. 
  • პრეზენტაციის შექმნა და განთავსება ბლოგზე
  • მასწავლებლის პორტფოლიოს შექმნა და გაკვეთილის გეგმის განთავსება , 
  • ბლოგის შექმნა და პროექტის გამოქვეყნება 


ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში

მოდული I. კურსის შესავალი 3 სთ
1. კურსის წარდგენა: მიზანი, შედეგები, განრიგი, შეფასება
2. ისტ-ის (ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) როლი და მიზნები სასწავლო პროცესში
3. სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები
4. მასწავლებლის კომპეტენციების სტანდარტი ისტ-ში
5. სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები და ისტ-ის გამოყენება

მოდული II. გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით 24 სთ
1. გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები
2. სწავლების სამფაზიანი მოდელი
3. სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიები
4. ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა
5. სასწავლო მასალის/რესურსების მომზადება ისტ-ის საშუალებით
6. სასწავლო პრეზენტაციების მომზადება
7. სიმულაციების, აუდიო-ვიდეოსაშუალებების ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში
8. სწავლის შეფასება ისტ-ის გამოყენებით

მოდული III. სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით 6 სთ
1. სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები
2. ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები
3. ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროექტის და გეგმვასა და განხორციელების პროცესში
4. სასწავლო პროექტის შეფასება

მოდული IV. თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით 6 სთ
1. მასწავლებლის პორტფოლიო და ელექტრონული პორტფოლიო
2. მასწავლებლის პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით.

1 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით