-->

რეგისტრაცია ინტელის ტრენინგზე ფოთში


ამ პოსტით მინდა გაცნობოთ ინეტლის ტრენინგების რეგისტრაციის შესახებ.  ტრენინგი დაიწყება  

ფოთის N 3  საჯარო სკოლის ჯეოსელის კლასში 2015 წლის 27 აპრილს 14:00 საათზე.  

ხობის N 2  საჯარო სკოლის ჯეოსელის კლასში 2015 წლის 29 აპრილს 14:00 საათზე.  

ტრენინგებზე რეგისტრაციის ამ ეტაპზე მოწვეულნი არიან ფოთის და ხობის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებს.

ფოთში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხობის სკოლის პედაგოგებსაც, რომელთათვისაც ფოთში სიარული უფრო მოსახეხებელია, ვიდრე ხობში.    (ამ ეტაპზე შეჩერებულია  სენაკი, წალენჯიხა, აბაშა,  ზუგდიდი  და მესტია, დასრულებულია ტრენინგები ჩხოროწყუში)



"ინტელის ძირითადი კურსი 

 პროექტებით სწავლება". 

მონაწილეთა შერჩევის აუცილებელი კრიტერიუმები:

1. პედაგოგს გავლილი აქვს:
  • მპგეც მიერ ორგანიზებული ტრენინგები  "კომპიუტერის საბაზო კურსი" 
               და
  • "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში".

 2. პედაგოგს შეუძლია:
  • ტექსტების მომზადება
  • პრეზენტაციის მომზადება
  • ელექტრონულ ფოსტაში მუშაობა; (მხოლოდ gmail.com)
  • ბლოგზე მასალების გამოქვეყნება;(მხოლოდ blogger.com)
  • საქაღალდეებში მუშაობა;
  • ფაილის სხვა სახელით ან სხვა ადგილას შენახვა Save As
  • ასლის კოპირება და ჩასმა (Copy/Paste)
3. პედაგოგი არ არის:
  • ბუკის მსმენელი (დაწყებითი საგნის ძირითადი პედაგოგი)
  • ადმინისტრაციის წარმომადგენელი (არ ეხება ინფომეჯერს)
  • ტექპერსონალი
  • ამავე ტრენინგის ყოფილი მსმენელი  :) 
 4. საჭირო პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა
  • მსმენელს უნდა ჰქონდეს კომპიუტერთან წვდომის საშულება
  • შესაბამის პროგრამული უზრუნველყოფა
  • ინტერნეტი

შეგიძლიათ ნახოთ დამხმარე ვიდეოგაკვეთილები და უმორჩილესად გთხოვთ ტრენინგზე გამოცხადებამდე გაიმეოროთ წინა ტრენინგზე გავლილი მასალები:   
(გთხოვთ აუცილებლად გადაიმეოროთ მითითებული მასალა. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია სწორედ ამ პრობლემის გამო ვერ მოხვდეთ ამ მეტად მნიშვნელოვან ტრენინგზე. ტრენინგის დაწყებამდე  მოსინჯეთ, შეგიძლიათ თუ არა საქაღალდის ან მარტივი ტექსტის, პრეზენტაცის შექმნა, ელ-ფოსტაში მუშაობა, წერილის გაგზავნა და მიღება, ბლოგზე პოსტის დადება, სურათების ატვირთვა, ბმულის ჩასმა)  ​​​​​
​ 

ტრენინგის გრაფიკი:
კურსის ხანგრძლივობაა: 36 საათი 9  დღე (დღეში 4 საათი)  

ტრენინგის დაწყების თარიღს გაცნობებთ ელ-ფოსტაზე რეგისტრაცის დასრულების შემდეგ
კვირის განმავლობაში ჩატარდება 2 ტრენინგი

ტრენინგი დაიწყება 14:00 ზე და დასრულდება  18:00 ზე  
დილის ჯგუფი იმუშავებს მხოლოდ შაბათ-კვირას 10:00 დან 14:00 მდე.

სიის პირველი 12  პედაგოგისთვის ტრენინგი დაიწყება  

ფოთის N 3  საჯარო სკოლის ჯეოსელის კლასში 2015 წლის 27 აპრილს 14:00 საათზე.  

ხობის N2  საჯარო სკოლის ჯეოსელის კლასში 2015 წლის 29 აპრილს 14:00 საათზე.

ტრენინგის დანარჩენი დღეები და შეხვედრის ადგილი დაზუსტდება მოგვიანებით 





 კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატიმასწავლებლები ტრენინგის წარმატებით დამთავრების და სერტიფიკატის აღების შემთხვევაში მიიღებენ 1 კრედიტქულას. 



შეგიძლიათ გაეცნოთ კურსის პროგრამას:

 მოდული 1: პროექტებით სწავლება
 თემაპროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი

 მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
 თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე 
ორიენტირებული შეფასება
  
 მოდული 3: კავშირები
 თემა: ინტერნეტის გამოყენება წავლა-სწავლების პროცესში
  
 მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
 თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით

 მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
 თემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა  ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე
  
 მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების   გამოყენებით
 თემა: მასწავლებელიროგორც ფასილიტატორი
  
 მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
 თემა: შესწავლილის გაზიარება



ტრენინგის პროდუქტები:
  • ბლოგი;
  • სასწავლო პროექტი;
  • პროექტის ელექტრონული პორტფოლიო;
  • პრეზენტაციები;
  • ბუკლეტები;
  • შეფასების რუბრიკები;
  • ჩეკლისტები..
ტრენინგის მეთოდოლოგია:
აქტივობები:  აქტიური ლექცია,  გონებრივი იერიში,  პრეზენტაცია, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში (D-GP-IP), პრეზენტაცია, შებრუნებული საკლასო ოთახი,  პრაქტიკული სამუშაოები...
ტრენინგის ორგანიზების ფორმები – ჯგუფური,  წყვილებში მუშაობა, კონსულტაცია ინდივიდუალური.
პროგრამული უზრუნველყოფა
Ms Windows 7 (ან XP ან 8) MS-Office 2010(ან 13, ან 2007), Google Chrome, Gmail, Blogger, Mozila Firefox. easyquizzy.com. 

ტრენინგის სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური. (გთხოვთ სახლის კომპიუტერებზე პროგრამული უზრუნველყოფის ენები გადაიყვანოთ ან ქართულ ან ინგლისურ ვერსიაზე). შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი ვიდეონსტრუქციები



ჯერ ნახეთ ვიდეოინსტრუქცია, შემდეგ ისევ ნახეთ ეს ვიდეოინსტრუქცია და მხოლოდ ამის შემდეგ  ჩამოტვირთეთ “ინტელის ვიუვერი“ (ტრენინგების სახელმძღავნელო)


გისურვებთ წარმატებებს!

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით