-->

მცირე გრანტების კონკურსი პედაგოგებისთვის

წყარო: jobs.ge




მცირე გრანტების კონკურსი მასწავლებლებისთვის

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს პროექტის - "საქართველოს ევროინტეგრაცია: მასწავლებლების როლი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაში" - ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს სკოლის მასწავლებლების და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას დემოკრატიულ საკითხებთან და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. 

გრანტის მაქსიმალური ოდენობა თითოეულ პროექტზე შეადგენს 400 ევროს. პროექტების განხორციელება უნდა მოხდეს სექტემბერ-ოქტომბერში. 

ვის შეუძლია პროექტის წარმოდგენა:

პროექტის წარმოდგენა შეუძლიათ სკოლის მასწავლებლებს, როგორც ინდივიდუალურად ასევე საინიციატივო ჯგუფის სახით (მაქს. 3 პირი). უპირატესობა მიენიჭებათ მასწავლებლებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ ვორქშოფებში საქართველოს ხუთ ქალაქში: ახალციხე, მარნეული, გორი, ქუთაისი და ზუგდიდი. თითოეული რეგიონიდან შეირჩევა ერთი საუკეთესო პროექტი. 

რას უნდა ეხებოდეს პროექტი:

პროექტი მიზნად უნდა ისახავდეს სკოლის მოსწავლეების და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს ევროინტეგრაცია, ინოვაციური, ინტერაქციული მეთოდების გამოყენებით.

განაცხადის გაკეთება:

დაინტერესებულმა პირმა ან საინიციატივო ჯგუფმა შევსებული განაცხადის ფორმა უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით საფოსტო მისამართზე: office@giss.org.ge ან რამიშვილის ქ. #2, 0179 თბილისი, საქართველო. 

პროექტის განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 31 ივლისი, 2016.

აპლიკაციის შევსების სახელმძღვანელო სააპლიკაციო ფორმასთან ერთად იხილეთ თანდართული ფაილის სახით. 

საკონტაქტო ინფორმაცია

რამიშვილის ქ. #2, 0179 თბილისი, საქართველო
ტელ: +995322240416
ელ-ფოსტა: office@giss.org.ge

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით