-->

გაიცანით მრ. თიმსი

ამ პოსტში მხოლოდ თიმსზე ვისაუბრებ



ვინ არის მისი აღმატებულება ბატონი თიმსი

მას აქვს
ჯგუფის შექმნის ფუნქცია ვთქვათ მეხუთე კლასი
ქვეჯგუფის შექმნა ვთქვათ საგანი ქართული, ანუ ჯგუფი სპაიდერები)
ვებინარის მიმდინარეობისას ჯგუფის მართვა, ეკრანის, პრეზენტაციის გაზიარება, ფონის გაბლარვა,
აუდიო და ვიდეოს მართვა
აქვს კლასნოუთის ინტეგრაცია რაც საშუალებას გაძლევთ შექმნათ კლასები და კლასში დაამატოთ მასწავლებლები, მოსწავლეებს ერთი კლიკით (ჰა კაი, ორი იყოს) დაურიგოთ საკლასო და საშინაო დავალება, ერთობლივად ამუშაოთ კოალაბორაციულ სივრცეში, გააზიაროთ რესურსები
აქვს სწრაფი შეტყობინება (ჩატი) ძალიან ძლიერი ინსტრუმენტებით. მატ შორის: სოციალური ქსელის ინსტრუმენტებით (სმაილიკი, ლაიკი, გიფი, ანიმაცია, ...) ფაილის მიბმა, ტექსტის გაფორმების ინსტრუმენტები. თითქმის მთელი ტექსტური რედაქტორია ჩაშენებული)
ამ ჩატს emebed (ჩაშენები) ფუნქცია აქვს
აქვს შეფასების ინსტრუმენტი როგორც ტესტირებით ასევე შეფასების რუბრიკის შექმნით პროგრესის მონიტორინგის ჩათვლით
აქვს კალენდარი წინასწარი შეტყობინების ფუნქციით დროის მენეჯმენტისთვის. (ლაივის ჩართვა, დაგეგმილი შეხვედრა, ვებინარი...)
აქვს ფაილების (რესურსების) საცავი
აქვს სხვადასხვა ტიპის ფაილების მხარდაჭერა მათ შორის მაიკროსოფტ ოფის 365 და დესკტოპ ვერსიის მხარდაჭერა
აქვს თეთრი დაფა კოალაბორაციული მუშაობის მხარდაჭერით
აქვს გამოკითხვის (ხმის მიცემის) ლაივ ფუნქცია
შესაძლებელია ჩანაწერის გაკეთება
შეგიძლიათ დაამატოთ სხვა ინსტრუმენტები, ვთქვათ
ზუმი, იუთუბი, ან ტრელო მაინდმოდო,
თანაც ეს თითოეული ცალც-ცალკე საკმაოდ რთული და ძლიერი ინსტრუმენტებია
აქვს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რაღაცას ვერ აკეთებთ, შეგიძლია ფირმის წარმომადგენელს მიმართო და გაასწორებენ
სახელმწიფო უზრუნველყოფს თიმსის მხარდაჭერას (ანუ შესაძლებელია ისე მოხდეს, რომ ინტერნეტის ხარჯი შემცირდეს ან სულაც უფასო იყოს)
მოკლედ, კაი ტიპია, რა :)

მალე თიმსს ფონური ხმის ჩახშობის და  ხელის აწევის ფუნქცია დაემატება,


მინუსები:
ჩქარი ინტერნეტი სჭირდება
ყველა მსმენელის ვიდეო არ ჩანს (შეიძლება ბავშვი არც გისმენდეს) თვალების კონტაქტი გამორიცხეთ  :)  არ აქვს ეკრანის გადართვის შემთხვეაში შეტყობინება (აქვს ზუმს, მაგრამ ეს ვერაფერი ბედენაა, თუ მსმენელს არ უნდა მოსმენა, ე.ი. შენ ვერ აინტერესებ, და გზებს ყოველტვის მონახავს, ხომ ვერ ეტყვი ხელები მაგიდაზე დააწყვეო.





პ.ს. რომ ქვია ის: ბატონი თომაც შეიძლება ან თამრო. მოკლედ ნათლიის პოზიცია ვაკანტურია და კომენტარებში დამიწერეთ, ვინ ზიდავთ ამ მძიმე ტვირთს

კომენტარებში გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები, გამოცდილება, პროტესტი, თანადგომა, მხარდაჭერა, ან უბრალოდ დაალაიქეთ

თიმსში შემოსვლამდე კვლავ გადაათვცალიერეთ ეს პოსტი,  რადგან აქვე დავდებ ტიმსში შემოსვლის ინსტრუქციებს

ეს კი ოფის 365 ის ანგარიშის გააქტიურების ვიდეოინსტრუქციააა








ეს კი დავიწყებული პაროლის აღდგენა









ასევე თქვენთვის საინტერესო შეიძლება იყოს პოსტი საუბრები ოფის 365ზე


1 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით