-->

სერიიდან: გუგულის კვერცხები Google Keep



დღევანდელი პოსტი გუგულის ახალ კვერცხს ეძღვენება სახელწოდებით  Google Keep ანუ გუგლის ჩანიშვნები. ძალიან არ მინდა პირველივე აბზაცში კონკურენციაზე  და ა.შ. ვწერო, მაგრამ, ფაქტია ამ ვიჯეტის ანალოგი მაიკროსოფტის ვანნოუთია. თუმცა ვანნოუთი ჩემთვის პირველ რიგში მაინც დესკტოპ აპლიკაცია, ამიტომ თუ თანაბარ პირობებში შედარებაზე გექნებათ პრეტენზია (სამართლიანი), მაშინ Office Online ის OneNote ფუნქციები უნდა  შევადაროთ. შედარება სხვა დროისთვის, ახლა კი ისევ Google Keep დავუბრუნდეთ:

გუგლის ჩანიშვნების დახმარებით შეგიძლიათ მარტივად შექმნათ ჩანიშვნები და გაუზიაროთ სხვებს. ვინაიდან გულის ჩანიშვნების სინქრონიზაცია ხდება Google-თან, თქვენ და თქვენს მიერ არჩეულ მომხმარებელებს ამ ჩანიშვნებზე წვდომა ექნებათ ყველა სახის დევაისიდან: ანდოიდის ტელეფონი, პლანშეტი,  Android Wear, დესკტოპი ქრომით და სხვა ბრაუზერებიდან.

Google Keep ამ დროისთვის საშუალებას გაძლევთ თქვენს თავში არსებული :) სხვადასხვა სახის ჩანიშვნები გადაიტანოთ არა სტიკერებზე, არამედ ინტერნეტში ტექსტის, ხმოვანი შეტყობინების, სურათის სახით. შეგიძლიათ შექმნათ ჩამონათვალის სია. შემდეგში შეგიძლიათ ეს ჩანაწერები ერთი ადგილიდან მეორეში მარტივად გადაათრიოთ, ან სულაც დააარქივოთ.

საინტერესო ფუნქციაა გაზიარება. ვფიქრობ გუგლი კოდის წერას ამ ფუნქციით დაიწყებდა :)  გაზიარების შემდეგ არც უნდა გაგიკვირდეთ, თუ ამ ჩანიშვნაზე რამდენიმე ადამიანს რეალურ დროში ერთდროულად თუ შეეძლება მუშაობა. ჩვენ ასეთ სამუშაოს ტრენინგებზე ხშირად მივმართავთ.

თითოეულ ჩანიშვვას შეიძლება მიეთითოს დროს და შეხსენების ფუნქცია. ამით გაგიადვილდებათ დროის მენეჯმენტი


და ბოლოს, გაინტერესებთ, როგორ გასიუნჯოთ ახალი კვერცხი? ბრაუზერის სამისამართო ზოლში აკრიფეთ keep.google.ge და დააჭირეღ Enter კლავიშას... წარმატებები და საინტერესო ინფოების გაზიარებას გისურვებთ...

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით