-->

Google-ის ყოველწლიური ფესტივალი - Devfest Tbilisi




27 ნოემბერს თბილისში Google-ის ყოველწლიური ფესტივალი - Devfest Tbilisi გაიმართება და მთელი მსოფლიოს რუკაზე გაბნეული ანალოგიური ღონისძიებების განუყოფელი ნაწილი გახდება.

თუ ხართ დეველოპერი ან ბიზნესის სფეროში მოღვაწე ადამიანი, გაინტერესებთ პროგრამირება და ინოვაციები, გაქვთ საინტერესო იდეები და ა.შ. გეპატიჟებით Devfest Tbilisi 2016-ზე.

Devfest თბილისი საქართველოში მეხუთედ გაიმართება. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური Google-ის ღონისძიება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში მოეწყობა და იგი საერთო ჯამში 30 000-ზე მეტ ადამიანს უმასპინძლებს. 

წელს ამ ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან Google Developers Group (GDG) TbilisiGBG Tbilisi და GeoLab • ჯეოლაბი

დეველოპერული ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა:
✔ ღია ლექციები (2 პარალელური სესია ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებით)
✔ ვორქშოფები
✔ CodeLabs
✔ Women Techmakers Tbilisi
✔ Expo
✔ Tech კონკურსები
✔ გასართობი თამაშები

თუ გსურთ ამ მასშტაბური ფესტივალის თანამონაწილე გახდეთ, იყოთ სპიკერი ან უბრალოდ მონაწილეობა მიიღოთ როგორც სტუმარმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულებზე:

რეგისტრაცია DevFest-ზე მონაწილედ: https://goo.gl/UaiaDU
რეგისტრაცია DevFest-ზე სპიკერად: https://goo.gl/83GPW5

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით