-->

ინტერნეტის აბრევიატურები (არაა ბოლომდე)




* http (hyper text transfer protocol) ჰიპერტექსტის გადაცემის პროტოკოლი, სწორედ ეს პროტოკოლი მუშაობს ვებგვერდებთან.

* www (world wide web) მსოფლიოს გაფართოებული ობობას ქსელი, ანუ გლობალური სივრცე, ინტერნეტი.

* internet - ინტერნეტი, ანუ საერთაშორისო ქსელი international net (სიტყვა net - ქსელს ნიშნავს).

* ftp (file transfer protocol) - ფაილების სერვერზე გადაგზავნის პროტოკოლი (იყენებს ოცდამეერთე პორტს).

* server - სერვერი, ჩვეულებრივ კომპიუტერთან შედარებით მძლავრი მანქანა, სადაც ინახება გარკვეული სახის ინფორმაცია და რომელიც მართავს ქსელს.

* ip (internet protocol) ინტერნეტ პროტოკოლი, რომლის საშუალებითაც ცნობენ ქსელში ჩართული კომპიუტერები ერთმანეთს.

* dns (domain name system) დომენური სახელების სისტემა, დომენი სახელია, რომელიც ip მისამართზეა მიბმული.

* hosting - ჰოსტინგი, ინტერნეტში ვებგვერდების განთავსება, ანუ ლოკალური საიტის გლობალურ სივრცეში გადატანა, ასევე სხვადასხვა ფაილების ინტერნეტში განთავსება.

* localhost - ლოკალური ჰოსტი (ჰოსტი ანუ კომპიუტერი, მომხმარებლი, რომელიც იმავე კომპიუტერზეა განთავსებული).

* error 404 - შეცდომა 404. გამოდის იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად მოთხოვნილი მისამართი ვერ მოიძებნა, ანუ არ არსებობს.

* error 403 - შეცდომა 403, რომელიც გამოდის იმ შემთხვევაში, როცა მოთხოვნილი მისამართი მოიძებნა, მაგრამ აკრძალულია მასზე შეღწევა.

* error 500 - შეცდომა 500, რომელიც გამოდის იმ შემთხვევაში, როცა ფიქსირდება სერვერის შიდა შეცდომა, სერვერის არასწორად მუშაობის გამო.

* error - ნიშნავს შეცდომას. ეს სიტყვა სულ 5 ასოსაგან შედგება და ამთგან კი 3 არის სიმბოლო r (იკითხება როგორც ერორი).

* index - www დირექტორიში, ანუ საქაღალდეში განთასებული ფაილი, რომელიც ჩაიტვრთება ამა თუ იმ ვებ გვერდზე მიმართვის დროს. (index.php ანდაც index.html არის ასევე default.html ანდაც default.php საწყისი ფაილები).

* url - Uniform Resource Locator (ვიკი, Eng.) რესურსების უნივერსალური ლოკატორი, გამოსახავს დოკუმენტის ან სხვა ობიექტების მისამართს.

* download - სიტყვა load ტვირთს ნიშნავს, down კი ქვემოთ, ძირს, მაშასე, download ჩამოტვირთვას ნიშნავს.

* upload - სიტყვა up ნიშნავს ზემოთ, მაღლა, ხოლო load როგორც უკვე განვიხილეთ ტვირთს, ანუ upload ნიშნავს ატვირთვას.

* ქეში - კეში, ანუ უჩინარი მეხსიერება. თქვენი ბრაუზერი სხვადასხვა საიტების კომპონენტებს იმახსოვრებს თავის კეშ-მეხსიერებაში, შედეგად კი, უკვე ერთხელ ჩამოტვირთული ვებგვერდი, მეორედ უფრო სწრაფად იტვირთება, რაც კეშ-მეხსიერების დამსახურებაა.

* დაპროგრამების ენა - პროგრამის შესადგენი ალგორითმის გამოსახვა სპეციალურ კოდირებულ ენაზე, რომელსაც ბრძანებები გადაჰყავს მანქანურ ენაზე. მანქანური ენის დროს პროცესორში ბრძანებები იწერება ორობით კოდში 0 -ით და 1 -ით (ასავე 0 -ის და 1-ების მიმდევრობით გადაცემით ხდება ქსელში პაკეტების გაცვლა, სადაც სიმბოლო 0 შეესაბამება დენის მაღალ ძაბვას ხოლო 1 შედარებით დაბალ ძაბვას, რომელსაც გამოიმუშავებს ქსელის ადაპტერი. მიღებული პაკატები შემდგომ გადაეგზავნება კაბელს შემდგომი მარშრუტიზაციისათვის. ასეთი ტიპის კოდირება გამოიყენება ქსელის Ethernet ტექნოლოგიაში, nrz ან მანჩესტერის კოდის გამოყენებისას. ხოლო უკაბელო შეერთებისას პაკეტები გადაიცემა რადიოარხით, სატელეფონო სიგნალებით ან თანამგზავრული ქსელით, wi-fi ტექნოლოგიით და სხვ).

* network - ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცვლას (როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ქსელში ინფორმაცია გადაიცემა პაკეტების სახით. კერძოდ, რაიმე ფაილის გადაცემისას, ფაილი იყოფა პაკეტებად, გადადის იგი ქსელისათვის გასაგებ ფორმატში და გაივლის კაბელს, შემდეგ მივა დანიშნულების ადგილამდე, მიმღები კომპიუტერი ააწყობს მიღებულ პაკეტებს და გადაიყვანს მას ქსელისათვის გასაგები ენიდან - ოპერაციული სისტემისათვის გასაგებ ენაზე. ამ ყოველივეს კოდირება-დეკოდირების პროცესი ჰქვია და მას ქსელი უზრუნველყოფს თავისი საქსელო მოწყობილობებით).

* პორტები - პორტი შეიძლება აღვიქვათ როგორც ვირტუალური კარი, სადაც შედის და გამოდის ინფორმაცია, ანუ ხორციელდება ტრაფიკი. პორტების რაოდენობა 1 -დან 65536 -მდე გრძელდება. გარკვეული წინასწარი შეტანხმების საფუძველზე 80-ე პორტს იკავებს ვებსერვერი (ანუ HTTP პროტოკოლი), 21 -ს ftp პროტოკოლი, 25 -ს smtp პროტოკოლი და სხვა.

* პროტოკოლები - პროტოკოლი (ზოგიერთ თარგმანში ოქმი) ეს წინასწარ გაწერილი სამუშაო ნაბიჯთა კრებულია, ანუ პროტოკოლში უკვე წინასწარაა გაწერილი, მისი დანიშნულება. არსებობს tcp, udp, ip, http, ftp, smtp და სხვა პროტოკოლები. პროტოკოლი tcp უზრუნველყოფს ქსელში პაკეტების დანიშნულების ადგილამდე მიტანას, იგივე მოვალეობა აკისრია udp პროტოკოლს, ოღონდ მისი გამოყენებისას პაკეტების შემოწმება არ ხდება, ანუ udp პროტოკოლი არ იძლევა გარანტიას, რომ პაკეტებს ბოლომდე მიიტანს და მათ დაუკარგავად გადასცემს დანიშნულების ჰოსტს. პროტოკოლი http კი მუშაობს ვებგვერდებთან. smtp პროტოკოლს იყენებს ელ-ფოსტა. ftp პროტოკოლი გამოიყენება ფაილების სერვერზე გადასაგზავნად.

* software - პროგრამული უზრუნველყოფა, ანუ როგორც ხშირად მას ეძახიან "სოფტი", რომელიც საჭიროა კომპიუტერის გასამართად.

* hardware - აპარატურული უზრუნველყოფა, ტექნიკური მხარე და როგორც მას ხშირად ეძახიან, იგივე "ჰარდი".

* admin - ადმინისტრატორი, ანუ სუპერმომხმარებელი, რომელიც სარგებლობს სისტემის ყველა ფუნქციით და განსაზღვრავს მართვის პოლიტიკას.

* user - მომხმარებელი და როგორც მას ხშირად ეძახიან "იუზერი".

* ტრაფიკი - დახარჯული (გამავალი და შემომავალი) ინტერნეტ ინფორმაციის მოცულობა. ტრაფიკს ასევე მოიხსენიებენ როგორც ქსელის ტრაფიკს.

* ბაიტი, კილობაიტი, მეგაბაიტი, გეგაბაიტი, ტერაბაიტი - ინფორმაციის საზომი სისტემა, რომლის საშუალებითაც ხდება ინფორმაციის მოცულობის განსაზღვრა 1 გბ = 1024 მბ, 1 მბ = 1024 კბ, 1 კბ = 1024 ბაიტი, 1 ბაიტი = 8 ბიტი.

* რეფრეში - დოკუმენტის, მონაცემის თავიდან ჩატვირთვა, ასეთ შემთხვევაში ბრაუზერები თავიდან მიმართავენ ვებგვერდებს და მათი კეშიდან ამოღება აღარ ხდება.

* ბრაუზერი - პროგრამული უზრუნველყოფა რომლის საშუალებითაც ხდება ინტერნეტში საიტების დათვალიერება.

* wap, web - ინტერნეტ სივრცე, wap განკუთვნილია მობილური ტელეფონებისათვის, ხოლო web კომპიუტერებისათვის.

* GPS - გლობალური ადგილმდებარეობის განსაზღვრის სიტემაა, ხოლო GPRS არის მობილურ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემა (GSM) რომელიც გამოიყენება ინტერნეტთან დასაკავშირებლად, ინფორმაციის გასაცვლელად ქსელში.

* ბლოგი - ეს არის ჩვეულებრივი ვებგვერდი, რომელსაც აქვს ქსელური დღიურის სახე და ეკუთვნის კონკრეტულ პიროვნებას.

* კონტენტი - ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ტექსტური, გრაფიკული პოსტები რომელსაც შეიცავს ვებგვერდი.

* ვიკი - ინტერნეტ ენციკლოპედია, რომელიც იქმნება ენთუზიასტი მომხმარებლების მიერ.  ნებისმიერ მომხმარებელს მარტივად შეუძლია ინფორმაციის ნებისმიერი ფრაგმენტის შეცვლა. გვერდზე ინფორმაცია წარმოდგენილია ტექსტურ ფორმატშია. იშვიათად მასალაში დამატებულია სურათი.

* გუგლი

* ელ ფოსტა

* სკაიპი

* ტიმვიუვერი

* იუთუბი

* ფეისბუკი

* თვიტერი

* გმაილი

* HTML

* PHP

*MySQL

* CSS



* კუკი cookies - ფაილები სადაც ინახება ინფორმაცია მომხმარებლის ურთიერთობისა ვებგვერდთან, კუკი ფაილები ინახება მომხმარებლის კომპიუტერის მყარ დისკზე.

* ბანი - დაბლოკვა, მომხმარებლისათვის უფლებების შეზღუდვა გარკვეული დროით, მომხმარებლის მიერ დაუმორჩილებლობის დროს ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ საიტის მოდერატორები და ადმინისტრატორები.

* მოდერატორი - ადამიანი რომელსაც აქვს უფრო მეტი უფლებები საიტზე, ვიდრე ჩვეულებრივ მომხმარებლებს. მოდერატორები აკონტროლებენ მომხმარებლებს ჩატებში, სოციალური ქსელებში.

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით