ინტელის ტრენინგი

გაეცანით ინტელის ტრენინგის პროგრამას

რეგისტრაცია

დარეგსტრირდით მიმდინარე ტრენინგზე

ტრენინგები

გაეცანით სხვადასხვა ტრენინგების პროგრამებს

რეგისტრაცია ინტელის ტრენინგზე გაზაფხული 2015 ფოთი-ხობი


ამ პოსტით მინდა გაცნობოთ ინეტლის ტრენინგების 2015 წლის საგაზაფხულო რეგისტრაციის შესახებ.

ტრენინგებზე რეგისტრაციის ამ ეტაპზე მოწვეულნი არიან ფოთის და ხობის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებს. (ამ ეტაპზე შეჩერებულია  სენაკი, წალენჯიხა, აბაშა,  ზუგდიდი  და მესტია, დასრულებულია ტრენინგები ჩხოროწყუში)



"ინტელის ძირითადი კურსი 

 პროექტებით სწავლება". 

მონაწილეთა შერჩევის აუცილებელი კრიტერიუმები:

1. პედაგოგს გავლილი აქვს:
  • მპგეც მიერ ორგანიზებული ტრენინგები  "კომპიუტერის საბაზო კურსი" 
               და
  • "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში".

 2. პედაგოგს შეუძლია:
  • ტექსტების მომზადება
  • პრეზენტაციის მომზადება
  • ელექტრონულ ფოსტაში მუშაობა; (მხოლოდ gmail.com)
  • ბლოგზე მასალების გამოქვეყნება;(მხოლოდ blogger.com)
  • საქაღალდეებში მუშაობა;
  • ფაილის სხვა სახელით ან სხვა ადგილას შენახვა Save As
  • ასლის კოპირება და ჩასმა (Copy/Paste)
3. პედაგოგი არ არის:
  • ბუკის მსმენელი (დაწყებითი საგნის ძირითადი პედაგოგი)
  • ადმინისტრაციის წარმომადგენელი (არ ეხება ინფომეჯერს)
  • ტექპერსონალი
  • ამავე ტრენინგის ყოფილი მსმენელი  :) 
 4. საჭირო პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა
  • მსმენელს უნდა ჰქონდეს კომპიუტერთან წვდომის საშულება
  • შესაბამის პროგრამული უზრუნველყოფა
  • ინტერნეტი

შეგიძლიათ ნახოთ დამხმარე ვიდეოგაკვეთილები და უმორჩილესად გთხოვთ ტრენინგზე გამოცხადებამდე გაიმეოროთ წინა ტრენინგზე გავლილი მასალები:   
(გთხოვთ აუცილებლად გადაიმეოროთ მითითებული მასალა. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია სწორედ ამ პრობლემის გამო ვერ მოხვდეთ ამ მეტად მნიშვნელოვან ტრენინგზე. ტრენინგის დაწყებამდე  მოსინჯეთ, შეგიძლიათ თუ არა საქაღალდის ან მარტივი ტექსტის, პრეზენტაცის შექმნა, ელ-ფოსტაში მუშაობა, წერილის გაგზავნა და მიღება, ბლოგზე პოსტის დადება, სურათების ატვირთვა, ბმულის ჩასმა)  ​​​​​
​ 

ტრენინგის გრაფიკი:
კურსის ხანგრძლივობაა: 36 საათი 9  დღე (დღეში 4 საათი)  

ტრენინგის დაწყების თარიღს გაცნობებთ ელ-ფოსტაზე რეგისტრაცის დასრულების შემდეგ
კვირის განმავლობაში ჩატარდება 2 ტრენინგი

ტრენინგი დაიწყება 14:00 ზე და დასრულდება  18:00 ზე  
დილის ჯგუფი იმუშავებს მხოლოდ შაბათ-კვირას 10:00 დან 14:00 მდე.

სიის პირველი 12  პედაგოგსთვის ტრენინგი დაიწყება  

ფოთის N 3  საჯარო სკოლის ჯეოსელის კლასში 2015 წლის 24 მარტს 14:00 საათზე.  


I ჯგუფი: მარტი: 24, 28, 31, მაისი 4, 6, 8, 14, 18, 21
II ჯგუფი: მარტი: 28. აპრილი 2, 4, 18, 23, 25, 30. მაისი 3, 7.

ხობის N2 საჯარო სკოლის ჯეოსელის კლასში 2015 წლის 25 მარტს 14:00  საათზე

I ჯგუფი: მარტი: 25, 29, აპრილი 3, 5, 7, 9, 15, 19. 20
II ჯგუფი: მარტი: 29, აპრილი 3, 5, 17, 19, 24, 26, მაისი 1, 3

ტრენინგის დანარჩენი დღეები და შეხვედრის ადგილი დაზუსტდება მოგვიანებით 





 კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატიმასწავლებლები ტრენინგის წარმატებით დამთავრების და სერტიფიკატის აღების შემთხვევაში მიიღებენ 1 კრედიტქულას. 



შეგიძლიათ გაეცნოთ კურსის პროგრამას:

 მოდული 1: პროექტებით სწავლება
 თემაპროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი

 მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
 თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე 
ორიენტირებული შეფასება
  
 მოდული 3: კავშირები
 თემა: ინტერნეტის გამოყენება წავლა-სწავლების პროცესში
  
 მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
 თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით

 მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
 თემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა  ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე
  
 მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების   გამოყენებით
 თემა: მასწავლებელიროგორც ფასილიტატორი
  
 მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
 თემა: შესწავლილის გაზიარება



ტრენინგის პროდუქტები:
  • ბლოგი;
  • სასწავლო პროექტი;
  • პროექტის ელექტრონული პორტფოლიო;
  • პრეზენტაციები;
  • ბუკლეტები;
  • შეფასების რუბრიკები;
  • ჩეკლისტები..
ტრენინგის მეთოდოლოგია:
აქტივობები:  აქტიური ლექცია,  გონებრივი იერიში,  პრეზენტაცია, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში (D-GP-IP), პრეზენტაცია, შებრუნებული საკლასო ოთახი,  პრაქტიკული სამუშაოები...
ტრენინგის ორგანიზების ფორმები – ჯგუფური,  წყვილებში მუშაობა, კონსულტაცია ინდივიდუალური.
პროგრამული უზრუნველყოფა
Ms Windows 7 (ან XP ან 8) MS-Office 2010(ან 13, ან 2007), Google Chrome, Gmail, Blogger, Mozila Firefox. easyquizzy.com. 

ტრენინგის სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური. (გთხოვთ სახლის კომპიუტერებზე პროგრამული უზრუნველყოფის ენები გადაიყვანოთ ან ქართულ ან ინგლისურ ვერსიაზე)



ჯერ ნახეთ ვიდეოინსტრუქცია, შემდეგ ისევ ნახეთ ეს ვიდეოინსტრუქცია და მხოლოდ ამის შემდეგ  ჩამოტვირთეთ “ინტელის ვიუვერი“ (ტრენინგების სახელმძღავნელო)


ინფორმაცია მათთვის ვინც დარეგისტრირდა ტრენინგზე 

გისურვებთ წარმატებებს!

ბლოგის შექმნა და ბლოგში მუშაობა



სირცხვილი და თავის მოჭრა, ჩემი საუკეთესო და ყველაზე საყვარელი ვიდეოგაკვეთილები არ გამიფეისბუკებია და არც ბლოგზე დამიძრავს კრინტი. ნუ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს


ცოტა ჩქარ ტემპში კი არის მაგრამ......


ამ ვიდეოგაკვეთილში გასწავლით ბლოგზე რეგისტრაციას და პოსტების განთავსებას, რედაქტირებას, სურათის ჩასმას, ვიდეოს ჩასმას და ლინკის (ბმულის) დამატებას.




პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე



ამ ვიდეოში ნახავთ ინტელის პროექტის ფარგლებში პრეზენტაციის  ბლოგზე 480 პიქსელით გამოქვეყნების ვიდეოგაკვეთილს. თუ რაიმე გაუგებარი იქნება, სასურველია აქვე დააკომენტაროთ და კითხვებიც თუ გექნებათ, პასუხებს არ დავაყოვნებ.


გისურვებთ წარმატებებს!

ესეც ვიდეო


ინტერნეტის სტატისტიკა


    • დღეში იგზავნება 160 მილიარდი ელფოსტის წერილი, მათგან 97% სპამია;
    • სპამი ყოველ წელს გამოიმუშავებს 33 მლრდ კვტ/სთ. ენერგიას, რომელიც საკმარისია 2.4 მილიონი სახლის ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად და აგრეთვე ატმოსფეროში გამოიყოფა 17 მილიონ ტონა ნახშიროჟანგი;
    • 1000-დან ყოველი მეცხრე კომპიუტერი დაავადებულია სპამით;
    • სპამერი 12 მილიონი გაგზავნილი ელფოსტის წერილიდან მხოლოდ 1-ზე იღებს პასუხს (ამას მისთვის მცირე შემოსავალი მიანც მოაქვს);
    • ტვილიონერი ჰქვია იმ ტვიტერელს, რომელიც მილიონი ან მეტი მიმდევარი ჰყავს;
    • დღეისთვის დაახლოებით 1 მილიარდი კომპიუტერია გამოყენებაში;
    • დღეისთვის 2 მილიარდი ტელევიზორია გამოყენებაში;
    • გამოყენებაში დაახლოვებით 4 მილიარდი მობილური ტელეფონია, ყოველდღიურად იყიდება დაახლოვებით 3 მილიონი ცალი მობილური ტელეფონი;
    • პირველი ცნობილი მობილური ტელეფონის ვირუსი არის Cabir.A, რომელიც გამოჩნდა 2004 წელს;
    • 2008 წლის შემდეგ, ვიდეოთამაშების გაყიდვებმა გაუსწრო DVD-ფილმების გაყიდვებს;
    • Amazon ჰყიდის უფრო მეტ ebook-ებს, ვიდრე ნაბეჭდ წიგნებს;
    • Facebook-ს ჰყავს 500 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებელი… დახლოვებით 100 მილიონით ნაკლები, ვიდრე QQ-ს;
    • დახლოებით 1.8 მილიარდი ადამიანი იყენებს ინტერნეტს, მათგან 450 მილიონი ლაპარაკობს ინგლისურად;
    • 2008 წლის 25 ივლისს, Google-მა განახორციელა 1 მეტრილიონედი უნიკალური URL-ს ინდექსაცია. ეს დაახლოებით მთელი ინტერნეტ-გვერდების 20%-ია;
    • Google-ში ერთი ძიება დაახლოებით აწარმოებს 0.2გ CO2-ს. რადგან ერთხელ ძიებით იშვიათად იღებთ სასურველ ინფორმაციას, აქედან გამომდინარე ტიპიური ძიების სესიის დროს წარმოიქმნება იმდენივე CO2, რამდენიც მადუღარას ადუღებისას;
    • Google-ს ძიებისთვის დღეში დაახლოებით 1 მილიარდჯერ იყენებენ, რის გამოც წარმოიქმნება 200 ტონა CO2;
    • საშუალო ამერიკელი დიასახლისი დღეში იყენებს 10.6 მვტ/სთ. ელექტროენერგიას;
    • Google წელიწადში იყენებს 15 მილიარდ კვტ/სთ. ელექტროენერგიას, ეს უფრო მეტია ვიდრე უმეტესი ქვეყნების წლიური მაჩვენებელი. მაგრამ Google აწარმოებს ძალიან ბევრ ენერგიას საკუთარი მზის პანელებით;
    • პირველი სახალხო მობილური ტელეფონი შექმნა მარტინ კუპერმა (Martin Cooper) 1973 წლის 3 აპრილს;
    • Motorola DynaTAC 8000X იყო პირველი მობილური ტელეფონი, რომელიც გაიყიდა ამერიკაში 1984 წლის 11 აპრილს, მისი დიზაინი შექმნა რუდი კროლოფმა (Rudy Krolopp) და მისი წონა შეადგენდა 907.2 გრამს;
    • YouTube-ის ვიდეოების 20% მუსიკალურია;
    • ხალხი ყოველთვე ონლაინში 15 მილიარდ ვიდეოს უყურებს;
    • საშუალოდ, თითეოული ამერიკელი თვეში უყურებს 100 ვიდეოს;
    • Flickr-ზე ატვირთულია დაახლოებით 5 მილიარდი ფოტო, ხოლო Facebook-ზე — 15 მილიარდზე მეტი;
    • Youtube-ზე ერთ წუთში იტვირთება ვიდეოები, რომელთა საერთო ხანგძლივობა 24 საათს შეადგენს;
    • 1000 ბაიტი = 1 კილობაიტი

გავერთოთ


Drive-ში საქაღალდის ატვირთვა და ბლოგზე გამოქვეყნება



ამ ვიდეოინსტრუქციის ნახვის შემდეგ შესძლებთ საქაღლდის ატვირთვას Drive-ში და (ბონუსად) ბლოგზე გამოქვეყნებას ბმულის სახით. ეს ვიდეო აგრეთვე დაგემხარებათ მასწავლებლის პორტფოლის ბლოგზე (ან Driv-ზე )ატვირთვის დროს, ვინაიდან პორტფოლიო და საქაღალდე ერთიდაიგივე ინსტრუმენტებია. თუ რამეს ვერ გაიგებთ, ან გინდათ გამოხმაურება, კომენტარებში მომწერეთ.




ისიამოვნებთ მეგრული ჰიტით :), რომელსაც ასრულებს ჩხოროწყუს ანსამბლი „კოლხეთი“.

გისურვებთ წარმატებეს! 

WIN 8 ქართულად




ეს პოსტი მათთვისაა, ვისაც ქართული ვინდოზა და  ოფისი უნდა. უკვე ჩემთვის დადგა მერვე ვერსიაზე გადასვლის საჭიროება, ტრადიციულად ვაპირებდი ერთი ვერსიის ჩაგდებას, ისე როგორც ამას ჩემი მრავალი მეგობარი აკეთებს, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩამივარდა, 


მაიკროსფტმა ეტყობა ჭკუა ისწავლა და აგრეთვე გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა ჩემისთანა ჭკუისკოლოფა უზერებისთვის.  მაიკროსოფტი ამ ჯერზე დიდი ხანი მიზანმიმართულად და ჯიუტად მამზადებდა ამ ყველაფრისთვის: ჯერ იყოდა შვიდიანი განაახლეო, განვაახლე, მერე თავისი ინიციატივით ფრეიმ ნეტს დაეჯაჯგურა და ისე დამიყენა, მივხვდი პროტესტის გამოხატვას აზრი არ ჰქონდა. 

რაც მოცდა, მოხდა, 
ღვთის ნება იყო, 
რა იცი რაში დამჭირდება,
იყოს, ახალია მაინც

სხვადასხვა მიზეზით საბოლოოდ მაინც სა-ანინსტალოდ ვერ გავიმეტე ეს ვეებერთელა პროგრამა, თუმცა მის საჭიროებას  პოლიციური დასაბუთებული ეჭვით იმდენჯერ ჩავხედავდი, რამდენჯერაც დაინსტალირებული პროგრამების სიას ავუყვებ/დავუყვებოდი. 

დიახ, ბევრჯერ გავამხნევე ჩემი თავი და თურმე სრულიად უმიზეზოდ :(

მერვე ვერსიაზე გადასვლის მორიგმა ბუნდოვანმა აზრმა მაშინ გამიელვა, როცა ერთ მშვენიერ დღეს პაწუკა და საინტერსო აპლიკაცია შემხვდა (თან ერთი კი არა, ორი. თქვენ იმედია მალე შემოგთავაზებთ, უბრალოდ ჯერ მე უნდა გავსინჯო), მაგრამ სულ რაღაც 5 მეგაბაიტიანმა სერვისმა ოფისის განახლება მოითხოვა. და იცით რა სიტყვებით მომმართა ოფისმა? 

თქვენს ოფისს სულ ცოტა სიყვარული და სითბო სჭირდება თქვენგანო. დიახ სიტყვა-სიტყვით ასე ეწერა დიალოგურ ფანჯარაზე. ამ გულისამაჩუყებელი ტექსტის სტრიქონებს შორის კი ოფისის განახლების (ახალ სერვისპაკი) აუცილებლობის გააზრება იმალებოდა. ეს გადაწყვეტილება 600 მეგა და უფრო მეტი დრო დაჯდა. მაგრამ ახალი სერვისის მოსინჯვის სურვილი ამად ღირდა.

მაგრამ ხანგრძლივ ეს მაიკროსოფტი გ.......ს ვინმეს განა? არანაირად. ჭკუანასწავლმა მაიკროსოფტმა მკაცრად მითხრა, რომ ჩემს ბრაუზერს არ შეუძლია აპლიკაციის გაშვება, რადგან მოძველებულია. შემომთავაზა 21-საუკუნის ბრაუზერების სია რომელიც ინტერნეტ ექსპლორერით იწყებოდა, ქრომიც, მელიაც და ჩიტიც იყო სიაში, მაგრამ აპლიკაცია მაინც არ ეშვებოდა, რათქმაუნდა ნაგულისმევ ბრაუზერად ჩემს კომპიუტერში ექსპლორერს არასდროს უმუშავია, და არც ამჯერად ვაპირებდი მესიამოვნებინა, მაგრამ რომც დავთანხმებულვიყავი პრობლემას არც ეგ გადაწყვეტდა.  

მაიკოსოფტის მიზანი ხომ სულ სხვა რამ იყო: ჩემთვის არგუმენტი არ დაეტოვებინა დავუცადო მეათე ვერსიას.... 

და ვინაიდან გუშინდლიდან მოყოლებული ჩემი ერთი კომპი რვიანებს ხაზავს, მინდა შემოგაპაროთ იდეა, გადახვიდეთ მერვე ვერსიაზე.

თუნდაც ახალი ქართული ინტერფეისის მოსასინჯად 

საჭირო ფაილები:

win 8   (გადადით ბმულზე და დააჭირეთ ჩამოტვირთვას)

win 8.1   (გადადით ბმულზე და დააჭირეთ ჩამოტვირთვას)

როგორ გავარკვიოთ ვერსია


ძველი პოსტები მსგავს თემაზე
Office 2013 გაქართულება 
Windows 7 
და Office 2010-ის  გაქართულება
ყველა ოფისის ყველა ენის ფაილები


ქართული კლავიატურის დაყენება (ბლოგზე არის ვიდეოც)



ეს სურათები დაგეხმარებათ ინსტალაციაში







ფოტო განწყობისთვის




3დ პრინტერი სკოლის დასაბეჭდად



„მომავალი სასწავლო წელს ჩვენს მუნიციპალიტეტში 2 სკოლა დაიბეჭდება“, თუ სადმე ასეთი აზრი მოისმინეთ, ნუ ჩათვლით, რომ ეს მორიგი პოლიტიკური ტყუილი შეპირებაა. დიახ, სკოლის დაბეჭდვა პირდაპირი მნიშვნელობით, დღევანდელი ტექნოლოგიებით სრულიად შესაძლებელია და პოლიტიკურ შეპირებებზე მეტად რეალური. თან მშვენიერი იდეაა დღევანდელი პოლიტიკოსებისთვის, „ჯერ არსად დაბეჭდილა სკოლა, ჩვენ კი ორს ვბეჭდავთ!“ :) 

მაშ ასე, წინასწარ თადარიგი დაიჭირეთ, რა იცით რა ხდება. შეგიძლიათ დიზაინი ამ საიტიდან  შეარჩიოთ. 

ლიცენზირებული ვიდნოზა


საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებები Microsoft-ის სრულყოფილი ლეგალური ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებენ, - შეთანხმებას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტმა დონ გრენჰამმა და Microsoft-საქართველოს გენერალურმა დირექტორმა დავით ასათიანმა მოაწერეს ხელი.
მსოფლიოს ლიდერ კომპანიასთან თანამშრომლობა მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში თანამედროვე, ცივილიზებული ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ გადაწყვიტა იმ სამწუხარო მაჩვენებლის გამოსწორება, რომელიც საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის კოპირების კუთხით აქვს.
ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებენ სახელმწიფო დაწესებულებები, რაც მათი საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების უსაფრთხოებას, გაფართოებას და ეფექტიანობას უზრუნველყოფს. ამასთან ერთად, ყველა საჯარო მოხელეს ექნება Microsoft-ის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა.



რეგისტრაცია ინტელის ტრენინგზე 2015 წლის გაზაფხული ჩხოროწყუ


ამ პოსტით მინდა გაცნობოთ ინეტლის ტრენინგების 2015 წლის საგაზაფხულო რეგისტრაციის შესახებ.

ტრენინგებზე რეგისტრაცია ეხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებს. (ამ ეტაპზე შეჩერებულია  სენაკი, წალენჯიხა, აბაშა,  ზუგდიდი.  ფოთი, ხობი და მესტია,)


ჯერ ნახეთ ვიდეოინსტრუქცია, შემდეგ ისევ ნახეთ ეს ვიდეოინსტრუქცია და მხოლოდ ამის შემდეგ  ჩამოტვირთეთ “ინტელის ვიუვერი“ (ტრენინგების სახელმძღავნელო)


ინფორმაცია მათთვის ვინც დარეგისტრირდა ტრენინგზე 


"ინტელის ძირითადი კურსი 

 პროექტებით სწავლება". 

მონაწილეთა შერჩევის აუცილებელი კრიტერიუმები:

1. პედაგოგს გავლილი აქვს:
  • მპგეც მიერ ორგანიზებული ტრენინგები  "კომპიუტერის საბაზო კურსი" 
               და
  • "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში".

 2. პედაგოგს შეუძლია:
  • ტექსტების მომზადება
  • პრეზენტაციის მომზადება
  • ელექტრონულ ფოსტაში მუშაობა; (მხოლოდ gmail.com)
  • ბლოგზე მასალების გამოქვეყნება;(მხოლოდ blogger.com)
  • საქაღალდეებში მუშაობა;
  • ფაილის სხვა სახელით ან სხვა ადგილას შენახვა Save As
  • ასლის კოპირება და ჩასმა (Copy/Paste)
3. პედაგოგი არ არის:
  • ბუკის მსმენელი (დაწყებითი საგნის ძირითადი პედაგოგი)
  • ადმინისტრაციის წარმომადგენელი (არ ეხება ინფომეჯერს)
  • ტექპერსონალი
  • ამავე ტრენინგის ყოფილი მსმენელი  :) 
 4. საჭირო პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა
  • მსმენელს უნდა ჰქონდეს კომპიუტერთან წვდომის საშულება
  • შესაბამის პროგრამული უზრუნველყოფა
  • ინტერნეტი

შეგიძლიათ ნახოთ დამხმარე ვიდეოგაკვეთილები და უმორჩილესად გთხოვთ ტრენინგზე გამოცხადებამდე გაიმეოროთ წინა ტრენინგზე გავლილი მასალები:   
(გთხოვთ აუცილებლად გადაიმეოროთ მითითებული მასალა. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია სწორედ ამ პრობლემის გამო ვერ მოხვდეთ ამ მეტად მნიშვნელოვან ტრენინგზე. ტრენინგის დაწყებამდე  მოსინჯეთ, შეგიძლიათ თუ არა საქაღალდის ან მარტივი ტექსტის, პრეზენტაცის შექმნა, ელ-ფოსტაში მუშაობა, წერილის გაგზავნა და მიღება, ბლოგზე პოსტის დადება, სურათების ატვირთვა, ბმულის ჩასმა)  ​​​​​
​ 

ტრენინგის გრაფიკი:
კურსის ხანგრძლივობაა: 36 საათი 9  დღე (დღეში 4 საათი)  

ტრენინგის დაწყების თარიღს გაცნობებთ ელ-ფოსტაზე რეგეისტრაცის დასრულების შემდეგ

სიის პირველი 12  პედაგოგებისთვის ტრენინგი დაიწყება  ჩხოროწყუს N 1 საჯარო სკოლაში 2015 წლის 7 და 8 თებერვალს 12:00 საათზე.  

ტრენინგი დაიწყება 14:00 ზე და დასრულდება  18:00 ზე  
დილის ჯგუფი იმუშავებს მხოლოდ შაბათ-კვირას 10:00 დან 14:00 მდე.

ტრენინგის დანარჩენი დღეები და შეხვედრის ადგილი დაზუსტდება მოგვიანებით 





 კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატიმასწავლებლები ტრენინგის წარმატებით დამთავრების და სერტიფიკატის აღების შემთხვევაში მიიღებენ 1 კრედიტქულას. 



შეგიძლიათ გაეცნოთ კურსის პროგრამას:

 მოდული 1: პროექტებით სწავლება
 თემაპროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი

 მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
 თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე 
ორიენტირებული შეფასება
  
 მოდული 3: კავშირები
 თემა: ინტერნეტის გამოყენება წავლა-სწავლების პროცესში
  
 მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
 თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით

 მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
 თემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა  ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე
  
 მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების   გამოყენებით
 თემა: მასწავლებელიროგორც ფასილიტატორი
  
 მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
 თემა: შესწავლილის გაზიარება



ტრენინგის პროდუქტები:
  • ბლოგი;
  • სასწავლო პროექტი;
  • პროექტის ელექტრონული პორტფოლიო;
  • პრეზენტაციები;
  • ბუკლეტები;
  • შეფასების რუბრიკები;
  • ჩეკლისტები..
ტრენინგის მეთოდოლოგია:
აქტივობები:  აქტიური ლექცია,  გონებრივი იერიში,  პრეზენტაცია, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში (D-GP-IP), პრეზენტაცია, შებრუნებული საკლასო ოთახი,  პრაქტიკული სამუშაოები...
ტრენინგის ორგანიზების ფორმები – ჯგუფური,  წყვილებში მუშაობა, კონსულტაცია ინდივიდუალური.
პროგრამული უზრუნველყოფა
Ms Windows 7 (ან XP ან 8) MS-Office 2010(ან 13, ან 2007), Google Chrome, Gmail, Blogger, Mozila Firefox. easyquizzy.com. 

ტრენინგის სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური. (გთხოვთ სახლის კომპიუტერებზე პროგრამული უზრუნველყოფის ენები გადაიყვანოთ ან ქართულ ან ინგლისურ ვერსიაზე)



გისურვებთ წარმატებებს!

OneNote Class მასწავლებლებისთვის



დიდი ხანია OneNote-ის ქება დიდებას ვისმენ, მართლაც ბევრი რამ შეიძლება მასში საინტერესო იყოს და სხვათაშორის მასწებისთვისაც. ამ მხრივ თვითონ მაიკროსოფტიც დაინტერესდა და შესაბამისაც ცალკე ვებგვერდიც კი შემქნა. უჩვეულო კი ამ ისტორიაში ისაა, რომ სერვისი უფასოა :) .

OneNote Class წარმოადგენს ოფის 365-ის უფასო აპლიკაციას. ის SharePoint Online საშუალებით ინტერნეტში სინქრონიზაციას უკეთებს სხვადასხვა მომხმარებელთა (მოსწავლეთა) ანგარიშებს. ეს „ფოკუსი“, კი პედაგოგს საშუალებას აძლევს უქაღალდო ეპოქაში უფრო ეფექტურად ასწავლოს ბავშვებს.

  ამ სერვისის დახმარებით პედაგოგს საშუალება აქვს შეამოწმოს საშინაო დავალება, ჩაატაროს ტესტირება (შეფასება), მოსწავლეებს მიაწოდოს ახალი მასალა, უფრო მარტივად წარმართოს ჯგუფური მუშაობა. თითოეულლი მოსწავლისთვის იქმება ცალკე სამუშაო გარემო, მაგრამ ჯგუფური მუშაობისთვის კლასში მაგიდების ხრიგინი არაა საჭირო.

სერვისი სამი მოდულისგან შედგება: ბიბლიოთეკა, მოსწავლეთა ჩანაწერები და ერთობლივი სივრცე. ბიბლიოთეკაში თავმოყრილია გაკვეთილის რესურსები, მოსწავლეების რვეულები (უკვე ელექტრონულები) განთავსებულია მოსწავლეტა ცანაწერებშ. აქ პედაგოგს შეუძლია გადაათვალიეროს ისინი ასევე ელექტრონულად. ხოლო ბოლო მოდულში  მოსწავლეები ერთობლივად მუშაობენ პროექტების თემებზე.


მაშ ბმულებს შევესიოთ

აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეგიძიათ ამ ბმულიდან
კიდევ ერთი საიტი
ეს დაყენების ინსტრუქციაა
ესეც იუთუბი



სამწუხაროდ ვიდეოგაიდების ქართული ვერსიები ჯერჯერობით ვერ ვიპოვე. ამიტომ ინგლისურებს შემოგთავაზებთ, თუ არ გამიბრაზდებით.

იდეებზე  და კითხვებზე კომენტარებში გამოვივლი. იმედია არ დაიზარებთ


ხანის აკადემია სკოლაში






  

სალმან ხანი საუბრობს იმაზე თუ როგორ და რატომ შექმნა შესანიშნავი Khan Academy. დიდი ყურადღებით სისტემატიზირებული ვიდეო გაკვეთილების სერიები, რომლებიც ფარავენ მათემათიკის მთელ სასწავლო პროგრამას, და ეხლა უკვე, სხვა საგნებსაც. ის გვიჩვენებს ინტერაქტიული დავალებების უპირატესობას და მოუწოდებს მასწავლებლებს განიხილონ ტრადიციული სწავლების "გადატრიალებული" მოდელი - მისცენ ვიდეო გაკვეთილები სახლში საყურებლად და "საშინაო დავალება" კლასში გააკეთონ, საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებლის დახმარებით.


 ეს კი აკადემიის ლოგოა