-->

ბლოგერების კონკურსი სტუდენტებისთვის


ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო აცხადებსბლოგერების კონკურსს სტუდენტებისთვის
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო აცხადებს კონკურსს ბლოგერების სამი გუნდის შესარჩევად. პროექტი ხორციელდება  მასობრივი კომუნიკაციების, ჟურნალისტიკისა და სოციალური მეცნიერებების წამყვან ინსტიტუტებთან და სკოლებთან თანამშრომლობით. თითოეულ გუნდში გაერთიანდება  3 ბლოგერი  (სულ 9 ბლოგერი), რომლებიც იმუშავებენ აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტით გათვალისწინებული პროექტების შესახებ ბლოგების შექმნისა და ონლაინ პოსტების მომზადებისთვის.
პროგრამის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ახალი ცოდნა აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული მეორე კომპაქტის შესახებ, გაეცნონ საქართველოს და აშშ-ის განათლების სექტორში მიმდინარე სიახლეებს და დაამყარონ ახალი კავშირები, როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში.
ბლოგერების პროგრამის ხანგრძლივობაა ერთი წელი.
ყველა ბლოგერი დაჯილდოვდება პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატით. წლის ბოლოს დაჯილდოვდებიან ის ბლოგერები, რომლებიც გამორჩეულნი იქნებიან პოსტების/ ბლოგების მნახველების უმაღლესი მაჩვენებლით.
ბლოგერების პროგრამის მიზანია:
  • ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა ახალი მედიის მეშვეობით;
  • ბლოგერების კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
  • მისცეს შესაძლებლობა სტუდენტებს საქართველოში, გამოიყენონ თავიანთი განათლება პრაქტიკაში.
განაცხადის წარმოდგენის პროცესი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე და ჟურნალისტური ნამუშევრის ორი ნიმუში (ერთი ქართულ და ერთი ინგლისურ ენაზე) გამოგვიგზავნოთ ელფოსტის მეშვეობით:info@mcageorgia.ge. კანდიდატები შეფასდებიან გამოცდილებისა და წერის უნარების მიხედვით.  ელ–ფოსტის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ: Communications Fellowship Application.
დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 4 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ფონდის ბიზნესთან, მთავრობასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორს, გორგი კოპალეიშვილს, ტელ.: 595 298989; ელ–ფოსტა: gkopaleishvili@mcageorgia.ge.
კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
  • იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • იყოს სტუდენტი (ნებისმიერი კურსის და პროგრამის);
  • ფლობდეს ინგლისურ და ქართულ ენებს მაღალ დონეზე და ჰქონდეს ძალიან კარგი წერითი უნარები;
  • მოახდინოს ქვემოთ მოცემული მოთხოვნების შესაბამისი გამოცდილებისა და აკადემიური წერითი უნარების დემონსტრირება გასაუბრების დროს და წარმოდგენილი საბუთების მეშვეობით.
ბლოგებსა და პოსტებზე მოთხოვნები:
  • ყველა პოსტი უნდა იყოს იმ გზავნილთან (მესიჯთან) თანხვედრაში, რომელიც დეტალურადაა გაწერილი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს  კომუნიკაციის გეგმაში და წინასწარ მიეწოდება თითოეულ შერჩეულ კანდიდატს;
  • გამოქვეყნებამდე ყველა ნამუშევარი უნდა გაუზიაროთ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს საზოგადოების ურთიერთობის დირექტორს;
  • ბლოგერებს უნდა შეეძლოთ პოსტის, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე დაწერა;
  • სასურველია, ბლოგერებმა, საკუთარი პოსტების გარდა, გამოაქვეყნონ პროგრამაში მონაწილე კოლეგა ბლოგერების ნამუშევრებიც საკუთარ სოციალურ მედია არხებზე;
  •  საჭიროებისამებრ, ბლოგერებს ექნებათ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის თანამშრომლებთან კომუნიკაცია და ფონდის პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შესრულების ადგილებთან წვდომა;
  • ბლოგერები თავად გასწევენ  სამუშაოსთან დაკავშირებულ ხარჯებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოუხდებათ რეგიონში მგზავრობა;
  • ყველა ინტელექტუალური საკუთრება, რომელსაც ბლოგერები შექმნიან პროგრამის ფარგლებში, იქნება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს საკუთრება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საავტორო უფლების შენარჩუნება წინასწარ, წერილობით იქნება შეთანხმებული ფონდთან.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს შესახებ
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო ახორციელებს პროგრამებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით საქართველოში.
პროგრამები დაფინანსებულია აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში. კომპაქტი წარმოადგენს 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობასა და სიღარიბის დაძლევას. კომპაქტი არის აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული  საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობის მიერ. კომპაქტი მიზნად ისახავს  საქართველოს ეკონომიკის ზრდის ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრას ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში სტრატეგიული ინვესტიციის განხორციელებით, რაც თავის მხრივ, გააძლიერებს განათლების ხარისხს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დისციპლინებში.
კომპაქტის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი პროგრამები.  შესაბამისად,ბლოგები და სტატიები/პოსტები უნდა ფარავდნენ შემდეგ საკითხებს:
უმაღლესი განათლების ხარისხის გაძლიერება საბუნებისმეტყველო,საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დისციპლინებში:  ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი გულისხმობს 30  მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას უმაღლეს განათლებაში, რათა ხელი შეეწყოს ამერიკული და ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტების პარტნიორობის ჩამოყალიბებას კონსორციუმის ფარგლებში და საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამების განხორციელებას საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დისციპლინებში, საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით.
მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესება: კომპაქტი ითვალისწინებს 76 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას ზოგადი განათლების მიმართულებით, რაც გულისხმობს საქართველოში ზოგადი განათლების ხარისხის გაძლიერებას საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მეშვეობით; მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისა და ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების მხარდაჭერით.
პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის: კომპაქტის ფარგლებში მოხდება 16 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება  ადგილობრივი ეკონომიკისათვის შესაბამისი, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
სოციალური და გენდერული ინტეგრაცია: სოციალური და გენდერული უთანასწორობა მნიშვნელოვნად აფერხებს ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის აღმოფხვრას. შესაბამისად, მეორე კომპაქტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოციალური და გენდერული ასპექტების ინტეგრირებას პროექტების განხორციელების ყველა ეტაპზე.

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით