-->

პროექტი „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“




მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უერთდება გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტს „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“.

პროექტი გულისხმობს მოსწავლეებისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული “მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობას. ღონისძიების ფარგლებში გაკვეთილი მსოფლიოს სხვადასხვა სკოლებში ერთდროულად ჩატარდება.

ვინაიდან საერთაშორისო პროგრამა ინგლისურ ენაზეა, გაკვეთილს ჩაატარებენ ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლები წყვილში, შესაბამისად პროექტში მონაწილეობა აღნიშნული საგნის საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს შეუძლიათ. გაკვეთილი მიმდინარე წლის 19-23 სექტემბერს ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი საქართველოში მეორედ ხორციელდება. გასულ წელს „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ საქართველოს 30-მდე საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდა.

მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ 2 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით.


0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით