სტივ ჯობსის სამი ისტორია
აქაც იყოს ეფლის სექტანტი თაყვანისმცემლისგან ეს სტატია თქვენ გეძღვნებათ მისტერ ჯობსი ჩემთვის უდაოდ დიდი ადამიანია. უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ვის გარეშე წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო თანამედროვე კომპიუტერი და ოპერაციული სისტემები :) ამის გარდა კი — მოაზროვნე პიროვნება, შესანიშნავი მარკეტოლოგი და უბრალოდ თავზეხელაღებული ჰიპი, რომლის ახირებებმა ბევრ სფეროში ეპოქა შექმნა. 2005 წელს სტივ ჯობსმა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოსვლა წაიკითხა სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან — სამი პატარა ისტორია საკუთარი ცხოვრებიდან, რომელიც ჩემზე, ყოველი მოსმენისას, ძალიან პოზიტიურ და გამომაცოცხლებელ ეფექტს ახდენს. Bon Appétit. :) * * * ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო დღეს აქ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიალზე. თუმცა, მე უმაღლესი არ დამიმთავრებია. სიმართლე რომ ვთქვა, დღემდე ასე ახლოს არც ვყოფილვარ უნივერსიტეტის დამთავრებასთან. დღეს მინდა სამი ისტორია მოგიყვეთ ჩემი ცხოვრებიდან. სულ ეს არის. დიდი არაფერი. უბრალოდ, სამი ამბავი. პირველი ისტორია...