რატომ წერდნენ ძველ შუამდინარეთში თიხაზე? ძალიან უბრალო მიზეზის გამო: მესოპოტამიში თიხის გარდა არ მოიპოვებოდა სხვა მასალა, რაც შეიძლებოდა საწერად გამომდგარიყო. ეგვიპტეში წერდნენ განსაკუთრებული ლერწმისაგან დამზადებულ პაპირუსზე. ასეთი ლერწამი უხვად ხარობდა ნილოსის ნაპირებზე. ჩინეთში წერდნენ ბამბუკზე, ხოლო ძვ.წ. მეორე საუკუნიდან ბრინჯაოს ქაღალდზე, რომელიც პირველად ჩინელებმა დაამზადეს. რომში წერდნენ პერგამენტზე, პაპირუსზე და გასანთლულ ფრიფიტებზე. დიდ ნოვგოროდსა და ძველი რუსეთის სხვა ქალაქებში წერდნენ არყის ხის ქერქზე – იაფ და მკვიდრ მასალაზე, რომელიც მისაწვდომი იყო მოსახელობის ფართო ფენებისათვის. მესოპოტამია კი მდიდარი იყო თიხით. იღებდნენ თიხის ნაჭერს, კარგად ზელდნენ, სქელი, ბლანტი ცომი რომ მიეღოთ. აძლევდნენ მას სასურველ, – ხშირად, სწორკუთხა ფილების ფორმას. ჩვეულებრივ, მათი სიგრძე ერთნახევარჯერ – ორჯერ მეტი იყო სიგანეზე.თიხა რომ ოდნავ შეშრებოდა, “ქაღალდი” საწერად მზად იყო. “ფანქრები” და “კალმები” განუსაზღვრელი რაოდენობით იყო. ლერწმის ჯოხი ცვლიდა ჩვენს საწერ მოწყობილობას. ყელაზე მოხერხებული ...