ევროკომისიამ განაცხადა, რომ დაიწყებს გამოძიებას იმ ფაქტის შესახებ, თითქოს Google ვებ საძიებო სიტემების ბაზარზე თავის დომინანტურ მდგომარეობას იყენებს და კონკურენტი სერვისების შესახებ რეიტინგებს ამცირებს ძიების საკუთარ შედეგებში. საჩივრებით ევროკომისიას ბრიტანულმა Foundem და ფრანგულმა ejustice.fr მიმართა. ბრიტანული საძიებო სისტემა აცხადებდა, რომ Google -ში ძებნის ალგორითმი ამცირებს მის შემადგენლობას, რაც იწვევს აუდიტორიის გარკვეული ნაწილის დაკარგვას. ამავდროულად Microsoft და მისი კუთვნილი სერვისი Ciao! Google-ის კონტექსტური რეკლამის სერვისის AdSense-ის პირობებს უჩივის. საჩივარში ამას გარდა ნათქვამია, რომ, ევროკომისიამ აგრეთვე რეაგირება მოახდინა საძიებო სისტემის პროვაიდერების საცივარზე, იმის თაობაზე, რომ Google მათ მონაცემებს საკუთარ სერვისებთან შედარებით არახელსაყრელი სახით წარმოაჩენს. განაცხადა რა გამოძიების დაწყების შესახებ, ევროკომისიამ გამოკვეთილად განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ გააჩნია რაიმე მნიშ[ნელოვანი ხელჩასაჭიდი მტკიცებულება Google ბრალეულობის შესახებ. ხოლო Google კონცერნის წარ...