Posts

Showing posts from January, 2016

რეგისტრაცია ტრენინგზე ინტელის ძირითადი კურსი პროექტებით სწავლება. გაზაფხული 2016

Image
ამ პოსტით მინდა გაცნობოთ  ინტელის ტრენინგების  რეგისტრაციის შესახებ მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლებისთვის. (ზუგდიდში ყველა ადგილი დაკავებულია) ტრენერი: გერმანე (დათო) მალანია ფოთში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხობის სკოლის პედაგოგებსაც, რომელთათვისაც ფოთში სიარული უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ხობში. ასევე სვანეთის პედაგოგებს ნებისმიერ დროს ნებისმიერ ტრენინგცენტრში შეუძლიათ გამოცხადება. შესაძლებელია ხაიშში ან მესტიაში მაის-ივნისში ჩატარდეს  ტრენინგი 4 ჯგუფისთვის. "ინტელის ძირითადი კურსი   პროექტებით სწავლება".  მონაწილეთა  შერჩევის აუცილებელი კრიტერიუმები: 1. პედაგოგს გავლილი აქვს: მპგეც მიერ ორგანიზებული ტრენინგები   "კომპიუტერის საბაზო კურსი"                 და "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში".  2. პედაგოგს შეუძლია: ტექსტების მომზადება პრეზენტაციის მომზადება ელექტრონულ ფოსტაში მუშაობა; (მხოლოდ gmail.com) ბლოგზე მასალებ...

IP მისამართი (არაა დაწყებულიც კი)

მანამდე ნახეთ ვიკიპედია ქსელი და ქვექსელი TCP/UDP

bluetooth – ბლუთუზი და მისი საინტერესო ისტორია

Image
დღეს ყველა პაწუკამ იცის რომ ეს ბლუთუზის ნიშანია და ამ ნიშნის დაჭერით შესაძლებელია სურათების, მუსიკის, თამაშების გაცვლა ტელეფონებს შორის. მაგრამ მხოლოდ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის რომ ეს სახელი საკანდინავიური სიტყვა  Blåtand-(ლურჯკბილა)-სგან წარმოსდგება. ოდესღაც ასე ეძახდნენ ჰერალდ I ბლუთუსს, რომელიც დანიაში  დაახლოებით ათასი წლის წინ ცხოვრობდა. ასეთი მეტსახელი მეფემ შავი წინა კბილის გამო მიიღო. ეს ადამიანი 1000 წლის წინ მეფობდა დანიასა და ნორვეგიის ნაწილში და ერთმანეთს დანასისხლად გადამტერებული პატარპატარა დანიური ტომები ერთ სამეფოდ გააერთიანა. იგულისხმება რომ ბლუთუსუც იგივეს უკეტებს კავშირის პროტოკოლებს (ოქმებს), როცა მათ აერთიანებს ერთ უნივერსალურ სტანდარტში.  Blå თანამედროვე საკნდინავიურ ენებზე მართალია ლურჯს ნიშნავს, მაგრამ შესაძლებელია ვიკინგების ხანაში ეს სიტყვა „შავის“ მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა.    ძველგერმანული დამწერლობის ნიმუში     ლოგო წარმოადგენს ორი ნორდული (სკანდინავიური) რუნის (ძველგერმანული დამწერლობის) Hagall ( ლათინური H) და...

როგორ მზადდება ინტელის პროცესორი

Image
ამავე ტემაზე შეგიძლიათ ნახოთ ჩემს მიერ მომზადებული მასალა, როგორ მზადდება ინტელის პროცესორები , რომელიც განთავსებულია ბლოგზე V-klasi.blogspot.com

რჩევები 2016 წლის ისტ ზამთრის გამოცდის მონაწილეებს

Image
droebiT   ფანჯრის ნახევარ ეკრანზე გაშლა WIN+<–  და WIN + –> (ვინდოზას და მარცხენა/მარჯვენა) კლავიშების გამოყენება რომ ფანჯრები გვერდიგვერდ განლაგდეს. ეს ფუქცია შეგიძლიათ გამოიყენოთ წორდის და პრეზენტაციის ფაილების გვერდიგვერდ დასალაგებლად ოფისში არის ფუნქცია VIEW-> View Side by Side (დოკუმენტების გვერდიგვერდ დალაგება). ეს ფუნქცია გამოგადგებათ როცა ვორდის დავალებას ასრულებთ პრეზენტაციაში მუშაობისას შესაძლებელია ასევე მთელი ინსტრუქცია დააკოპიროთ რომელიმე სალიდზე. მაგრამ მერე სლაიდის წაშლა არ დაგავიწყდეთ :) .  ინსტრუმენტების ლენტი თუ გაქრა, მენიუს ზოლში (ვთქვათ HOME წარწერას) დააჭირეთ 2–ჯერ სწრაფად 2015 წლის გამოცდაზე პირველი დავალება იყო ვოდის ფორმატში .DOCX მეორე დავალება ექსელის .XLSX ფორნატში და მესამე დავალება ისევ ვორდის ფორმატში .DOCX  ასევე გამოყენებული იყო Windows 7 და MS Office 2007 . ექსელში ყურადღება მიაქციეთ რომ ათობითი (მათემატიკური)  მძიმე, სასვენი ნიშანი მძიმე და წერტილი სხვადასხვა სიმბოლოებია და სხა...

2016 წლის იანვრის ისტ-ის გამოცდის კონსულტაციების გრაფიკი

Image
კონსულტაციები დამთავრებულია.  ამ პოსტში უკვე დასრულებული კონსულტაციების ჩანაწერებს შეგიძიათ გაეცნოთ. ამ პოსტში მოცემული იქნება 2016 წლის ისტ-ის პედაგოგთა გამოცდის კონსულტაციების პროგრამა და გრაფიკი. პროგრამის თითოეულ პუნქტზე არის ცალცალკე ბმული, სადაც დეტალურადაა გაშლილი ყველა საკითხი. ყველა მასალას აქვს ბმული, რომელიც შეიძლება იყოს ან პოსტი, ან პრეზენტაცია, ან ვიდეოგაკვეთილი და ა.შ.. კონსულტაციის დაწყებამდე გთხოვთ გაეცნოთ კონსულტაციის დღის პროგრამას, შემოთავაზებულ ვიდეო თუ ტექსტურ მასალას. თუ რომელიმე საკითხზე გსურთ ყურადღების გამახვილება, გთხოვთ შესაბამის პოსტს დაურთოთ კომენტარი. ასევე კონსულტაციის მიმდინარეობის დროს შესაძლებელი იქნება კითხვების დასმაც. თუ მითითებულ დროს ბმული გაითიშება ან არ იმუშავებს დაარეფრეშეთ გვერდი და თავიდან სცადეთ. გვერდის დარეფრეშება შესაძლებელია კლავიატურაზე F5 კლავიშაზე დაჭერით ___________________________________ შემდეგი ბმულები მოგვიანებით ჩაირთვება ვიდეოს ჩასართავად დააჭირეთ  Hangouts -ის ბმულს (ჩაირთ...

მადლობები

Image
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში მედგა, მითანაგრძნობდა თუ მეხმარებოდა მთელი ამ კონსულტაციების განმავლობაში მადლობა ყველა იმ ავტორს, ვისი მასალებიც ბლოგზე არის გამოყენებული და წინააღმდეგი არ არის მათი შემდგომი გამოყენების, თითოეულ ასეთ პოსტზე მითითებულია ავტორი და წყარო კანონის მოთხოვნების შესაბამისად. თუ ბლოგზე ძალაუნებურად აღმოჩნდება მასალა, რომელიც არღვევს რომელიმე ავტორის უფლებებს, გთხოვთ მომწეროთ ან მაცნობოთ ამის შესახებ. გისურვებთ წარმატებებს!

4. ოპერაციული სიტემა და მისი ფუნქციები

Image
droebiT, გთხოვთ კონსულტაციის დაწყებამდე: 1. დაასრულეთ წინა პოსტის დავალებები 2. წაიკითხეთ კონსულტაციის დღის თემატიკა, ასევე მნიშვნელოვანია სრულად გაეცნოთ ბმულებზე არსებულ მასალას. გთხოვთ კომენტარებში აღნიშნოთ, კონსულტაცისას რომელ თემაზე გსურთ ყურადღების გამახვილება, ან რაიმე დეტალის დაზუსტება. 3. ჩამოტვირთეთ ამ თემაში გამოსაყენებელი ფაილები (დავალებები ჯერ არ არის) თემა:   ოპერაციული სისტემა და მისი ფუნქციები 1.   კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა. პროგრამული   უზრუნველყოფის იერარქიული სტრუქტურა;  2.   ოპერაციული სისტემის დანიშნულება და მისი კომპონენტები;     ბმული 1 , ბმული 2, ბმული 3 3.    ოპერაციული სისტემის სამომხმარებლო  ინტერფეისის   გრაფიკული ელემენტები  და მათი დანიშნულება.  გრაფიკული ელემენტებთან ინტერაქცია თაგვის საშუალებით; 4.    მონაცემთა დაცვა და უსაფრთხოება. მომხმარებლების ავთენტიკაცია და ავტორიზაცია (ავთენტიკაცია: მომხმარებლის რეგისტრაცია სისტემაში და მის...