კონკურსი კრეათონი
წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით აცხადებს „კრეათონს“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები 12 საათის განმავლობაში ერთმანეთს შეეჯიბრებიან საუკეთესო კონცეფციის შექმნაში. კრეათონი მოიცავს სამ მიმართულებას: · ლოგოს დიზაინი (გრაფიკულად აწყობილი); · საიტის კონცეფცია (ვიზუალური დიზაინი); · მოკლემეტრაჟიანი ვიდეოს იდეა/კონცეფცია. თემატიკა მონაწილეებს განესაზღვრებათ უშუალოდ კრეათონის დაწყებისას. კრეათონი არის „მარათონის“ ტიპის ღონისძიება, სადაც მონაწილეები მოკლე დროში ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მუშაობენ კონკრეტული დავალების კრეატიულად შესრულებასა და ახალ იდეებზე. გუნდის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამ ადამიანს. 12 საათიანი მუშაობის შედეგს აფასებს კომპეტენტური ჟიური. თითოეული მიმართულებით გამოვლინდება გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა ფულადი ჯილდო 1500 ლარის ოდენობით. ...