ტორენტ საიტები შეიზღუდება
როგორც ჩანს, რუსეთშიც გააცნობიერეს ტორენტ საიტებიდან მომდინარე საფრთხეები და გადაწყვიტეს მსგავსი საიტების დაბლოკვა. ამჯერად ამის გამო შავები არავის ჩაუცვია, (როგორც ეს ადრე ხდებოდა ვიკიპედიაზე და გუგლზე ). საბოლოოდ გადაწყვეტილია — რუტრეკერის დაბლოკვა გარდაუვალია. (ყველაზე მცირე, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი გადმოწერის სიჩქარე, და ისიც ალბათ რაღაც პერიოდი). მოგეხსენებათ, rutracker და nnmclub -მა დომენები და როგორც ჩანს ჰოსტებიც გაიტანეს რუსეთიდან. ამწუთას ორივე საიტზე არის ინსტრუქცია დაბლოკვის არიდების შესახებ. მაგრამ ესეც მხოლოდ რამდენიმე ხანი იმუშავებს (ალბათ). ფაქტია, რომ არალიცენზირებული პროდუქტების გავრცელებას ნებისმიერი სახელმწიფო უნდა შეეწინააღმდეგოს. (სახელმწიფო კანონის დაცვაზე დგას). მეორე მხრივ ეს გაზრდის უფასო ლიცენზირებულ პროდუქტებზე (მაგ. ლინუქსის ტიპის) მოთხოვნას. რაც ასევე მისასალმებელია. უბრალოდ, დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ფასიანი პროდუქტები მნიშვნელოვნად წინ არიან წასული მათ უფასო ანალოგებთან შედარებით. სკეპტიკოსების საყურადღებოდ ვიტყვი, რომ უფასო ...