Posts

Showing posts from February, 2018

ეს ნამდვილად კრიპტოვალუტაა? (ტესტი)

Image
ქართულ განათლებაში ტესტები ფაქტობრივი ცოდნის გასაზომად გამოიყენება. თუმცა ტესტებს მრავალმხრივი გამოყენება აქვთ. ტესტების სასწავლო მიზნებს გუგლ ფორმების ვიდეოინსტრუქციებშიც შევეხე გაკვრით. ამჯერად კი ასეთი ტესტის ნიმუშების სერია მინდა შემოგთავაზოთ დათოს ბლოგზე. ვფიქრობ კვირაში ერთი სასწავლო ტესტი დავდო ტექნოლოგიების თემებზე. დასაწყისისთვის მინდა შემოგთავაზოთ კრიპტოვალუტის და მიმების თემა. მცირე ექსკურსი; ბლოკჩეინი  (ვიდეო, ქართ.) ბითკოინი შეიქმნა 2008 წელს და წარმოდგენს ვირტუალურ კრიპტოგრაფიულ ვალუტას, რომლის შექმნა კომპიუტერული ქსელის საშუალებით და რთული მათემატიკური პროცესების შედეგად ხორციელდება. ამ პროცესს მაინნგი ეწოდება. ეს ვალუტა ფიზიკურად არ არსებობს. ბიტკოინი საშუალებას იძლევა თანხა ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს გავუგზავოთ ყოველგვარი შუამავლის გარეშე და ამ უფასო ოპერაციას რამდენიმე წამი სჭირდება. ბიტკოინის გაყალბება შეუძლებელია. სატოში ბითკოინის ხურდა ფული. ის 100 ათასი სატოში უდრის 1 ბითკოინს. ალტკოინი არის ბითკოინის შემდეგ შექმნილი ყველა სხვა ...

გაქართულება vol.3

Image
წინა კვირას დათოს ბლოგის ფეისბუკ გვერდზე საკმაოდ აქტუალური იყო პროგრამების გაქართულების თემატიკა (2500მდე ადამიანი დაინტერესდა ამ თემით) ამიტომაც გთავაზობთ მესამე ვერსიას. ამჟამად წარმოგიდგენთ ვინდოუს 10 გაქართულებას. დიდი ხანია ეს ვიდეოგაკვეთილი ჩემს იუთუბ არზე დევს და ბარემ ბლოგზეც იდოს   ასევე თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს ჩემი სხვა პოსტები   ამავე ტემაზე 

html კოდის აკრეფის ტექნიკა

Image
პოსტების ამ სერიით დათოს ბლოგი გთავაზობთ ვებ დიზაინის გაკვეთილებს, რომლის სრული ვერსია განთავსებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ციფრული რესურსების პორტალზე . ვინაიდან ამ პორტალზე შეუძლებელია პროგრამული კოდების ან სხვადასხვა საჭირო რესურსების განთავსება, გადავწყვიტე ყველა პროდუქტი ერთად განმეთავსებინა, თანაც ისეთნაირად რომ საავტორო უფლებებიც არ დამერღვია. ანუ მე კი ვარ ამ ვიდეობის ავტორი, მაგრამ ეს ვიდეობი მასწავლებელთა სახლმა იყიდა და საავოტო უფლებები გააჩნია მასწავლებელთა სახლს. შესაბამისად, ამ ეტაპზე მე მხოლოდ მათთან შეთანხმების გარეშე ბმულების განთავსება შემიძლია. მომავალში შეიძლება ან ახალი ვიდეოები გავაკეთო, ან მასწავლებელთა სახლს შევუთანხმდე მათ განთავსებაზე. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაინტერესდებით თქვენ ამ თემით, ან საჭირო არის თუ არა ამ მასალის განთავსება დათოს ბლოგზე. კონკრეტულად ეს პოსტი ეძღვნება html კოდის აკრეფის თავსებურებას ვინაიდან HTML (და პროგრამული) კოდი თავისებურად იკრიფება. დააკვი...