Posts

Showing posts from September, 2020

დღეს გუგლი 20 წლის გახდა

Image
  იყო და არა იყო რა... გუგლზე უკეთესი რა იქნებოდა, ხოდა 1998 წლის 27 სექტემბერი იყო, როცა სტენფორდის უნივერსიტეტის ორმა Ph.D სტუდენტმა  ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა ინტერნეტ სამყაროს გუგლი წარმოუდინეს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ გუგლი ოფიციურად 1998 წლის 4 სექტემბერს უკვე დარეგისტრირებული იყო, მაგრამ უკვე ათეული წლებია, კომპანია თავის დაბადების დღეს 27 სექტემბერს აღნიშნავს... დღეს გუგლი 20 წლის გახდა. გარდა იმისა, რომ გუგლი შეუცვლელია, როგორც საძიებო სისტემა, მე ძალიან მართობს გუგლის სააღდგომო კვერცხები ,   ზევით კი დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი დუდლი შეგიძლიათ ნახოთ... შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ ქუჩის დათვალიერების რეჟიმში ესტუმროთ იმ ფარეხის, სადაც პირველი ოფისი იყო განთავსებული.  (აბა ველოსიპედს თუ იპოვით... ან კოლხურ სუროს) ფარეხი მენლო პარკშია განთავსებული და სიუზან ვოიციკს ეკუთვნის. ის სპეცაიალურად იმ მგომარეობაში მოიყვანეს, როგორც იყო 1998 წელს. აქ 90იანი წლების უამრევი გაჯეტია თავმოყრილი  (ამერიკისთვის დამახასიათებელი, კერასინკას ნუ ეძებთ ;) აუცილე...

ცარცი VS კომპიუტერი

Image
მოგესალმებით. მე დღეს კვლავ არ ვიქნები ფამილარული... თქვენ გუშინ გაკვეთილი ჩაატარეთ. ერთი, ორი, სამი, ზოგმაც ექვსი... მოდით სანამ პოსტის კითხვას შეუდგებოდეთ, კომენტარებში დაწერეთ, 2 მიზეზი, რატომ მოიყვანეთ თქვენი მოსწავლეები პირველ გაკვეთილზე და წამოაგდეთ თბილი ლოგინებიდან? .... თუკი თქვენს თავს ხედავ სკოლაში 5 წლის შემდეგ...მიეცით ხალხს განათლება, იმისთვის რომ საზოგადოება იყოს განათლებული, რადგან განათლებული საზოგადეობა ვერ იქნება ნახირი, რომლისთვის ყველაფერი მისაღებია, ხოლო თქვენ არ იქნებით მენახირე, ეს ისე, ზოგადად... 2006 წელს როცა ტრენერის რანგში სკოლაში შევედი თაგვის მარცხენა და მარჯვენა კლავიშის ინსტრუქციის შესაბამისად „დაწკაპებაზე“ განმავითარებელ შეფასებას ვაძლევდი — მა'ლადეც და ძალიან ბედნიერი ვიყავი. დღეს ვეუბნები: — თუკი ზამთრის მორიგ სუსხიან დილას აღმოაჩენთ, რომ საკლასო ოთახი ცარიელია, ე.ი. თქვენი გუშინდელი პრეზენტაცია არაეფექტური იყო. მეც დაგეთანხმებით, რომ თქვენ დიდი ჯაფა გაწიეთ, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია თქვენთვის. ნეტავ სად არიან ახლა თქვენი მოსწავლ...