Posts

Showing posts from April, 2024

გააქართულე 2024

Image
ეს პოსტი: bit.ly/gaaqartule2024  რეგისტრაცია: bit.ly/gaqartuleba24 კვირეულს წარმართავენ მოსწავლეები. მოსწავლეებს შეუძლიათ წარმოადგინონ პრეზენტაციები გაქართულების თემის ირგვლივ!   გაქართულება ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტია. ვფიქრობ რომ სასწავლო სივრცეში გამოყენებული პროგრამული პაკეტების გაქართულების გარეშე სრულყოფილი საგანმანათლებლო პროცესი ვერ იქნება. თუმცა პროგრამული პაკეტების გაქართულება ზოგადად გაქართულების პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. გთავაზობთ გაქართულების კვირეულის ღონისძიებების ჩამონათვალს:  ქართული შრიფტის შექმნა: ისტორია და მომავალი პროგრამული პაკეტების გაქართულება ხელოვნური ინტელექტის გაქართულება  ლინუქსის გაქართულება როგორ გამოვიყენოთ სათარგმნი პროგრამები მითები  ზოგადად კი ჩემთვის გაქართულება ნიშნავს ქართული ინტერფეისის მხარდაჭერას:  ოპერაციული სისტემებში პროგრამულ პაკეტებში საოფისე გრაფიკული მულტიმედია ბრაუზერებში ვებ გვერდებზე და სერვისებში (მაგ. ამაზონი)  აგეთვე: რეგიონალური პარამეტრების მხარდაჭერას (საზომი ერთეულები, ქალაღდის ზომა...

ჰარვარდის უნივერსიტეტის ვორკშოპი პედაგოგებისთვის:

Image
გაიარეთ რეგისტრაცია 26-2 9 ივნისს ჰარვარდის უნივერსიტეტი მართავს ყოველწლიურ ვორკშოპს სკოლაში კომპიუტერული მეცნიერების და კერძოდ CS50 სწავლების შესახებ    იმ პედაგოგებისთვის, ვინც ასწავლის კომპიუტერული მეცნიერების კურსს, ან მომავალ სასწავლო წელს ეცდება დანერგოს აღნიშნული კურსი.  ვორკშოიპს ატარებს ჰარვრდის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ მალანი საქართველოდან დაფინანსებული იქნება 15 პედაგოგის მგზავრობა, სასტუმრო, კვება და დასწრება. ანაზღაურდება კურსის დანერგვა ( ხელფასი ) , სახელმძღვანელოები და სხვა რესურსები. პროგრამა 3 წლიანია.  გაითვალისწინეთ, სამუშაო ენა ინგლისურია .  უნდა შეძლოთ უცხოელ კოლეგებთან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია, დისკუსიაში ჩართვა და გამოცდილების გაზიარება რეგისტრაცია