-->

ვინ 10 ვერსიები




ამ პოსტში რამდენიმე სიტყვით მინდა გესუბროთ მაიკროსოფტის უახლესი ოპერაციული  სისტემის MS Windows 10 ვერსიებზე (ინგლ.)  ამ ბმულზე გადასვლის შემდეგ თქვენ ნახავთ .PDF დოკუმენტს რომელშიც ვინდოუსის მეათე რედაქციის ვერსიები (ამ ტემას (რედაქციის ვერსიები :) )   ცხრილის სახითაა მოცემული. დოკუმეტი 4 გვერდიანია: პირველ მეორე გვერდზე მოცემულია ძირითადი ფუნქციები, რომლებიც ყველა ვერსიისთვის საერთოა. ხოლო მესამე და მეოთხე გვერდზე ბიზნეს ფუნქციებია ჩამოთვლილი.

რაც შეეხება ვერსიებს, ვინდოზა გამოდის


  • Home, 
  • Pro, 
  • Enterprise და 
  • Education 


ვერსიებად. Home ყველაზე სუსტია და მრავალი საინტერესო ფუნქცია სულაც არ აქვს.... ამიტომაც როცა მესამე და მეოთხე გვერდზე გადახვალთ,  Home სვეტი ძირითადად ცარიელია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფუნქციონალის თვალსაზრისით (ამ ცხრილის მიხედვით) არანაირი განსხვავება არ არის Enterpise და Education ვერსიებს შორის. ალბათ სხვაობა რირებულებაში და გავრცელების წესებშია.


სამწუხაროდ ამ ცხრილში არაფერია ნათქვამი OEM ვერსიებზე. არადა ქართული მომხმარებლებისთვის ეს პუნქტი საკმაოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჯერჯერობით მე მხოლოდ ცალ ხელზე შემიძლია ჩამოვთვალო ის ადამიანები ვინც საქართველოში Windows 10 იყიდა სრულ ფასად. (სხვათაშორის არც მე პ.ს. ჩასწორება 2020 წელი, უკვე მაქვს Pro ) მაგრამ საკმაოდ ბევრ ადამიანს აქვს OEM ვერსია სხვადასხვა დევაისების ყიდვის შედეგად. ამ ცხრილში ეს ფუნქციები იმიტომაც არ არის ჩამოთვლილი, რომ თითოეული OEM ვერსია ცალცალკე მოლაპარაკების საგანია. (ალბათ)

ძალიან, ძალიან მაინტერესებს და გთხოვთ კომენტარებში აღნიშნოთ აბა რომელ თქვენთაგანს

აქვს   WIN 10,
რომელი ვერსიაა,
რამდენად შეიძინეთ (თუ საიდუმლოა არ უპასუხოთ :)
როგორ შეიძინეთ


და 10 ლარიანებმა გთხოვთ თავი შეიკავოთ.......

მე სანტას უნდა შევუკვეთო  (ამისრულათქო, ხომ დავწერე)





დამატებით ნახეთ  ვინდოუს 10ის ვერსიები ვიკიზე 

2 კომენტარი :

თქვენს პოსტზე http://datomalania.blogspot.com/2015/12/10.html სადაც საუბარია ვინდოუს 10 ზე, ჯერჯერობით ახალი პროდუქტია და ეტყობა არაა საკმაოდ პოპულარული

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით