თაგუნას დაბუდაბი

რამდენიმე წამის წინ თქვენ თაგვის მარცხენა კლავიშზე მარტივად დააწკაუპენეთ და ახლა ამ ტექსტს კითხულობთ. სწორედაც პირველი თაგვის დაბადებას ეხება ეს პოსტი: 1968 წლის 9 დეკემბერს ვინმე დუგლას ენგელბარტმა (ინგლ. Douglas Carl Engelbart) სტენფორდის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მიერ მოწყობილ გამოფენაზე The Mother of All Demos წარმოადგინა "X-Y პოზიციის ინდიკატორი დისპლეი სისტემებისთვის". სწორედ ასეთი დასახელებით 1967 წელს დუგლასმა განაცხადი შეიტანა ხის კორპუსში მოთავსებული ორი მეტალის ბორბლიანი მოწყობილობის დაპატენტებაზე. ეს მოწყობილობა დუგლასმა ბილ ინგლიშთან ერთად შეიმუშავა რამდენიმე წლით ადრე. აღნიშნულ მოწყობილობაზე პატენტი ნომრით 3541541 1970 წელს გაიცა. მოგვიანებით ენგელბარტმა განაცხადა, რომ ამ მოწყობილობას "თაგვი" იმიტომ შეარქვეს, რომ სადენი, რომელიც მისი უკანა მხრიდან გამოდიოდა, კუდს ჰგავდა.


პირველი კომპიუტერი, რომლის შემადგენლობაშიც თაგვი შედიოდა იყო Xerox 8010 Star Information System, რომელიც 1981 წელს გამოჩნდა. კომპანია Xerox-ის მღრღნელი 400 ამერიკული დოლარი ღირდა, რაც დღევანდელი ფასებით 1000$-ია. 1983 წელს Apple-მა გამოუშვა საკუთარი ერთღილაკიანი თაგვი კომპიუტერისთვის Lisa. ამ ვარიანტში თაგვის ღირებულება $25-მდე შემცირდა. თაგვები პოპულარულები Apple Macintosh და მოგვიანებით  IBM PC-ის ოს Windows სისტემებში გამოყენების გამო გახდნენ. დღეს თაგვი პერსონალური კომპიუტერის  ოთხიდან ერთ-ერთი ძირითადი მოწყობილობაა.

სურათები:








წყაროები:








თითქმის იგივე ტექტია

კომპიუტერთან მუშაობისას ყველა იყენებს თაგვს, ე.წ. მაუსს. თუ ის კარგად ფუნქციონირებს, მის არსებობას ვერც კი ვგრძნობთ და ალბათ არც ის მოგვდის თავში აზრად, ამ პატარა რაღაცის შექმნასაც რომ თავისი ისტორია აქვს. მის გამოგონების შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს, ხოლო ის, თუ ბოლო 46 წლის განმავლობაში, ანუ მისი თავდაპირველი სახის გამოშვებიდან დღემდე, რამდენი თაგვი იქნა წარმოებული, საერთოდ უცნობია.
ამ სფეროში მოღვაწეთა ერთი ნაწილის მტკიცებით, კომპიუტერის თაგვი ქსეროქსის ლაბორატორიაში შექმნეს. მეორენი კი ირწმუნებიან, რომ ის კომპანია ეფლის შეკვეთით დამზადდა.

სინამდვილეში თაგვი, იგივე X და Y პოზიციის ინდიკატორი, ანუ თაგვის ფორმის მანიპულატორი, 1964 წელს შეიქმნა. მაუსი სტენფორდის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელმა, დუგლას კარლ ენგელბარტმა გამოიგონა. ეგელბარტი წლების განმავლობაში ოპერაციული სისტემის – ონ ლაინ სისტემის – შექმნაზე მუშაობდა. მუშაობის პროცესში გაჩნდა ფანჯრული ინტერფეისის შექმნის იდეა, ხოლო თაგვი გაკეთდა, როგორც შესაძლო მანიპულატორი ფანჯრებთან მუშაობისას. რეალურად ამ მანიპულატორის შექმნის იდეა 1963 წელს გაჩნდა, ხოლო 1964 წელს პირველი მოქმედი პროტოტიპი დაამზადეს.

პირველი კომპიუტერული თაგვი ხელით დამზადებული ხის კოლოფი იყო, რომლის შიგნით ორი პერპენდიკულარული ბორბალი და ღილაკი იყო მოთავსებული. თაგვის მოძრაობისას ბორბალი მაგიდაზე გადაადგილდებოდა და მოწყობილობის მოძრაობის მიმართულების და სიდიდის განსაზღვრის საშუალებას იძლეოდა. ეს მონაცემები ეკრანზე კურსორის მოძრაობას ემთხვეოდა.

1968 წლის 9 დეკემბერს პირველად გაიმართა ონ ლაინსისტემის და მასთან ერთად თაგვის პროტოტიპის დემონსტრირებაც. 1970 წელს კი ენგელბარტმა პატენტი მიიღო დისპლეის სისტემის X და Y კოორდინატორის ინდიკატორზე.

ენგელბარტი მანიპულატორის შექმნაზე მარტო არ მუშაობდა, მან მხოლოდ გამოიგონა თაგვი, იდეა კი პრაქტიკულად მისმა მოსწავლემ, ბილ ინგლიშმა განახორციელა.

მოგვიანებით ჯეფ რალიფსონმა არსებითად გააუმჯობესა თაგვის კონსტრუქცია და მისთვის პროგრამული უზრუნველყოფაც შეიმუშავა. შემდგომი ნაბიჯი 1972 წელს გადაიდგა. გაუმჯობესებული თაგვი ბილ ინგლიშმა შექმნა, რომელიც ენგელბარტის ლაბორატორიიდან კვლევით ცენტრში გადავიდა სამუშაოდ. ამჯერად კორპუსის დიზაინი თანამედროვე მაუსისას დაემსგავსა.

მე-20 საუკუნის 80–იან წლებამდე თაგვი ეგზოტიკურ მოწყობილობად რჩებოდა. 1983 წელს არსებობდა თაგვის სხვადასხვა მოდელის მწარმოებელი და გამყიდველი 10–მდე კომპანია. მაუსი საკმაოდ ძვირი ღირდა. მაგალითად, კომპანია ზე მაუს ჰაუზის თაგვები 400 დოლარამდე ღირდა (პლუს 300 დოლარი თაგვის შესაერთებლისათვის). სიძვირეს თაგვის რთული მექანიკური მოწყობილობა განაპირობებდა.

1970 წელს კომპანია ეფლმა შექმნა პერსონალური კომპიუტერი მაკინტოში. მისთვის სტივ ჯობმა 20–30 დოლარამდე თვითღირებულების მაუსები შეუკვეთა. შედეგად თაგვი დაიხვეწა და თანამედროვე სახე მიიღო. კომპიუტერულმა თაგვმა პოპულარობა სწორედ ეფლ მაკინტოშის კომპიუტერების მეშვეობით მოიხვეჭა.


რაც შეეხება ამ მოწყობილობის სახელწოდებას, ენგელბარტი მუდამ აღნიშნავდა: არ ვიცი, რატომ შევარჩიეთ სახელწოდებად თაგვი. ეს უეცრად მოხდა და ახლა მისი შეცვლა აღარ შეგვიძლია. 1968 წელს ენგელბარტმა თავისი გამოგონებისთვის 10.000 დოლარი მიიღო. 2000 წლის 1 დეკემბერს ენგელბარტი უამრავი გამოგონებისათვის, მათ შორის მაუსისთვისაც, ტექნოლოგიის ნაციონალური მედლით დაჯილდოვდა (მეცნიერთა უმაღლესი ამერიკული ჯილდო).

Comments

  1. არ უყურებ თაგუნას რაები უქნია? :)

    ReplyDelete
  2. მიხარია რომ მოგეწონათ

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024