ტრენინგები 2018



ისტ მიმართულებით გამოცხადდა რეგისტრაცია შემდეგ  ტრენინგმოდულებზე: (ასევე გთხოვთ ეს ინფორმაცია გადასცეთ თქვენს კოლეგებს)

1. ისტ გამოყენება სასწავლო პროცესში (2 კრედიტქულა, 8 დღე 4სთ)

რეგისტრაცია

2. ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება. (2 კრედიტქულა, 9 დღე 4სთ)


რეგისტრაცია 

3. ასევე ისტ საგნობრივი ტრენინგი: ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ისტ-ში  (16 საკონტაქტო საათი 3 დღე 4-6-6)

რეგისტრაცია:

ტრენინგები განკუთვნილია საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებლებისათვის და სქემაში ჩარტული კერძო სკოლების მასწავლებლებისათვის.

რეგისტრაცია სრულდება 29 აპრილს. ერთდროულად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ რამდენიმე ტრენინგზე

დეტალურად:

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში

ტრენინგზე დასწრების წინა პირობა:

მონაწილეს უნდა ქონდეს კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარ-ჩვევები: ტექსტის აკრეფა/რედაქტირება, ინფორმაციის შენახვა, კომპიუტერში შენახული ინფორმაციის მოძიება.
არ უნდა ქონდეს გავლილი  აღნიშნული ტერნინგკურსი, ან 1:1 ელექტრონული სწავლების დანერგვის ტრენინგკურსი.
ტრენინგზე გაეცნობით: ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში,  ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის  ამოცანების შესაბამისად:  ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად; გაკვეთლის დაგეგმვას ისტ-ის გამოყენებით; ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად; ისტ-ის საშუალებით მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას; კლასის მართვას ისტ-ის გამოყენებისას.
ტრენინგის ხანგრძლივობა:  32 საკონტაქტო საათი. (8 დღე- დღეში 4 საათი) აღნიშნული კურსის სრულად გავლის შემთხვევაში მოგენიჭებათ 2 კრედიტქულა

ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება.

ტრენინგზე დასწრების წინა პირობა: 
გავლილი ქონდეს ტრენინგკურსი "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში", ან 1:1 ელექტრონული სწავლების დანერგვის ტრენინგკურსი.
 არ ქონდეს გავლილი წინა წლებში ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება.
ტრენინგზე გაეცნობით: სასწავლო პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს; სასწავლო პროექტების განხორცილებისას ისტ-ის ინტეგრირების საკითხებს ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული  სტანდარტის შესაბამისად;  ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვას, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება; პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომებს;  პროექტის  პროტფოლიოს შექმნას და გამოქვეყნებას ბლოგზე.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 36 საკონტაქტო საათი. (9 დღე-დღეში 4 საათი) აღნიშნული კურსის სრულად გავლის შემთხვევაში მოგენიჭებათ 2 კრედიტქულა

ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ისტ-ში

ტრენინგზე   პედაგოგები გაეცნობიან:  მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს, ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით დაადგენენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი, დახვეწენ ტესტის შევსების ტექნიკას, შეძლებენ საგნობრივი ცოდნის მობილიზებას.
ტრენინგი მოიცავს: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემდეგ საკითხებს: ციფრული მოწყობილობები და მასთან დაკავშირებული კომპონენტები, ტექსტური რედაქტორი, ოპერაციული სისტემები და მონაცემთა ორგანიზების ფორმები, პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფა, საპრეზენტაციო პროგრამა, ელ.ფოსტა და მასთან დაკაშირებული სერვისები, გრაფიკული რედაქტორი, ციფრული ინფორმაციის გამოყენების ეთიკური და სამრთლებრივი ნორმები, ინფორმატიკის საფუძვლები, ელექტრონული ცხრილები.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 16 საკონტაქტო საათი. (ტრენინგი ტარდება სამი დღის განმავლობაში, შემდეგი სქემით:4-6-6 სთ)




Comments

  1. საინტერესოა

    ReplyDelete
  2. ვერ ვაკეთებ რეგისტრაციას ... გავლილი მაქვს მარტო ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში და მინდა დავრეგისტრირდე პროექტებით სწავლების ტრენინგზე

    ReplyDelete
  3. რამდენჯერ ვცადე მაგრამ, ბოლოს ინგლისურად მიწერს შეცდომას

    ReplyDelete
  4. სოფიო, იქნებ დაწეროთ რა შეცდომაა, ან დამირეკეთ

    ReplyDelete
  5. Whoops. Look like something went wrong.... რაღაც ამდაგვარს მიწერს

    ReplyDelete
  6. გამარჯობათ, მინდა დავრეგისტრირდე ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ისტ-ში ტრენინგმოდულზე, გავლის შემდეგ მომენიჭება თუ არა კრედიტქულა, მითითებული არ არის მანდ და იმიტომ ვკითხულობ. გმადლობთ.

    ReplyDelete
  7. maia, მოგესალმებით, ზოგადი კურსი ისტ-ში ბენეფიციარები არიან ისტ საგნის 2018 წლის გამოცდაზე დარეგისტრირებული პედაგოგები.

    ეს ტრენინგი კრედიტქულით არ ფასება. პედაგოგმა ზღვარი უნდა გადალახოს

    ReplyDelete
  8. სოფიო, მიხარია რომ გამოსწორდა სიტუაცია

    ReplyDelete
  9. გამარჯობათ, ვარ მოქმედი პედაგოგი, მაგრამ სქემაში არ ვარ ჩართული. დარეგისტრირებული ვარ საქნის გამოცდაზე და მაინტერესებს შემიძლია თუ არა დარეგისტრირება რომელიმე ტრენინგზე?

    ReplyDelete
  10. Tamo Tamo რეგისტრაციები ამ ეტაპზე დასრულდა. რაც შეეხება კონკრეტულად თქვენს რეგისტრაციას, უკეთესი იქნება მასწავლებელთა სახლის ცხელ ხაზზე დარეკოთ და გაარკვიოთ თქვენი სიტუაცია, ვინაიდან, მე არ ვიცი სრული ინგორმაცია თქვენზე

    ReplyDelete
  11. გამარჯობათ. ვიცი, რომ ამ ეტაპზე რეგისტრაციები დასრულებულია, მაგრამ შემდეგ ჯერზე როდის შეიმიძლია, რომ დავრეგისტრირდე?

    ReplyDelete
  12. სალამი!დავრეგისტრირდი ,,ისტ-ის გამოყენება სასწ.პროცესში,,...და თუ შეიძლება რომ მიპასუხოთ,როდის გაიმართება ეს ტრენინგი,აქ გამოქვეყნებულ სიაში ვერ მოვხვდი.

    ReplyDelete
  13. ქალბატონო ნესტან,

    ამ ეტაპზე ახალი რეგისტრაციების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ალბათ უმჯობესია მასწავლებელთა სახლში დარეკოთ

    ReplyDelete
  14. ქალბატონო თეა,

    თქვენ არ ხართ წალენჯიხის სიაში. გთხოვთ მიმართოთ მასწავლებლის სახლს

    ReplyDelete
  15. ჩხოროწყუდან ვარ....ანუ ჯერ წალენჯიხელებისთვისაა თუ?!

    ReplyDelete
  16. თეა, გამარჯობათ, დიახ, ამჯერად ტრენინგები წალენჯიხაში ტარდება. ჩხოროწყუში ლაბორატორია არ არის სადაც 12 კომპიუტერი და პროექტორი გვაქვს

    ReplyDelete
  17. მოგესალმებით!
    როდის ჩატადსება,ტრენინგები ბორჯომში,ან ახალციხეში?
    პატივისცემით


    ReplyDelete
  18. გამარჯობა!დარეგისტრირებული ვარ და რატომ არ მოვხვდი არცერთ სიაში? ჩხოროწყუში ლაბორატორია გახსნას უნდა დაველოდოთ თუ წალენჯიხაში მომიწევს სიარული?არც ეგაა პრობლემა,უბრალოდ სიაში ჩემს თავს ვერ ვნახულობ

    ReplyDelete
  19. გამარჯობათ! პედაგოგი არ ვარ მაგრამ ძალიან მაინტერესებს აღნიშნული ტრენინგ კურსი.შემიძლია რომ მივიღო მონაწილეობა?ჩამოთვლილ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებ

    ReplyDelete
  20. მოგესალმებით Unknown

    მადლობა დაინტერესებისთვის.

    ეს 2018 წლის ტრენინგების პოსტია. თანაც ეს ყველაფერი მოქმედი პედაგოგებისთვის იყო. ამიტომაც არის მითითებული...

    წარმატებას გისურვებთ

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე