მოკლედ დიდი ამბები იწევა ამ ინტერნეტში, უკვე საათი არ გადის ისე, რომ აღმაშფოთებელი სიახლე არ გაიგო. წინა 3 პოსტი გახსოვთ ალბათ. ახლა კი უკევ ჰაკერებმა წამოყვეს თავი. მართლაცდა ეს პრესტიჟის საქმეა. ხოდა ჰაკერების ბევრისთვის ნაცნობმა ჯგუფმა Anonymous განაცხადეს რომ 28 იანვარს ფაცეს დაბომბავენ. ყოველ შემთხვევაშჳ ასეა გაცხადებული, იმ ვიდეომიმართვაში, რომელიც ყუთუბეზე გამოჩნდა. თქვენ კი ფიქრობდით, რომ ვიკიპედიიის გარეშე ცხოვრებზე უარესი რა შეიძლება მოხდეს? :) ხეხ.... ”დაიწყო ომი Anonymous, მოსახლეობას და აშშ მთავრობას შორის”, ნათქვამია ვიდეოს დასაწყისში. ” მართალია SOPA და PIPAს- განხილვა კონგრესში გადაიდო, მაგრამ ჩვენ ეს გარანტიას სულაც არ გავძლევს, რომ ინტერნეტზე ჩვენი უფლებები დაცული იქნება”. მას შემდეგ, რაც აშშ მთავრობამ პარასკევს გათიშა ფაილების გაცვლის სიტემა Megaupload-ი, Anonimous-მა შეტევა განახორციელა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის საიტზე. ყუთუბზე ატვირთული ვიდეო შეიცავს მიმართვას ამერიკის მოქალაქეებისადმი, სადაც მათ სთხოვენ მონაწი...