გუგლის ახალი ლოგო v.2
როგორ მოხდა რომ გუგლის ახალი ლოგო მხოლოდ 305 ბაიტია ძველი 14 000 ბაიტის ნაცვლად ძველ ლოგოტიპში გამოყენებული იყო ე.წ. წვერებიანი შრიფტი (ტიპოგრაფიული ტერმინი არ მახსენდება, ალბათ სერიფი, და არც ვიცი ვის შეიძლება ვკითხო), რომელიც ბეზეს წირებითაა (მხებებით) აღწერილი. (ეს ტექნოლოგია მეოცე საუკუნის 60იან წლებში შეიმუშავეს რენოსა და სიტროენის კომპანიებში) . ასეთნაირად აღწერილ ლოგოს ტექსტში 100მდე საწყისი წერტილია, რის შედეგადაც მიიღება 6კბ (6 380 ბაიტი) ზომის ფაილი. მისი შეკუმშვით ფაილის ზომა მცირდება 2 კილობაიტამდე (2 145 ბაიტი). ახალი ლოგოს გამარტივებული ვერსია თითქმის მთლიანად შეიძლება აიგოს წრეწირების და მართკუთხედების გამოყენებით. (ნუსხური „g“-ს გარდა.) ამ სურათზეც კი ჩანს რომ მთელი ლოგო შეიძლება გამოისახოს: 10 წრეწირისაგან ( ორ-ორი ცალი თითო მთავრული G და ნუსხური g-სთვის, ორ-ორი ცალი თითო o-სთვის და ორ ცალი e-სთვის) 5 მართკუთხედისაგან ( 2 ცალი მთავრული G-სთვის, 1 ცალი ნუსხური l-თვის და 2 ცალი e-სთვის) 1 ფორმისგან, რომელიც აგებულია...