Posts

Showing posts from June, 2016

საიდან დავიწყოთ პროგრამირების სწავლა (ვიდეო, ENG)

Image
ნუთუ ვინმეს არგუმენტები სჭირდება იმისთვის, რომ თუ მოსწავლეს პროგრამირება შეუძლია, ის წარმატებული მოქალაქე იქნება? ნეტავ რომელ სვეტია ამ სიტყვის ადგილი ბლუმის ტაქსონომიაში? დღეს ყველაფრის პროგრამირება არის შესაძლებელი. შრომის ბაზარზე კიდევ უფრო იზრდება ამ კადრების დეფიციტი...  საქართველოშიც კი პირველი კურსის სტუდენტს თავისუფლად შეუძლია საათში 40 ლარის გამომუშავება და ასეთი სამუშაოს შოვნა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოდგენს. ამ პოსტით წარმოგიდგენთ სამ ვიდეოს, რომლებიც დაგეხმარებათ მიიღოთ გადაწყვეტილება საიდან დაიწყოთ, 2016 წელს რომელი ენებია პოპულარული და ა.შ. მასწებო, მოსწებო და მშობლებო, ყველას გადაეცით, რომ სწორედ ახლა  კოდის წერის დროა  

რამდენიმე ვიდეო პროგრამირების მოტივაციისთვის (ინგ)

Image
ხშირად ვამბობ და ფაქტია, სამყაროს განათლება გადაარჩენს. განათლება „უფასოდ, ყველასთვის და ყველგან“ (ს.ხ.) უნდა იყოს  მისაღწევი. ამ პოსტში თავი მოვუყარე რამდენიმე  ვიდეოს, სადაც საუბარია პროგრამირების შესწავლის თავისებურებებზე. გთხოვთ გამომეხმაუროთ კომენტარების დახმარებით, დაწეროთ და გამოხატეთ თქვენი აზრი....   

რამდენიმე ვიდეო პროგრამირების მოტივაციისთვის (ინგ)

Image
ხშირად ვამბობ და ფაქტია, სამყაროს განათლება გადაარჩენს. განათლება „უფასოდ, ყველასთვის და ყველგან“ (ს.ხ.) უნდა იყოს  მისაღწევი. ამ პოსტში თავი მოვუყარე რამდენიმე  ვიდეოს, სადაც საუბარია პროგრამირების შესწავლის თავისებურებებზე. გთხოვთ გამომეხმაუროთ კომენტარების დახმარებით, დაწეროთ და გამოხატეთ ტქვენი აზრი....   

გრაფიკული გამოსახულებების გამოყენება სასწავლო პროცესში

Image
მოდით, აბა სცადეთ ლექციური კურსით, ცარცით და დაფით აუხსენით თქვენს მოსწავლეებს ის რაც ვიდეოშია ნაჩვენები

ინტელის ტრენინგი აბაშა 06/2016 გრაფიკი

ტრენინგის გრაფიკი 20.06 23.06 27.06 30.06 04.07 06.07 08.07 11.07 14.07 ორშ ხუთ ორშ ხუთ ორშ ოთხშ პარ ორშ ხუთ

მპგეც ფიზიკის მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს

Image
წყარო: http://tpdc.gov.ge/?action=news&lang=geo&npid=586 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი , ქალაქ ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ფიზიკის მასწავლებელებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსში  მონაწილეობის მიღება შეუძლია  საჯარო სკოლის მოქმედ უფროს   ან  წამყვან  მასწავლებელს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში  არ არის ნამყოფი  ზემოხსენებულ კვლევით ცენტრში. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, ხოლო მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და წარადგენენ პრეზენტაციას. კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერონ სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები, ადგილზე ჩაატარონ სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინონ ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ...

ინტერნეტის აბრევიატურები (არაა ბოლომდე)

Image
* http ( h yper t ext t ransfer p rotocol) ჰიპერტექსტის გადაცემის პროტოკოლი, სწორედ ეს პროტოკოლი მუშაობს ვებგვერდებთან. * www ( w orld w ide w eb) მსოფლიოს გაფართოებული ობობას ქსელი, ანუ გლობალური სივრცე, ინტერნეტი. * internet - ინტერნეტი, ანუ საერთაშორისო ქსელი int ernational net (სიტყვა net - ქსელს ნიშნავს). * ftp ( f ile t ransfer p rotocol) - ფაილების სერვერზე გადაგზავნის პროტოკოლი (იყენებს ოცდამეერთე პორტს). * server - სერვერი, ჩვეულებრივ კომპიუტერთან შედარებით მძლავრი მანქანა, სადაც ინახება გარკვეული სახის ინფორმაცია და რომელიც მართავს ქსელს. * ip ( i nternet p rotocol) ინტერნეტ პროტოკოლი, რომლის საშუალებითაც ცნობენ ქსელში ჩართული კომპიუტერები ერთმანეთს. * dns ( d omain n ame s ystem) დომენური სახელების სისტემა, დომენი სახელია, რომელიც ip მისამართზეა მიბმული. * hosting - ჰოსტინგი, ინტერნეტში ვებგვერდების განთავსება, ანუ ლოკალური საიტის გლობალურ სივრცეში გადატანა, ასევე სხვადასხვა ფაილების ინტერნეტში განთავსება. * localhost - ლოკალური ჰოსტი (ჰოსტი ანუ ...

საინტერესო ფაქტები ინტერნეტზე

Image
მსოფლიოს ინტერნეტ ქსელმა ადამიანის ყველა სფეროში ჰპოვა გავრცელება. აქ ადამიანები სწავლობენ, მუშაობენ, ისვენებენ, ეცნობიან, ურთიერთობენ. ალბათ, პლანეტაზე მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია დარჩენილი, რომელმაც ინტერნეტის შესახებ არაფერი არ იცის.  მილიონობით ადამიანი გაცილებით უფრო ხშირად სარგებლობს ინტერნეტით, ვიდრე ტელევიზორით ან რადიოთი. პრაქტიკულად ყველა დარეგისტრირებულია სოციალურ ქსელში. ინტერნეტის საშუალებით დღეს უამრავი პრობლემის გადაჭრა შეიძლება მარტივად, მისი საშუალებით ხდება ინფორმაციის გადაცემა, მისი წყალობით გაადვილდა საქონლისა და მომსახურების ბაზრის მოძიებაც. სწორედ ინტერნეტია კაცობრიობის ის ერთ-ერთი გამოგონება, რომლის წყალობითაც ქვეყნებს შორის გეოგრაფიული საზღვრები მოიხსნა. მოდით უფრო კარგად გავეცნოთ მსოფლიოს აბლაბუდას, გავიგოთ უფრო მეტი  ინტერნეტის წარმოშობასა და ცვლილებებზე, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა. ტექნოლოგია, რომელიც ქსელს საფუძვლად უდევს, მე-20 საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. პირველი, ქსელით გაგზ...

როგორ მუშაობს ინტერნეტი, პროტოკოლი, სერვერი, კლიენტი სათარგმნია

Image
წყარო: http://ucnauri.com. (მასალა არ არის შემოწმებული) არასოდეს გიფიქრიათ იმ მოწყობილობების შესახებ რომლის მეშვეობითაც ამ გვერდს კითხულობთ? უდავოა რომ თქვენ ახლა კომპპიუტერთან ზიხართ და ამ გვერდს უყურებთ თქვენს ბრაუზერში… თქვენ ამ გვერდზე გადმოხვედით ლინკზე დააწკაპუნების ან მისამართის ჩაწერის მეშვეობით, მაგრამ რა მოქმედებები შესრულდა კულისებში იმისათვის რომ თქვენს ეკრანზე ეს გვერდი გამოჩენილიყო? თუ ოდესმე დაინტერესებულხართ ამ პროცესით ან გინდათ რომ გაიგოთ ცოტა რამ იმ მექანიზმების შესახებ რომლებიც ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობას გაძლევენ მაშინ გააგრძელეთ კითხვა. ამ პოსტში შენ ისწავლი თუ როგორ გაჩვენებენ ვებ სერვერები ინტერნეტ გვერდებს სახლში, სკოლაში თუ სამსახურში. მოდი დავიწყოთ! ძირითადი პროცესი მოდით წარმოვიდგინოთ რომ თქვენ ზიხართ თქვენს კომპიუტერთან, სარგებლობთ ინტერნეტით და თქვენ დაგირეკათ თქვენმა მეგობარმა რომელმაც გითხრათ: „მე ახლახანს შესანიშნავი სტატია წავიკითხე! ჩაწერე მისამართი და შეამოწმე, სტატია ამ მისამართზეა: „http://ucnauri.com/18/05/2010/razor-1911-2/“ თქ...

ქართული დომენების რეგისტრაცია (.გე) დაიწყო

Image
მართლაც, გილოცავთ! საიტზე www.დომენი.გე დაიწყო ქართული სიმბოლოების გამოყენებით დომენების რეზერვაცია. ხოლო 2015 წლის 15 ივლისიდან დაიწყება ქართულენოვანი დომენების ღია რეგისტრაცია.   დომენური სახელში გამოსაყენებლად დასაშვები სიმბოლოები: ა) მხედრული ანბანის ასოები; ბ) ციფრები; გ) დეფისი. დომენური სახელი უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს მხედრული ანბანის ასოთი ან ციფრით. შუალედური სიმბოლოები შეიძლება იყოს ასოები, ციფრები ან დეფისი. დომენური სახელი უნდა შეიცავდეს ორ ან მეტ სიმბოლოს და არ აღემატებოდეს 63 სიმბოლოს. stop list-ში შემავალ დომენურ სახელებს (კერძოდ, უხამსშინაარსიანი, ანტიჰუმანური ხასიათის მოწოდებების შემცველი, ადამიანური ღირსების ან რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი სიტყვები და სხვ.) განსაზღვრავს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი ICANN-თან კონსულტაციის შემდეგ. ამწუთას მე ორი ქართულ სიმბოლოებიანი დომენი ვიცი: www.დომენი.გე  და www. რეგისტრაცია.გე

პორტები სურათებით

Image
კიდევ სხვა სურათები უკეთესი ხარისხით  წყარო