გუგლის მე-18 დაბუდაბი
Google (ზოგჯერ ქართული ასოებით – გუგლი) არის ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია რომელიც სპეციალიზირდება ინტერნეტზე დაფუძნებული სერვისებისა და პროდუქტების, მათ შორის ონალინ სარეკლამო ტექნოლოგიებზე ძებნა, ღრუბლოვანი სისტემები და პროგრამები. თავდაპირველად გუგლი ინგლისურენოვანი იყო, მაგრამ დღეისთვის მრავალ ენაზე თარგმნილი გუგლი 1998 წლის 4 სექტემბერს — 18 წლის წინ დაარსდა სტენფორდის უნივერსიტეტის Ph.D. სტუდენტების მიერ კალიფორნიაში. 2015 წლის აგვისტოში გამოცხადდა გუგლის რეორგანიზაცია, რომელიც დასრულებულად 2 ოქტომბერს გამოცხადდა. რეორგანიზაციის დასრულების შედეგად გუგლი გახდა ჰოლდინგური კომპანია სახელწოდებით Alphabet Inc. ხოლო ამ კომპანიის წამყვანი შვილობილი კომპანია და გუგლის ინტერნეტ ინტერესების მშობელი კომპანია გახდა თვითონ გუგლი. თავდაპირველად გუგლს BackRub ერქვა, ვინაიდან საიტის მნიშვნელობის შესაფასებლად სისტემა ამ საიტზე ბმულების რაოდენობას ითვლიდა. საბოლოოდ დამფუძნებლებმა შეცვალეს კომპანიის სახელწოდება და დაარქვეს Google, რომელიც წარმოდგება შეცდომით დაწერილი სიტ...