Posts

Showing posts from August, 2017

გუგლმა ხმოვანი ძებნის სერვისს ქართული ენა დაამატა

Image
ჩემმა გუგულმა ახალი კვერცხი დადო, (14 აგვ. 2017) ამჯერად ყველაზე მეტად ქართველები გაგვახარა, ერთი ერთი იმიტომ რომ, ხმოვანი ძებნის სერვისს ქართული ენა დაამატა, ხოლო მეორე იმიტომ რომ, გუგლის ბლოგის პრესრელიზში ამ მოვლენის აღსანიშნად სწორედაც რომ ქართული ენის დამატებაზე გაამახვილეს ყურადღება. „ხმოვანი ძებნა უფრო გლობალური გახდა.  იმის, დასტურად, რომ პატივს ვცემთ მსოფლიოს ყველა ენას, ხმის ამოცნობის ფუნქცია მუშაობს ქარტული ენისთვისაც, რომელსაც საკუთარი დამწერლობა მე-10 საუკუნიდან გააჩნია. ჩვენ ასევე დავამატეთ სუაჰილი და ამჰარული ენა, აფრიკის ორი უდიდესი ენა, ასევ მრავალი ინდური ენა...“ ანდროიდ მოწყობილობებზე ამ ფუნქციის ჩასართვად Play Store-დან გადმოტვირთეთ და დააყენეთ Gboard (გუგლის კლავიატურა) და აირჩიეთ ქართული ენა. ამის შემდეგ დააჭირეთ მიკროფონს და დაიწყეთ საუბარი. გუგლის აპლიკაციებში ქარტულ ენაზე ხმით ძებნის ფუნქციის გასააქტიურებლად, მარცხენა ზედა კუთხეში დააჭირეთ მენიუს, პარამეტრების განყოფილებაში აირჩიეთ Voice (ხმა) და ჩამონათვალიდან აირჩიეთ ქართული ენა. თუ ვინდო...