ოცნება ნაცრისფერ ფორმიან მოსწავლეებზე
ეს პოსტი ეტალონის ამ სტატიას მოყვა „სკოლა სკოლას დაემსგავსება და ბავშვი - ბავშვს“ - დირექტორები სასკოლო ფორმებზე საუბრობენ , სადაც ყველა დირექტორი ერთხმად არნიშნავს რომ სასკოლო ფორმა აუცილებელია. პიონერის გალსტუკები დაგავიწყდათ... ეჰ, ისევ აქტუალურია, დავწერე კომენტარებში, ხალხებო, 21 საუკუნეა, გაიგეთ, სამყაროს მალე არ დასჭირდება მთელი რიგი პროფესიები: არც მძღოლი (ორდიპლომიანი ტაქსისტიც) არც გამყიდველი (ორ ნაბიჯში) არც ექიმი; არც ადვოკატი; არც .........; არც .........; არც .........; არც წერაკითხვის ცოდნა; არც მასწავლებელი ( თუ არ გჯერათ ეს ნახეთ ) და თქვენ კვლავ ჯიუტად ითხოვთ შავ-თეთრი და ნაცრისფერი ფომების ჩაცმას და ცხრასაათზე სკოლის გაყინულ მერხზე ხელების დაწყობას ცარცი-დაფა-რვეული-პერტორუჩკა გარემოში. ამ სურათის მარჯვენა ჩარჩოში თქვენი სასკოლო გარემოს სურათი ჩასვით, გთხოვთ კომენტარებში დაწეროთ სამი განსხვავება თქვენს სასკოლო გარემოსა და ამ სურათის სასკოლო გარემოს შორის. უპასუხეთ კითხვას: და რომ მაგ ფორმაში მოვიდე რამე ღ...