სკრეჩის ტრენინგი 2025 ჰარვარდის სერტიფიკატით
გაიარეთ რეგისტრაცია (mokle.ge/scratch25ict) CS50s Georgia შესავალი პროგრამირებაში Scratch-ით კურსზე დამწყებ პროგრამისტებს კოდის წერა ტექსტის აკრეფის ნაცვლად გრაფიკული ბლოკების გადმოთრევით შეუძლიათ. სკრეჩი გამოყენებულია ჰარვარდის კოლეჯის კომპიუტერულ მეცნიერებაში შესავალი კურსის CS50 პირველ ლექციაზე. Scratch შეიქმნა MIT-ის მედია ლაბორატორიაში. ის დამწყებ პროგრამისტებს ანიმაციების, თამაშების, ინტერაქტიული ნახატების და ამბების შექმნის საშუალებას აძლევს პროგრამირების გამოცდილების გარეშე. კურსი სტუდენტებს აცნობს პროგრამირების საფუძვლებს, რომლებიც გვხვდება არა მხოლოდ თავად Scratch-ში, არამედ ტრადიციულ ტექსტზე დაფუძნებულ პროგრამირების ენებშიც (როგორიცაა Java და Python). საბოლოო ჯამში, ეს კურსი ამზადებს მოსწავლეებს პროგრამირების შემდგომ კურსებისთვის. რა საკითხებს ეხება კურსი? სპრაიტი, ფუნქციები, მოვლენები, მდგომარეობა, ციკლები ცვლადები აბსტრაქცია პროექტი კურსი შევქმენით იმისთვის რომ, მონაწილეებმა შეძლონ: მარტივი ანიმაციების შექმნა თამაშების შექმნა ინტერ...