მომავლის ტექნოლოგიები
წყარო 7 აპრილი, 2017 ნანა დიხამინჯია დოქტორ რობერტ გოლდმანი, დაბრების საწინააღმდეგო მედიცინის მსოფლიო აკადემიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს მომავლის ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების შესახებ. მომავლის წინასწარმეტყველებანი: 1998 წელს კოდაკს 170 ათასი თანამშრომელი ჰყავდა და მსოფლიო ფოტოქაღალდის ბაზრის 85% ეკავა. სულ რამდენიმე წელიწადში მათი ბიზნესმოდელი უსარგებლო გახდა და კომპანია გაკოტრდა. ის, რაც კოდაკს დაემართა, ბევრ კომპანიას მოუვა შემდეგი 10 წლის განმავლობაში, თუმცა ამას ცოტა თუ ხვდება. 1998 წელს იფიქრებდით, რომ სამი წლის შემდეგ ფოტოფირზე უარს იტყოდით? მაგრამ ციფრული კამერები ხომ ჯერ კიდევ 1975 წელს გამოიგონეს. პირველი კამერები მხოლოდ 10 000 პიქსელით იღებდა, თუმცა ყველაფერი მურის კანონის მიხედვით განვითარდა: როგორც სხვა ექსპონენციალური ტექნოლოგიის შემთხვევაში, ციფრული კამერა წლების მანძილზე არავის აინტერესებდა, სანამ გაცილებით მაღალხარისხიანი არ გახდა და საყოველთაოდ არ გავრცელდა. ეს სულ რამდენიმე წელიწადში მოხდა. სწორედ ასე მოხდება ხე...