ვიდეოფილმების კონკურსი მოსწავლეებისთვის
ვიდეოფილმების კონკურსი მოსწავლეებისთვის: „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სკოლაში“ წყარო: მპგეც, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, აცხადებს 3-5 წუთიანი ვიდეოფილმების კონკურსს მოსწავლეებისთვის. საკონკურსო ნამუშევარი უნდა ეხებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს. ფილმი უნდა წარმოაჩენდეს, თუ როგორ ესმით მოსწავლეებს მოცემული საკითხები სკოლაში, როგორც ფორმალური, ასევე, არაფორმალური განათლების კონტექსტში: 1. სხვა ადამიანების, ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასება; 2. კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურული განსხვავებულობის დაფასება; 3. დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება; 4. კულტურული განსხვავებულობისა და სხვა რწმენისადმი, მსოფლმხედველობის, შეხედულებებისა თუ პრაქტიკისადმი ტოლერანტული დამოკიდებულებისათვის მზაობა; 5. პატივისცემა და ტოლერანტული დამოკიდებულება სხვა ადამიანებისადმი, განსხვავებული რწმენის, მსოფლმხედველობისა და პრაქტიკისადმი; 6. მოქალაქეობრივი აზროვნება...