Posts

Showing posts from December, 2020

ხელმოწერა გაქართულების პეტიციაზე

Image
  (თუ პოსტის წაკითხვის დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ პირდაპირ   გაქართულებასთან დაკავშირებით გამოკითხვაში მიიღოთ მონაწილეობა) გაქართულება ჩემთვის კვლავ პრიორიტეტია. ვფიქრობ რომ სასწავლო სივრცეში გამოყენებული პროგრამული პაკეტების გაქართულების გარეშე სრულყოფილი საგანმანათლებლო პროცესი ვერ იქნება. თუმცა პროგრამული პაკეტების გაქართულება ზოგადად გაქართულების პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია ზოგადად კი ჩემთვის გაქართულება ნიშნავს ქართული ინტერფეისის მხარდაჭერას:  ოპერაციული სისტემებში პროგრამულ პაკეტებში საოფისე გრაფიკული მულტიმედია ბრაუზერებში ვებ გვერდებზე და სერვისებში (მაგ. ამაზონი)  აგეთვე: რეგიონალური პარამეტრების მხარდაჭერას (საზომი ერთეულები, ქალაღდის ზომა, თარიღის ფორმატი, კვირის პირველი დღე... წინადადების პირველის სიმბოლო არ მთავრულდება...)     საგადასახდო და სარეკლამო სისტემებში ქვეყნის მხარდაჭერას (PayPal, AdWord, AdSense რუკებში და სარეგისტრაციო ფორმებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას  ხმოვანი მართვის, აკრეფის, ძებნის მხარდაჭერას...

დღეს წრუწუნას იუბილეა

Image
რამდენიმე წამის წინ თქვენ თაგვის მარცხენა კლავიშზე მარტივად დააწკაუპენეთ და ახლა ამ ტექსტს კითხულობთ. სწორედაც პირველი თაგვის დაბადებას ეხება ეს პოსტი: 1968 წლის 9 დეკემბერს ვინმე  დუგლას ენგელბარტმა  (ინგლ.  Douglas Carl Engelbart)  სტენფორდის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მიერ მოწყობილ გამოფენაზე  The Mother of All Demos   წარმოადგინა "X-Y პოზიციის ინდიკატორი დისპლეი სისტემებისთვის". სწორედ ასეთი დასახელებით 1967 წელს დუგლასმა განაცხადი შეიტანა ხის კორპუსში მოთავსებული ორი მეტალის ბორბლიანი მოწყობილობის დაპატენტებაზე. ეს მოწყობილობა დუგლასმა ბილ ინგლიშთან ერთად შეიმუშავა რამდენიმე წლით ადრე. აღნიშნულ მოწყობილობაზე პატენტი ნომრით  3541541 1970 წელს გაიცა. მოგვიანებით ენგელბარტმა განაცხადა, რომ ამ მოწყობილობას "თაგვი" იმიტომ შეარქვეს, რომ სადენი, რომელიც მისი უკანა მხრიდან გამოდიოდა, კუდს ჰგავდა. სუ, სუ პირველი თაგუნა. (1968 წ.) ნატურალური ისტორიისა და მეცნიერების მუზეუმი. ალბუკერკი. ჯიმ სტეინჰარტის  ფოტო © 2012   პირველ...