Posts

Showing posts from February, 2015

ბლოგერის თემები

Image
დღეს ბლოგერობა ძალიან მოდური გახდა, ასე ჩვენი F'ეშენ ცხოვრების ნაწილი. რა ადვილია არაბლოგერებს გაეპრანჭო, ოოოოხ, მე იციი რა ბლოგი მაქვსსსს! თან ცოტა შესაბამისად თვალებსაც თუ მოწკურავ, ჯაან ისეთი ტიპი იქნები. მეც მინდა ერთი საიდუმო გაგიმხილოთ, თუ როგორ შეიძლება ძალიან დამთრგუნველი დიზაინის 7 ფორმას ავცდეთ და რაღაც ისეთი, გამორჩეული დიზაინის ფორმა რომ გვქონდეს, აი ისეთი, მკითხველმა სწორედაც რომ დიზაინის ფორმით დაიმახსოვროს თქვენი ბლოგი და ერთი კვირა ამ დიზაინზე აბოდებდეს.... დამიჯერეთ, ესეც ადვილია... ბლოგის სხვადასხვა თემები შეგიძლიათ აიღოთ აქედან. იმედია ამ ტემას დავუბრუნდები და დეტალურად აღვწერ, როგორ შეიძლება თქვენს ბლოგზე შეცვალოთ დიზაინი, გაუკეთოთ ლამაზი მენიუ, დააჯგუფოთ სხვადასხვა ტემები და ა.შ.  ვნახოთ ამ მორიგი შეპირებიდან რა გამოვა. ამ წუთას კი მხოლოდ საიტებს შემოგთავაზებთ ყველაზე უკეთ ეს საიტი მომეწონა  http://btemplates.com/. საინტერესო პოსტებიც არის. ერთი ლამაზი ტემაც, თუმცა ხელის შევლება ნამდვილად უნდა.... აი სხვებიც http://www.thuthuatblogger.or...

ვიდეო ბლოგის შესახებ

Image

უფასო Office 365 სტუდენტებისთვის და მასწავლებლებისთვის

Image
Microsoft  ის ინფორმაციით,  Office 365  უფასო იქნება სტუდენტებისთვის და მასწავლებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით (მათშორის ქართველებისთვისაც  smile emoticon  )! იმისთვის, რომ მიიღოთ უფასო ვერსია ამისთვის საჭიროა მხოლოდ საგანმანათლებლო ტიპის (.edu) ელ-ფოსტის მისამართით რეგისტრაცია. რეგისტრირებული მომხმარებელი მიიღებს : Ms Word ,  Ms Excel ,  Ms Powerpoint ,  Ms oneNote ,  Ms Outlook ,  MS Access  და  MS p ublisher  აპლიკაციებს და 1TB სივრცეს  OneDrive -ზე. სტუდენტებმა რეგისტრაცია გაიარეთ ამ მისამართზე - http:// products.office.com/en-us/ student?tab=students უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებლებლებმა კი ამ მისამართზე - http:// products.office.com/en-us/ student?tab=teachers დ.მ. შენიშვნა:  საჯარო სკოლებმა კი ჯერჯერობით თავიანთი სკოლების .edu.ge მისმარტებს უნდა გაუკეთონ რეგისტრაცია #IcompGe   #Microsoft   #Office   #Free ტექსტი აღებულია ფეისბუკიდან ეს კი კომენტარი ...

ბიოლოგია საყრდენ- მამოძრავებელი სისტემა

Image
საყრდენ- მამოძრავებელი სისტემა                                              ჩონჩხი ადმიანის ჩონჩხი შედგება 200-ზე მეტი ძვლისგან და მათი შეერთებებისგან. ისინი ასრულებენ საყრდენ და დამცველობით ფუნქციას. ჩონჩხს რეფლექსურად ამოძრავებს მასზე მიმაგრებულიუ კუნთები და უზრუნველყოფს მათ მამოძრავებელ ფუნქციას. ძვლები მონაწილეობენ მინერალურ ცვლაში, ძვლის წითელი ტვინი წარმოადგენს სისხლმბად ორგანოს, ძვლის ყვითელი ტვინი-სამარაგო ნივთიერებას.                                                 ძვლის აგებულება ძვლების წარმოქმნაში მონაწილეობას იღებს ქსოვილების რამდენიმე სახე. მის შემადგენლობაში შედის ორგანული ნივთიერებები (ცილები-ოსე...

საჭმლის მონელების პროცესი

Image
საჭმლის მომნელებელი სისტემა   პირის ღრუ, კბილები, საყლაპავი მილი, კუჭი, წვრილი, მსხვილი  და სწორი ნაწლავი იმ სისტემის ნაწილებია, რომელშიც ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მონაწილეობით იწყება და მთავრდება საჭმლის მონელება - სასარგებლო გადამუშავებული ნივთიერებები შეიწოვება, საკვების უვარგისი და მოუნელებელი ნაწილი კი ორგანიზმიდან გამოიდევნება. საჭმლის მომნელებელ ორგანოთა აგებულება საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა უბანი ფუნქციურად და აგებულებით ერთმანეთისგან განსხვავდება,  თუმცა ექვემდებარება ერთ ძირითად პრინციპს - მიღებული პროდუქტები ისე გადაამუშაოს და მოინელოს, რომ მათგან რაციონალურად მოხდეს სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა-ათვისება და უვარგისის ორგანიზმიდან დროულად გამოდევნა. საჭმლის მომნელებელ ტრაქტს მთელ სიგრძეზე სამმაგი გარსი აკრავს გარს: შიგნითა - ლორწოვანი, შუა - კუნთოვანი და გარეთა, რომელიც სეროზული ან შემაერთებელი ქსოვილისგან შედგება. ლორწოვანი გარსი, გარდა ნაწლავის ამომფენი საფარისა, შეიცავს სხვადასხვა დანიშნულებისა და ბუნ...

ბიოლოგია გულ-სისხლძარღვთა სისტემა

Image
გულ-სისხლძარღვთა სისტემა ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სისტემაა, რომელიც ემსახურება, უპირველეს ყოვლისა, ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლას. გული, როგორც ტუმბო, ამოძრავებს სისხლს, რომელიც ერთის მხრივ, ორგანოებსა და ქსოვილებს აწვდის ყველა საჭირო ნივთიერებას - საკვებს, ჟანგბადს, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს (ჰორმონები, ფერმენტები, მიკროელემენტები, ანტისხეულები და სხვ.), ენდოგენურ (ფაგოციტური და იმუნური უჯრედები) და ეგზოგენურ (სამკურნალო საშუალებები) დამცველ ფაქტორებს, ხოლო, მეორეს მხრივ, მათ ანთავისუფლებს ნივთიერებათა ცვლის პროცესში წარმოქმნილი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლის მავნე პროდუქტებისაგან და ნახშირორჟანგისაგან, რომელთა ნაწილობრივი გაუვნებელყოფა ხდება ღვიძლში, ხოლო გამოყოფა გარემოში - ფილტვების, თირკმელების, საოფლე ჯირკვლებისა და სხვ. გზით. გარდა სატრანსპორტო ფუნქციისა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა მონაწილეობს ორგანიზმის თვითრეგულაციაში, წყლისა და იონების ცვლაში (მათი ბალანსის რეგულირებაში) და სხვ. სისხლის მიმოქცევაში მონაწილე ორგანოებია: გულ...

რესურსები ბიოლოგიაში სოკოები

Image
ამ ვიდეოში საუბარია სოკოებისა და ბაქტერიების შესახებ სოკოები  ( ლათ.   Mycetes ანუ Fungi ) — ცოცხალ ორგანიზმთა დიდი ჯგუფია. მათ არ გააჩნიათ  ფესვი ,  ღერო  და  ფოთოლი , რის გამოც უმდაბლეს ან თალუსიან მცენარეებს მიაკუთვნებენ. არსებობს მოსაზრება, რომ სოკოები მთელი რიგი თვისებების გამო ითვლებოდეს ცოცხალ ორგანიზმთა დამოუკიდებელ სამყაროდ, გარდამავალ საფეხურად მცენარეულიდან ცხოველურისაკენ. სოკოები მოიცავს 100 ათ. სახეობას, მათ შორის გვხვდება შეუიარაღებელი თვალით უხილავი ორგანიზმები —  მიკროცეტები  და დიდნაყოფსხეულიანი  ქუდიანი სოკოები ,  აბედა სოკოები  და სხვა —  მაკრომიცეტები . სოკოებს არ გააჩნიათ ქლოროფილი. ისინი ჰეტეროტროფული ორგანიზმებია, საკვებად ხმარობენ მზა ორგანულ ნივთიერებებს მკვდარი სუბსტრატიდან (საპროფიტები) ან ცოცხალი ორგანიზმებიდან (პარაზიტები). ის, რაც სოკოების სახელწოდებითაა ცნობილი, ნაყოფსხეულია, ვეგეტატიური სხეული კი სუბტრატშია ჩამალული შედგება წვრილი, უმთავრესად თეთრი დატოტვილი ძაფებისაგან, რასაც მიცელიუ...

რესურსები ბიოლოგიაში უჯრედი, მიტოზი

Image
ამ გვერდზე თავი მოვუყარე მიტოზის შესახებ რამდენიმე ვიდეოგაკვეთილს. იმედია დაგაინტერესებთ, გთხოვთ კომენტარებში გამოთქვათ თქვენი აზრი. იქნებ უკეთესი რესურსები გვირჩიოთ....

რესურსები ბიოლოგიაში მცენარეთა განვითარება

Image
ნახეთ აგრეთვე გვერდი http://class-ii.weebly.com/4305432343164308430543124321-430643094308432043074312.html

ბლუმის განახლებული ტაქსონომიის ზმნები

Image
ინგლისურის პედაგოგებს გთხოვთ დაგვეხმაროთ ამ დოკუმენტის რედაქტირებაში. ეს არის განახლებული ბლუმის ტაქსონომიის ზმნები.  დააჭირეთ აქ და დაარედაქტირეთ